Tuttojuve : კონტესა და კაპელოს გუნდების შედარება
მანამ, სანამ ანტონიო კონტე და ფაბიო კაპელო კამათს განაგრძობენ, იტალიურმა გამოცემა ტუტოიუვემ ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.ერთმანეთთან შედარებულია კაპელოს 2005/06 სეზონის “იუვენტუსი” და იგივე გუნდი კონტეს თავკაცობისას, 2013/14 სეზონში.რომლის გუნდია უკეთესი ? – ერთი შეხედვით პასუხის გაცემა ნამდვილად რთულია.ორივე სეზონში ბებერი ქალბატონი უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.განსხვავება ისაა, რომ კაპელოს “იუვეში” ისეთი ექსტრაორდინალური ფეხბურთელი იყო, როგორიც ზლატან იბრაჰიმოვიჩია.მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მაშინ იტალიელი სპეციალისტის შეგირდებს მეტი გაჰქონდათ, ვიდრე ახლა ან პირიქით, მეტს უშვებდნენ ვიდრე ახლა.
დავიწყოთ ციფრებით, რომლებიც ბევრ შეკითხვას უპასუხებენ თავად : ამ მომენტისთვის, ანტონიო კონტეს “იუვენტუსს” 10 ბურთით მეტი აქვს გატანილი და ამასთან, ჯიჯი ბუფონის კარიც მეტოქეებს ხუთით მეტჯერ აქვთ დალაშქრული.საერთო ჯამში რომ შევადაროთ, კონტეს გუნდი +5 გოლით წინაა.


49 გოლი, რომელიც ბებერი ქალბატონის ფეხბურთელებმა 2005/06 სეზონში გაიტანეს, ასე ნაწილდება : ფორვარდების ანგარიშზე 35 გოლია, ნახევარმცველების 10, 3 გოლი ფაბიო კანავაროს და 1 ავტოგოლი.
59 გოლი, რომელიც გუნდმა 2013/14 სეზონში გაიტანეს, ასე ნაწილდება : ფორვარდების ანგარიშზე 27 გოლია, ნახევარმცველების 22, მცველების 9 და 1 ავტოგოლი.
კაპელოს გუნდში 18 გოლი გაიტანა დევიდ ტრეზეგემ, 7 ალესანდრო დელ პიერომ, 5 კრისტიან მუტუმ და 4 ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.
კონტეს გუნდში კარლოს ტევესმა 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი, ფერნანდო ლიორენტეს ანგარიშზე 10 გოლია.
კაპელოს ნახევარდაცვას ასეთი შედეგი ჰქონდა : 4 გოლი პატრიკ ვიეირას ანგარიშზე, თითო-თითო პაველ ნედვედის და მაურო კამორანეზის.კონტეს შუახაზში არტურო ვიდალს 11, პოლ პოგბას 6 და ანდრეა პირლოს 3.
დავიწყოთ პოზიციებით შედარება :
მეკარე : ბუფონი ბუფონის წინააღმდეგ.თითქოს შესადარებელი არაფერია, თუმცა აღსანიშნავია, რომ კაპელოს გუნდში სეზონის პირველ ნახევარში კარს კრისტიან აბიატი იცავდა, დღევანდელი ჯიჯი კი იმ დროინდელ აბიატის ნამდვილად აღემატება.
მეკარე 2005/06 სეზონში : შეფასება 8.5
მეკარე 2013/14 სეზონში : შეფასება 9
დაცვა : კაპელოს გუნდი 4 მცველით თამაშობდა : მარჯვნივ ჯანლუკა ძამბროტა, ცენტრში ფაბიო კანავაროსა და ლილიან ტურამის დუეტი, მარცხნივ ჯონათან ძებინა.კონტეს ტაქტიკაში 3 ცენტრალური მცველია : ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი.ამ ფეხბურთელებიდან მხოლოდ ორის შედარებაა შესაძლებელი – ბარძალისა და კანავაროს.ჯანლუკა ძამბროტა შეუდარებელი იყო, იტალიელ მცველს საოცარი სეზონი ჰქონდა.
თადარიგი : კაპელოს სათადარიგოთა სკამზე ახალგაზრდა ჯორჯო კიელინი, ჯანლუკა პესოტო, ალესანდრო ბირინდელი, რობერტ კოვაჩი და ფედერიკო ბალძარეტი.კონტეს განკარგულებაში არიან მარტინ კასერესი, ანჯელო ოგბონა და ფედერიკო პელუზო.ბუნებრივია, ფეხბურთელების განსხვავებული სათამაშო სტილის გამო მათი შედარება ცოტა რთულია, თუმცა ფაქტია, დღევანდელი გუნდის რეზერვი ოდნავ უკეთესია.
