ბონუჩი : ” გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ ”
ლეონარდო ბონუჩის აზრით , მისმა კლუბმა ” კიევოს ” დამარცხებით , მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ზედიზედ მესამე სკუდეტოს დაუფლებისკენ : ” გაშვებული გოლის შემდგომ , მომენტალურად მოვახერხეთ კონცენტრაციის პოვნა და საპასუხო ბურთის გატანა , რამაც უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოგვიტანა . მატჩი ვერონასთან ? მწვრთნელთან ერთად დეტალურად განვიხილეთ ის დაპირისპირება , რომელმაც ნათლად გამოაჩინა , თუ რა ასპექტში გვქონდა პრობლემები . კონტეს უკვე მომდევნო დღესვე სურდა ენახა ჩვენი მხრიდან ამ უზუსტობების აღმოფხვრა , რას ვიზამთ ასეთია ჩვენი მწვრთნელის ხასიათი , რომელიც მუდმივად ცდილობს აგვიხსნას თუ რას ნიშნავს გამარჯვებულის მენტალიტეტი . კასერესზე და ოგბონაზე იმის თქმა შემიძლია , რომ კარგად მოემზადნენ ამ დაპირისპირებისთვის , პრინციპში ყოველი იუვენტინო რომელიც მოედანზე იყო გამოსული . ისინი მზად იყვნენ ამ გამოწვევისთვის . ჯიოვინკოს და კონტეს ეპიზოდი ? მწვრთნელის მხრიდან დაფიქსირებული ეს ჟესტი , კარგად ასახავს იმ სურათს რაც ჩვენთან ხდება – გუნდი სებას გვერდითაა , რომელმაც გუშინ კარგი შეხვედრა გამართა . შესაძლოა ის მცირედით ნაწყენია , მაგრამ ჯიოვინკო ბრწყინვალე პიროვნება და კარგი ფეხბურთელია , რომლის დამტკიცება გუშინ კიდევ ერთხელ მოახერხა ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
ვოუ … ჩერჩი-იმობილე-ელ კადური რა კარგი ტრი არის .. რა კარაგდ შეუსრულეს ჰელას ვერონას …გარემარბი გარემარბიო და რომ მიაკვდნენ გუარინს / ხედავ არ გაძლევენ .. ეცალიჩათ ჩერჩიზე ….. ამ ფორმით მუნდიალზე აუცილებლად უნდა წაიყვანონ და ათამაშონ რაც მთავარია
არავინ ხართ,იუვეს თამაშს აჩვენებს რომელიმე არხი?
აჩვენებს რომელიმე არხი ევროპალიგის თამაშს?
ისე ამ ქინძს ისეთი კაი პასი აქვს რო ათამაშონ ერთხელ ნახევარმცველად, როგორვ ლუიზი ჩელსიში. სტაბილური რო იყოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იქნებოდა, მაგრამ… თან რა ბავშვურ შეცდომებს უშვებს ხოლმე.
ისე არც ისე იშვიათად უშვებს შეცდომებს. და ცენტრში დაკარგული ბურთი 78 პროცენტი გოლით მთავრდება
ისე ამ ქინძს ისეთი კაი პასი აქვს რო ათამაშონ ერთხელ ნახევარმცველად, როგორვ ლუიზი ჩელსიში. სტაბილური რო იყოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იქნებოდა, მაგრამ… თან რა ბავშვურ შეცდომებს უშვებს ხოლმე.
ისე ეგ მეც ვიფიქრე ლუიზის მსგავსად ესეც გაქაცავს ნახდაცვაში მემგონი პასი აქ ტექნიკაც აქ მარა ვის მაგივრად უნდა დადგეს ისედაც ერთი ამბავია კონკურენციის მხრივ:დ
ხო ეგაა:)) აბა აღარ ყოფილა საშველი და კონტემ სულ ჭინჭრით უნდა სემოს თორე ასე თუ გააგრძელა
ნუ ბლატაობ შე
