ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩი 20 დღეს იუქმებს, პეპე ლაზარეთს დაუბრუნდა

ტურინის “იუვენტუსი” “კიევოსთან” დაპირისპირებისთვის მზადებას განაგრძობს.დღევანდელი ვარჯიში უსიამოვნო ნიუსით დაიწყო, მარცხენა მუხლზე ტკივილები იგრძნო სიმონე პეპემ და ტრეინინგის შეწყვეტა დროზე ადრე მოუწია.იტალიელი ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და სწორედ მაშინ გაირკვევა რეაბილიტაციის ზუსტი ვადები, თუმცა, “მფრინავ ვირებთან” მატჩში მისი მონაწილეობა გამორიცხულია.რაც შეეხება მირკო ვუჩინიჩს, იგი მოედანს 20 დღით ჩამოშორდა, ჩერნოგორიელმა გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო ტრავმა, რომელიც, საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა.გუნდს დაუბრუნდა პაბლო დანიელ ოსვალდო, იგი გაცივების გამო იყო უქმად, იტალიელ ფორვარდს განაცხადში უნდა ველოდოთ.ანდრეა ბარძალი, რომელმაც “ვერონასთან” შეხვედრა გამოტოვა, შესაძლოა მოედანს “ტრაბზონსპორთან” მატჩში, 20 თებერვალს დაუბრუნდეს.

არო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit zivzivadze
10 years ago

პეპე დროა კარიერსი დასრულებაზე იფიქროო.. და მაროტა შენ კი მის გუნდიდან გაშვებაზე ტყვილა რომ იხდი ამის მკურნალობის თანხებს და ხელფასს

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x