ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იოვეტიჩი ისევ “იუვენტუსის” რადარზე მოექცა?

ფეხბურთში ისტორია ხშირად მეორდება ხოლმე, გუნდები თავის ყოფილ სატრანსფერო სამიზნეებსაც ხშირად უბრუნდებიან. პრესაში ხელახლა ჩნდება ინფორმაცია იოვეტიჩის “იუვენტუსში” გადაბარგების შესახებ, ოღონდ ამჯერად, არა უსაფუძვლოდ. ჩერნოგორიელს მანჩესტერში გატარებული პირველივე დღეებიდან პრობლემები შეექმნა, ფეხბურთელს აშკარად გაუჭირდა უცხო საფეხბურთო სამყაროსთან შეგუება, შედეგი ასეთია: 10 თამაში და სამი გატანილი გოლი “სიტის” მაისურში…

ასეა თუ ისე, კონტესა და მაროტას პოზიცია არ შეცვლილა, შესაძლოა, “ბიანკონერიმ” ტევესის შემთხვევაში განხორციელებული ტრიუკი გაიმეოროს და “ეტიჰადის” ბინადრების მიერ დაწუნებული ტევესის მსგავსად იოვეტიჩსაც საფეხბურთო რეაბილიტაციის შანსი შესთავაზოს. მართალია, იოვეტიჩის შემთხვევა მცირედ განსხვავდება არგენტინელის ტრანსფერისგან (ჩერნოგორიელი მხოლოდ 24 წლისაა და მთელი კარიერა წინ აქვს), მაგრამ ტრანსფერის ბერკეტები იგივე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ “სიტის” მესვეურებს ჯერ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება არ დაუწესებიათ, ინგლისის საფეხბურთო კულუარებში ყველა თანხმდება, რომ 25 მილიონი თავდამსხმელის გადმობირებისთვის სრულიად საკმარისი იქნება. საქმე ისაა, დათანხმდება კი “ბებერი ქალბატონის” დირექტორატი ამ თანხის გამოყოფას, თუ შექმნილი სიტუაციის გამოყენებას ეცდება და ფეხბურთელის 20 მილიონის ფარგლებში ხელში ჩაგდებას დააპირებს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა სამოქმედო გეგმა მის გახსნამდე დიდი ხნით ადრე ყალიბდება ხოლმე. ფაქტია, ტრანსფერის განხორციელებაში თავად ფეხბურთელის მოტივაცია გადამწყვეტ როლს ითამაშებს. რამდენიმე თვის წინ იოვეტიჩმა ინტერვიუში “იუვეში” ტრანსფერის პირობა დადო, შეასრულებს ჩერნოგორიელი თავის პირობას ერთი წლის შემდეგ?

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10 years ago

აუ რა იოვეტიჩი ღადაობენ : DDD დარწმუნებული ვარ ნეგრედო რო იყოს სატრანსფერო მიზანი უმეტესობა პანიკებს ატეხავდა რად გვინდა ეგ უკლასოვო.. არადა ნეგრედომ იოვეტიჩი ისე მყარად დასვა სკამზე ტრკი მიუხორცდა უკვე სკამს

jeep17
10 years ago

რა ვერ გაიგეტ მაროტა მოვიდა გაფარჩაკებულ იუვეში და იტალიის ჩემპიონატი სულ ღაფავს,მოჯი პირიქით აყვავებულ იუვეში მოვიდა და იტალიის ჩემპიონატი ყვაოდა,რასაც ტანხებს აძლევენ მაინც მაგარი შედეგი აქვს და ეგ მოთხოვეთ ელკანის და ანიელებს და საერთოდ იტალიას

arseni
10 years ago

იოვეტიჩი ამ ზაფხულში უნდა შეეძინათ … ამ ჯოვინკოს კი აჯობებდა // ტყუილად სიტიში აერია კარიერა ..

ALLENATORE
10 years ago

))) :D ჯერ ადრეა მაროტა მაგის ტრანფერი ) ეხლა 20 მილიონს მაინც მოგთხოვენ ) დაელოდე კიდე 1 კილო შაქარის ფასი რო ეღირება მაშინ ეცი ) ან კიდე ჯერ ეს იოვეტიჩი სუსტადაა ცოტა მოიმატოს 10 კილო და მერე მოიყვანეთ დიეტაზე გეყოლებათ ფულს არ დახარჯავთ ჭამაში , თან იაფად იყიდით ) : სუარესსაც ელოდებიან იქნებ კიდე უკბინოს ვინმეს და გააგდოს ლივერპულმა ) ამისგან მაგარი ვაჭარი დადგება რა უნდა ამას იუვეში ნიჭი აქ კაცს ბიზნესის ):დ ბაზარშია გასაშვები იყიდის წიწილას 2 ლარში თუ გამოდგა და მოასუქა მერე გაყიდის 10 ში ) :დ ხუმრობაა ) რომელშიც რეალობაა ) სამწუხაროდ ) მიზეზები კიდე სულ სხვაა… Read more »

arseni
10 years ago
Reply to  ALLENATORE

ტოჰირს ფული აქვს მაგრამ ჯერ კაპიკის საქმე არ გაუკეთებია .. ვნახოთ ზაფხულში რას იზამს

