ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კასერესი: ” იდეალური შეხვედრა უნდა ჩავატაროთ “

მზადაა ითამაშოს დაცვაში, ან თავდასხმაში, ან იქ სადაც ეს მთავარ მწვრთნელს დასჭირდება. ეს ურუგვაელი უნივერსალი, მარტინ კასერესია. 26 წლის ფეხბურთელი “კიევოსთან” მატჩის წინ კრისტიანა კიაბოტოსა და JTV -ს ესაუბრება…

“კიევოსთან” მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით, “ვერონასთან” დაკარგული ქულების შემდეგ. იდეალური შეხვედრა უნდა ჩავატაროთ, “ევროპის ლიგაზე” ფიქრს მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ.

მე ყოველთვის დაცვით ხაზში ვთამაშობდი – განაგრძობს კასერესი – მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ურუგვაის ჩემპიონატი საკმაოდ განსხვავდება, ის ნაკლებად განვითარებულია ევროპული პირველობებთან შედარებით. თავისმხრივ, “სერია ა” “ლა ლიგასთან” შედარებით მეტ ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებას მოითხოვს.

“რომასთან” მიმართებით ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, დედაქალაქელები ყოველ ტურში ცდილობენ, რომ ჩვენი მდგომარეობა გაართულონ. ამიტომაც ამ მომენტიდან და მთელი დარჩენილი სეზონის მანძილზე, ყველაფერს ვიზამთ, რომ “სკუდეტო” ჩვენს ხელში დარჩეს.

ჩემი თმები? ასეა თუ ისე, პაბლო ოსვალდოს მოსვლის შემდეგ ასეთ ვარცხნილობით გუნდში მარტო მე აღარ ვარ (იცინის). “

12 thoughts on “კასერესი: ” იდეალური შეხვედრა უნდა ჩავატაროთ “

  1. მევასები და რა ვქნა ჩემო მარტინ და მაგრად მეცოდები რო სკამს ხეხაავ რაა კონტეს ადგილას სულ ძირითადში ვათამაშებდი გოლების შეყრაც უყვარს :D

  2. აუ როგორ მევასები მარტინ, იუვენტინოა და მზადაა ამ გუნდის სასიკეთოდ ცოტა სათამაშო დროსაც დასჯერდეს, მიუხედავად იმისა რო ძალიან ბევრ გუნდში ძირითადის კაცი იქნება )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.