დაცვა 2005/06 სეზონში : შეფასება 9
დაცვა 2013/14 სეზონში : შეფასება 8.5
თადარიგი 2005/06 სეზონში : შეფასება 8
თადარიგი 2013/14 სეზონში : შეფასება 8
ნახევარდაცვა : პატრიკ ვიეირა, მაურო კამორანეზი, პაველ ნედვედი და ემერსონი შტეფან ლიხტშტაინერის, არტურო ვიდალის, პოლ პოგბას, ანდრეა პირლოსა და კვადვო ასამოას წინააღმდეგ.საოცარი გუნდია ! ისეთი ნახევარმცველების ჩამონათვალი, უკეთესს რომ ვერ ინატრებ.ნედვედი ვიდალის წინააღმდეგ – ადრენალინი და მებრძოლი სული.ვიეირა პოგბას წინააღმდეგ – კლასი ფრანგული სულით.მაესტრო პირლო კამორანეზის წინააღმდეგ, არც ემერსონი არ დაგვავიწყდეს.კაპელოს გუნდის ნახევარდაცვა მსოფლიო ჩემპიონატზე იყო წარმოდგენილი, დღევანდელ შუახაზს კი გამოცდილება ალბათ ოდნავ აკლია, თუმცა ფაქტია, ორ მათგანს უახლოეს პერიოდში ოქროს ბურთისთვის ბრძოლა შეუძლია – საუბარია ვიდალსა და პოგბაზე.
თადარიგი : კაპელოს განკარგულებაში იყვნენ ჯანიკედა, ბლაზი, ახალგაზრდა მარკიზიო და ოლივეირა.კონტეს ჰყავს მარკიზიო, პადოინი, ისლა და პეპე.
ნახევარდაცვა 2005/06 სეზონში : შეფასება 9.5
ნახევარდაცვა 2013/14 სეზონში : შეფასება 9
თადარიგი 2005/06 სეზონში : შეფასება 8
თადარიგი 2005/06 სეზონში : შეფასება 8.5
თავდასხმა : კაპელოს საოცარი დუეტი ჰყავდა : დევიდ ტრეზეგე და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დღევანდელ წინახაზს კარლოს ტევესი და ფერნანდო ლიორენტე წარმოადგენენ.
თადარიგი : კაპელოს სათადარიგოთა სკამზე ალესანდრო დელ პიერო, მარსელო ძალაიეტა და კრისტიან მუტუ ჰყავდა, კონტეს კი პაბლო ოსვალდო, სებასტიან ჯიოვინკო, მირკო ვუჩინიჩი და ფაბიო კვალიარელა.
თავდასხმა 2005/06 სეზონში : 9.5
თავდასხმა 2013/14 სეზონში : 8.5
თადარიგი 2005/06 სეზონში : 9
თადარიგი 2013/14 სეზონში : 8.5
შედარების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ორივე დროის გუნდის ნახევარდაცვა ძალიან ძლიერია, შეტევაში კი, მიუხედავად ტევესის დიდი გამოცდილებისა და ლიორენტეს ბრძოლისუნარიანობისა, კაპელოს საოცარი წინახაზი ჰყავდა, დღევანდელ ბებერ ქალბატონს სწორედ ისეთი ფეხბურთელები აკლია, როგორებიც იბრაჰიმოვიჩი და ტრეზეგე იყვნენ.სათადარიგოთა სკამს რომ შევეხოთ, ძალაიეტას დასახელება რად ღირს, დელ პიეროზე არაფერი რომ არ ვთქვათ, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალში” გატანილი გოლებით ვაფასებთ მარსელოს.
საბოლოო ჯამში, მწვრთნელები : კონტე და კაპელო.ორი სკოლა, ორი სხვადასხვა ფილოსოსია.როგორც ფეხბურთელებს, მათ არ შევადარებთ, თავკაცობის პერიოდში კი ორივე მათგანი დიდებულია.კაპელოს გუნდი უფრო კომპაქტური იყო, თუმცა ფაქტია, ანტონიოს შეგირდები უკეთ თამაშობენ.
კონტეს გუნდის მიერ ჩატარებული შეხვედრების 65.1 პროცენტი გამარჯვებებზე მოდის, კაპელოსა კი 64.8 პროცენტი.კონტემ ქულების 10.1 პროცენტი დაკარგა, კაპელო 12.4 პროცენტი.
