ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი : ” არ შემეძლო ” იუვენტუსის ” დატოვება ”

ესპანურ Marca – სთან საუბარში ბიანკონერის და იტალიის ნაკრების ექს თავკაცმა მარჩელო ლიპიმ საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა …

კატენაჩოზე …

” კატენაჩო იტალიაში უკვე აღარ არსებობს და თუ ვინმე ლაპარაკს უშუალოდ მასსზე იწყებს , გამოდის რომ ის უბრალოდ არა კომპეტენტურია ან ილუზიებში ცხოვრობს . მახსოვს როგორ ვთამაშობდით მუნდიალზე გერმანიის წინააღმდეგ ოთხი ფორვარდით … ტოტი , იაკინტა , დელ პიერო და ჯილარდინო … ჩემი გუნდები ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ .

პრანდელიზე …

” მან საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია და ვფიქრობ აძურის შესწევს იმის რესურსი , რომ სიურპრიზი შესთავაზოს ყველას . ასი წლის განმავლობაში იტალია ყოველთვის იყო კონკურენტუნარიანი . მიუხედავად ყველაფრისა , ვთვლი რომ ფავორიტი 2014 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრები იქნება . ბრაზილიაც ბუნებრივია მასპინძლის სტატუსის გათვალისწინებით . პლიუს არის კიდევ ოთხი გუნდი რომელთაც ძალუძთ დიდი მიზნების მიღწევა … იტალია , საფრანგეთი , ჰოლანდია და ესპანეთი . სხვათაშორის ამ უკანასკნელის წარმატება დიდწილად სწორედაც პრიმერაში მოთამაშე კლუბების დამსახურებაა . საერთოდაც მიმაჩნია , რომ გუარდიოლას ეპოქის ბარსელონა საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში ” .

ესპანურ ფეხბურთზე …

” მესიმპატიურება და შანსიც კი მქონდა ორჯერ მადრიდის რეალი გამეწვრთნა , მაგრამ მაშინ ” იუვენტუსის ” თავკაცი ვიყავი და როდესაც ასეთ კლუბს უდგახარ სათავეში , უბრალოდ არ გაქვს იმის საშუალება იფიქრო რაიმე სხვაზე . კლუბს ვსურდი და ამით ყველაფერი გადაწყვეტილი იყო . არ შემეძლო დამეტოვებინა  ” იუვენტუსი ” ” . 

ზიდანზე …

” დიდი სიამოვნება იყო მისი გაწვრთნა ოთხი წლის მანძილზე . უყურებდე მის ვარჯიშს ყოველ დღე , საოცრებაა . მოვისმინე , რომ მას მწვრთნელობა სურს და იმედი მაქვს ჩანაფიქრს უმოკლეს პერიოდში აიხდენს ” .

ანჩელოტიზე …

” ადამიანი, რომელიც სიმშვიდეს თესავს . უდიდესი პროფესიონალი რომელმაც იცის კონკრეტულ ეპიზოდში სწორი გადაწყვეტილების მიღება . მისი მშვიდი და გაწონასწორებული მდგომარეობა სრულებითაც არ ნიშნავს იმას , რომ კარლოს მიმართ გუნდს პატივისცემა არ გააჩნია . როდესაც ანჩელოტი წყობილებიდან გამოდის , ამას ყველა გებულობს მომენტალურად . ისეთ გუნდში როგორიც რეალია , რომელიც მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე წარმატებულია , უნდა იყოს პერსონა – ლიდერი – სწორედ მან უნდა წაიყვანოს გუნდი სანუკვარი მიზნისკენ ” . 

კაპელოზე …

” ისტორია პატარა მომენტებისაგან შესდგება და სწორედ ასეთია კაპელო . იგი ექიმს ჰგავს , რომელიც არცთუ სახარბიელო სიტუაციიდან რეალურ შედეგს დებს . ამიტომაც შეუყვარდათ მადრიდში ფაბიო ” .

 

წყარო : TuttoJuve.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ალეკო კოკაია

კაცი იუვეს და იტალიის ლეგენდა :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x