“გალათასარაი” გაბიადინით დაინტერესდა
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანოლო გაბიადინი თურქული “გალათასარაის” ინტერესის სფეროში მოექცა.მცირე აზიელების იტალიელ მწვრთნელს, რობერტო მანჩინის ახალგაზრდა ფორვარდი ძალიან ესიმპატიურება და ზაფხულში მის შეძენას აქტიურად ეცდება.22 წლის გაბიადინი ამჟამად “სამპდორიასა” და “იუვენტუსის” თანამფლობელობაშია, მისი უფლებათა პაკეტის 50 პროცენტი გენუურმა კლუბმა 5,5 მილიონ ევროდ შეიძინა “ბოლონიასთან” მოლაპარაკებების შემდეგ.რამდენად შეელევა ბიანკონერების ხელმძღვანელობა პერსპექტიულ წინახაზელს, მეორე საკითხია.
8 მილიონად შეელევა ტურინი:D