უშუალოდ ფეხბურთელებს თუ შევადარებთ, უნდა ვთქვათ, რომ მათგან რამდენიმე თუ დადგება ერთმანეთის პირისპირ : ნედვედი, დელ პიერო, ტრეზეგე, ვიეიერა და იბრაჰიმოვიჩი ვიდალის, ტევესის, ლიორენტეს, პოგბასა და პირლოს წინააღმდეგ.შესანიშნავი ჩამონათვალია !
imereli რა უნდა მეწყინოს ზმაო..არაფერია საწყენი…მაგრამ ვერ დაგეთანხმები იმაში რომ სისტემა “კვერცხულია”…რაც მეტ ეტაპს გაივლი მიტ მეტი ქულა გაქ და ესე იგი მოტივაცია ყოველტვის გაქვს რომ ყველასტან ითამაშო..აბა ნაპოლიმ რო დაიკიდა და 2 ვე თამაში რომ წააგო შარშან უეფაზე ეგ იყო მოსაწონი?
ნუ გავხდით კაპელოს დიდ იუვენტინოთ, რა გააკეთა ესეთი. კაპელოს 2 სკუდეტო არის სკუდეტო და კონტესი არა? თან ნუ გავუწყდებათ ლიგის ფინალისტი იუვე ჩაიბარა და კიდე ვინც უნდოდა ის ფეხბურთელები უყიდეს მაგრამ ლიგის ფინალი კი არა ნახევარფინალებიც სანატრელი გაგვიხადა. ის გუნდი მართლა მწვრთნელის გარეშე მოიგებდა თამაშებს. მოედანზე ხომ მოთამაშე მჭვრთნელები იყვნენ ალექსა და ნედვედი. კაპელო მილანის ლეგენდა იყო და ვსიო დაჯე რეალს უფრო მეტი გაუკეთა ვიდრე იუვეს. კონტე ნუ გამოგვყავს განტევების ვაცი. კიევოსნაირ გუნდებთან კაპელოს იუვეს ნიჩია არ უთანაშია? 2004 თუ 2005 წელი იყო არ მახსოვს ზუსტად კიევომ ლაციოსთან 5-0 წააგო და დელ ალპიზე ნიჩია ვითამაშეთ.
და მაინც ჩემ აზრზე დავრჩები და ვიტყვი, რომ სანამ კონტე გვყავს ტრენერად იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს ვერ მოიგებს! ამის სათქმელად უამრავი მიზეზი მაქვს, უბრალოდ ჩამოყალიბება მეზარება ეხლა. მწვრთნელისგან, რომელიც ტურინში გალათასარისთან და კოპენჰაგენთან შეტევას ვერ ბედავს მე რაღაც საოცრებებს არ ველი მომავალ სეზონებში ევროტურნირებზე. სულ რომ მესი, რონალდო და ზლატანი დავითრიოთ მაინც იგივე ტაკტიკით გამოვა და მე-60 წუთის შემდეგ თამაშს დაამთავრებს. ;)
prince
რა დაიჩემე ტო ეგ მალდინი და ნესტა ) ყველამ იცის რო უდიდესი მცველები იყვნენ ლეგენდები ) და რა მერე ? რახან მალდინი და ნესტა გყავს ეი თამაშს არ აგებ ? მალდინი და ნესტა არ იყო გატუზოსთან ერთად რონალდინიომ რო ფოკუზები უკეთა ? ) ეგ იმას არ ნიშნავს რახან ნესტა მალდინი გყავს თამაშს არ წაგებ ) ამათ არ ვადარებ მაგრამ ტურამი კანავარო იყო მაშინ იუვეში ცენტრში თუ ვინმეს გახსენება შეიძლება მაგათ მერე სწორედ ტურამი და კანავაროა ) მე იმას არ ვამბობ რო კონტეს უკეთესი გუნდი ყავს ეხლა ვიდრე კაპელოს სხვა რაღაც ვწერ და შენ სულ სხვას წერ ვაბშე.. მე ვამბობ რო კაპელომ აწყობილი გუნდი ჩაიბარა გუნდში რომელშიც ჩემპიონები იყვნენ იგროკები რომელთაც მენტალიტეტი ქონდად გამარჯვებულის )
