ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები “კიევოსთან” მატჩისთვის ემზადებიან

ტურინის “იუვენტუსი” “კიევოსთან” გასამართი საშინაო შეხვედრისთვის ემზადება.ანტონიო კონტეს შეგირდები ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე დღეში ორჯერ, დილის და საღამოს სესიებზე ვარჯიშობენ.ვერონელებთან დაპირისპირებას ბიანკონერები საკმაო დანაკლისით ხვდებიან, ლაზარეთში იმყოფებიან ანდრეა ბარძალი და ჯორჯო კიელინი, მათ ნაცვლად მოედანზე მარტინ კასერესსა და ანჯელო ოგბონას უნდა ველოდოთ.ამ დუეტს შეუწყვილდება ლეონარდო ბონუჩი, კარში ადგილს, ბუნებრივია, ჯანლუიჯი ბუფონი დაიკავებს.ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ პოლ პოგბას კლაუდიო მარკიზიო ჩაანაცვლებს, მის გარდა, შუახაზში შტეფან ლიხტშტაინერი, ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი და კვადვო ასამოა გაირჯებიან.არაა გამორიცხული, ცვლილებები მოხდეს შეტევაში, კერძოდ, კარლოს ტევესის ნაცვლად საწყის თერთმეტეულში ადგილი მირკო ვუჩინიჩმა დაიკავოს, მას კი ფერნანდო ლიორენტემ გაუწიოს მეწყვილეობა.რაც შეეხება პაბლო დანიელ ოსვალდოს, იგი გუნდთან ერთად ვინოვოზე იმყოფებოდა, თუმცა გაცივების გამო ტრეინინგში მონაწილეობა არ მიუღია.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
10 years ago

ოგბონას პრიზსს მივცემდი მე )) მგონი არის უნიტაზსს ჩუქნიან წლის ყველაზე ცუდ ტრასფერზე იტალიაში ) მელოს მისცეს ადრე ::დდ))))
არ მევასება ეგ ოგბონა ) დაბნეული ბატივითაა საჯარიმოში ) ნიგერია იტალისს ამხანაგური თამაშის შემდეგ ვაბშე დამეკარგა მაგაზე ჭარმოდგენა ) მკვდარმა შოლა ამეობიმ ჯიბეში ჩაიდო ჩვენი ეგრეთწოდებული პერსპეკტიული ანჯელო )) შეცდომა მესმის მაგრამ ეგეთი ტო 1 კაცია საჯარიმოში და ისიც რო გაგეპარება თან ვინ )): დ დიდი იმედი მაქვს რო მაგ თამაშის მერე ოგბონას არ ეღირსება ნაკრები )

FeNoMeNo-9
10 years ago
Reply to  ALLENATORE

შენ წარმოიდგინე ეხლა მაროტა რა ფალოსია, რომ მაგ კუტაკვერცხაში 12 მილიონი რომ გადაყარაა? :D იდეაში დაცვა უნდა გაეძლიერებინა ტიპს და ამან სულ მთლად დაგვღუპა, თითქოს ბონუჩი არ გვყოფნიდეს. :D

FeNoMeNo-9
10 years ago

აბა შენ იცი კონტეე. საბრძოლველად დარაზმე ბიჭები..მე-15 წუთისთვის 1-0-ს რომ წაიყვან შოტს, მაქსიმალურად ჩარაზეი უვეს დაცვის კედლები, რათა კიევოს ბობოქარმა ფორვარდებმა არ წაგვლეკონ. მერე 88-ზე ანგარიშს, რომ გაგვითანაბრებენ ჩვენი მარადიული მხსნელები ტრუსინიჩი, ოგბონა და პადოინი შემოუშვი. იქნებ ხელიდან წარვტაცოთ მრისხანე მეტოქეს გამარჯვება. შეგიძლია დიადი ოსვალდოს გამოყენებაც..წონა კარგად ექნება დაგდებული და ხოდზე იქნება ეგეც. :*

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x