ALLENATORE
10 years ago
Reply to  arseni

130 მილიონი ვალი ქონდა ინტერს ) და ეგ ვალი დაფარა )) დიდს არაფერს არ გააკეთებს ეგეც ) სულ კიდია ფეხბურთი როგორც იტალიურ გაზეთებში წერენ ) ამერიკული სოკერის ფანი და იქ უნდა გუნდი იყიდოს ) ვიდიში იყიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით და ეგეთებს ჩაატარებს რა მომავალშიც ) დაემუქრა ინტერის კურვა და იმიტო ვერ გარისკა ვუჩინიჩი გუარინის ბარტერი )) იტალიური ფეხბურთი ცხენების შეჯიბრი არ გეგონოსო )) ეგეც ევასება ) ფერმა აქ და გაყავს ტურნირებზე ცხენები : კაიფობს მოკლედ: )) ეს ინტერი კიდე ბიზნესს პროექტია მისთვის მეტი არაფერი ) როგორც რომა ამერიკელებისთვის ):დ

ალეკო კოკაია
Reply to  ALLENATORE

კი ჯიგარო,გეთანხმები იმაში რო მაშინ სხვა დრო იყო და ყვაოდა კალჩო,ზიდანი გაყიდეს და სამაგიეროდ უძლიერესი გუნდი ააწყვეს ზიზუს ხარჯზე,მარტო ფინანსებს არ ვგულისხმობ,მოჯის ხედვაც გენიალური ქონდა,და ალღო,მაროტას მისი მეოთხედიც არ აქვს,სამპდორიადან მოვიდა და თავი ისევ იქ გონია!შენ რა გგონია ტევესიც კონტეს დაჟინებული თხოვნით მოიყვანეს თორე მაგაშიც არ მისცემდა მაროტა 9 მილიონს!სამწუხაროთ სიჟმოტესთან ერთად უნიჭოც არი მაროტა!პოგბა პირლო და ლორენტე უფასოდ მოვიდნენ თავისუფალი აგენტები იყვნენ და მაგიტო,შარშანწინ სუარესი 35 ლიმონი ღირდა და ტიპს ეძვირა ტო,არა და იყო მაგის საშუალება,მაროტას გარდა ანიელიც მაგარი ჟმოტია,არაფრით გავს დიდ ჯანის!

ALLENATORE
10 years ago

უნიჭოს ვერ დავარქმევდი ) უბრალოდ სახსრები არ აქ მაგის 35 მილიონი ერთ იგროკში გადაიხადოს ) თავისი ჯიბიდან კი არ იყიდის ხელმძხვანელობამ უნდა დააფინანსოს და გამოყოს ფული ტრასფერებზე ) რასაც არ აკეთებენ ) და იმას ვამბობ რო მოჯის დროს სხვა სიტუაცია იყო ) პოგბას ლიორენტეს და პირლოს რაც შეეხება ) მაგათზე ბევრი ნადირობდა და მაროტას დამსახურებაა იმაში რო ჩვენ დავითრიეთ რაც გააკეთა მოდით ეგ არ დავუკარგოთ ) ის რო ბებარდის 50% გამოისყიდა სატრასფერო ფანჯრის დახურვამდე ბოლო წუთებში ეგეც დამსახურებაა ) პლიუს კიდე ლიერშია აფრიკელი ფორვარდი რომელიც სერია დ ში იყო და კაფიკებად იყიდა ) ეხლა კიდე მაგარი ათამაშებულია 21წლისაა გვარი დამავიწდა… Read more »

davit zivzivadze
10 years ago

მე მაროტას კი არ ვბალეშიკობ … და იმ გუნდს კი არ დავაკნინებ მაგრამ საოცარი გუნდი რომელიც რეასლ ხმარობდა წინდა უკან… რამდენჯერ მოიგო ლიგა? რომელზეც აქ პრეტენზიებს გამოთქვამთ? ისიც მუდამ იბრძოდა სერიას მოგებისთვის..

shako bokhashvili
10 years ago

ვერ იყიდის ამას მაროტა. იცით რატო? იმიტომ რო მაროტა არის …..

snuff-juve
10 years ago

25 საკმარისი იქნებაო და მაროტა 20ზე დაიწყებს ეხლა ვაჭრობას რას უწყვიტავს ის 5 მილიონი თუ 20 გადაიხდის ამის ხელში ნორმალური ტრანსფერი არ გამოვა :blin: გამოჩნდება მერე სხვა გუნდი გადაიხდის 25 და უყუროს მაროტამ მერე :lool:

juveboy-leo
10 years ago

draqsleri jobia amas marotaა

FeNoMeNo-9
10 years ago

მაროტა რა კაციაა. :D :D ეხლა დაელოდება სანამ სიტის ზამენაზე დალპება ან კონტრაქტი გაუვა და მერე უფასოდ ვადაგასულ იოვეტიჩს გადმოათრევს ჩვენთან ზამენის გასათბობად. უგენიალურესი კონტე ამას რა თქმა უნდა აღტკინებით შეხვდება და გულშემატკივრებს ამაყად დაგვპირდება ლიგის მოგებას. ტფუიიი მიმიფურთხებია თქვენთვის ყველასთვის, ვინც ასეთ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებთ და გუნდის პროგრესს ანელებთ!!!!!!!!

ალეკო კოკაია

მაროტა წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :mad: :mad: :mad: :mad: :mad: მოჯი დაბრუნდი :forza: :forza: :forza:

giorgi nefaridz
10 years ago

აუ მაროტა რა როჟაააა იმენა მწვანილის ვაჭარია

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x