კონტემ კიდე ვინ ჩაიბარა ? ჩეზენადან და კილიარიდან მოყვანილი ფეხბურთელები და სხვა რაღაცას ვწერ მე აქ რომელ გუნდთან უფრო ადვილია წარმატების მიღწევა ? გუნდთან რომელშიც ნამდვილი ჩემპიონები გყავს შემდგარი ვარსკვლალები თავიიანთი ტიტულებით თუ გუნდათ სადაც 3 კაცის გარდა არავინ იცოდა რა იყო სკუდეტო და თუნდაც იგივე ჩემფიონთა ლიგის ჰიმნი ტელევიზორში ქონდათ მოსმენილი და ნაყურები ლიგის თამაშებს )) დონე დონე სულ ამას რო წერ გეთანხმები რო დონე სხვა იყო სერია ა ს )) მაგრამ ის რაც კონტემ გააკეთა გაცილებით შრომატევადია და ძნელი გასაკეთებელია ვიდრე კაპელომ ) ელემენტარული აიღე ფსიქოლოგია რომელიც სპორტში უმთავრესია , კონტემ მოახერხა ეგ და გუნდს დაუბრუნა მებრძოლი სული და მენტალიტეტი გამარჯვებულის, თუნდაც იგივე სერია ა ში რაც არ უნდა დონე იყოს ) და დააფასე ეგ, ნესტა მალდინს რო გაიძახი სულ მაგაზე არავინ კამათობს რო სხვა დონე იყო მე სხვა რაღაცაც ვამბობ ) ნუ გადაუსვით ხაზი ამ კაცს შეცდომები აქვს მაგრამ შეცდომებზე უფრო შედეგები აქვს ) და ჩემი აზრი თუ გინდა იუვე ლიგის გუნდი არასდროს ყოფილა ისეთი როგიც მილანი იყო ) თუ არ ავიღებთ იმ სამ ფინალს ზედიეზედ ) რამდენჯერ იყო როცა იუვე თავისი ზიდანით და დელპიეროთ ჯგუფში ჩარჩა გაიხსენე კარგად )
2 ფრონტზე ვერ იბრძოლა იუვემო რო გაიძახით რამ შეუშალა ხელი ? 2სასტავი ყავდა ,მილანმა თუ იბრზოლა იუვემ რატო ვერ იბრძოლა ? შეგახსენებ ბოლო ტურებში გადაწყდა იმ სკუდეტოს ბედი რასაც ახსენებ სულ და მილანმა არ დაკარგა ძალები ? ერთნაირი ქულები ქონდათ და 36 ტურში გასვლა მოუგო მილანს ) და ეგ იყო ) იმ წელს კიდე მილანმა ლიგა აიღო ) ისევე როგორც 2003 წელს სკუდეტო იუვემ აიღო ლიგა მილანმა ) კაპელოს იუვენტინობა ვატირე მე არასდროს არ ევასებოდა ეგ გუნდი)ბოლო გუნდია კაპელოსთვიოს იუვე ვისაც ბალეშიკობს იტალიაში ( ურჩევნია რომამ ან მილანმა აიღოს სკუდეტო ვიდრე იუვემ ) მე 7 ადგილიც საოცრება იყოო ამას როგორ ამბობ :D:D: )) გადახედე ცხრილს და შემადგენლობას იგივე ფერარას რომელმაც დიეგოში და მელოში გადაიხადა 50 მილიონი ) და ნახავ იქ ცხრილში როგორმა გუნდებმა გაგვისწრო ) მერე აღარ დაწერ ამას არასდროს მე 7 ადგილი კი არა დაკარგული ქონდა გუნდს ვაბშე მენტალიტეტი იუვე იყო თუ კალიარი ვეღარ გარჩევდი ) 3-0 რო იგებ სიენასთან რომელიც ვარდება და 3-3 ს დაამთავრებ ისიც ტურინში ) და არა ერთი ეგეთი თამაში, სამარცხვინო იყო ჯენოას დონის გუნდებს ვერ ვუგებდით სახლში. ყველა მაგას ამბობდა მაშინ რო იუვეს მხოლოდ სახელი დარჩა და მეტი არაფერი (იუვენტუსი) გუნდი რომელიც დიდი ისტორის პატრონია და ეს ისტორია ნელ ნელა აღარავის აინტერსებდა ისეთი შედეგები იყო, უეფაზე რაპიდი და ჩოილარები გვყავდა გრუფაში ერთი თამაში ვერ მოვიგეთ .. ყოველივე ამის შემდეგ მოვიდა კონტე და ერთ სეზონში შედეგი დადო თან როგორი შედეგი ? რომელსაც არავი ელოდა არც მე მათ შორის ) იბრას და ტიაგო სილვას მილანს ააცალა სკუდეტო ხელიდან თან ისე რო თამაში არ წააგო იმ სეზონში და ეს რის ხარჯზე??? იმის ხარჯზე ხო არა რო გუნდს რწმენა დაუბრუნა? და ყველა ფეხბურთელს შთააგონა რო თამაშობდნენ არა კალიარიში ან ჩეზენაში არამედ დიდ გუნდში ) ხასიათი დაუბრუნა იუვეს და ბრძოლის ჟინი ) შენ კიდე აქ Mტლად მიწასთან ასწორებ კონტეს და არამხოლოდ შენ ))მაგას ვამბობ ზუსტად რო დონეების შედარებას ის შეადარე ჯობია რომელი იყო ადვილი ? და რთული ) იმის მიღწევა კაპელოსთვის რაც იმ იუვეს ისედაც სულში ქონდა თუ შედეგის დადება მორალურად და ფსიქოლოგიურად დაშლილ გუნდთან? გუნდთან რომელსაც სერია ბ ქონდა გამოვლილი და ორი მე 7 ადგილი ) გუნდში სადაც ისეთი იგროკები იყვენენ 80% ისთვის მე 7 ადგილი სხვა გუნდებში წარმატება იყო ) გაიგე სწორად რასაც ვწერ ) დონე დონეა და არავინ კამათობს მაგრამ საქმე კიდე საქმეა, არის შედარებით ადვილად გასაკეთებელი და მეოერს მხრივ რთულად რომლის გაკეთებას დასაფასებელიაააააააა .. მეტს აღარ დავწერ აღარაფერს ამ თემაზე )
ყოჩაღ
გამორიცხულია გაიგონ. სუბიექტური მიდგომა აქვთ და უკვე კონტეს სიტყვებს და ინტერვიუებსაც აკრიტიკებენ, თურმე კაპელოს როგორ გაუბედა შეპასუხება… ელჩად არ ვარგა კონტე, დიპლომატია არ აქვს, ხისტია
JUVENTUS (3-5-2) Buffon; Caceres, Bonucci, Ogbonna; Isla, Marchisio, Pirlo, Pogba, Peluso; Osvaldo, Tevez ამ სასტავზე რას იტყვი რომ დაიკიდა უეფაც
gavardnilia aqedanac iuve ai naxavt da mere ityvian aq konte arafer shuashi iyooo gundi ar yavda rogoric yavda kapelosoooo :D
ტრაბზონთან ეგ სასტავიც ზედმეტია :D დაიკიდა თუ არ დაიკიდა სასტავით ვერ მიხვდები ))
აბა ით უნდა მიხვდე ფაქტიურად მეორე გუნდი გაყავს
ALLENATORE says:
შენ დაწერ არ დაწერ ეგ შენი პრობლემაააა… მეც ამის მეტს არ დავწერ უკვე 2 დღეა გიხსნით და მაინც თქვენსას მიერეკებით…. რაზე დახარჯესო 50 მილიონიიი? უკვე მეცინება, ბიჭოს ვინ უყიდიათ ვიღაც უჯიშო ბრაზილიელები მოიყვანეს , მერე მათ დამატებული მოლინარო, ხე ამაური , იაკინტა, მელბერგი და ასი ჯაბახანა და რა გინდოდა ექნა ფერარას რანიერის ან დელ ნერის მიპასუხეტ? რანიერიმ არ იყო რეალს რო ფოკუზები ჩაუტარა? თუ არ უყურებდი მაშინ ფეხბურთს? და კონტემ რა ფოკუზები ჩაუტარა რეალს კოპენჰაგენს გალას? მიპასუხე რა ნახე ლიგაზე შენ კონტეს ფოკუზები მითხარი თუ კაცი ხარ და მე ხელს ავწევ. კონტეს ხო ყავდა რანიერიზე დელ ნერიზე და ა.შ უკეთესი გუნდი რატო ჩატოვა ჯგუფში? რას დასცინით მას? თქვენ ჯერ ნახეთ კარგად კაპელოს მიერ გაწვრთნილი იუვეს თამაშები ყველა და მერე ნახე კონტესი და გაანალიზე კარგად. შემადგენლობა ყავდაო კაპელოს ამას იტყვით ახლა ვიცი. მაგრამ იმ ჯგუფიდან გასვლას სადაც ჩატოვა კონტემ იუვე მანდ შემადგენლობა არცააა საჭირო, კოპენჰაგენს ნედვედის იბრას და დელპოს გარეშე უნდა უგებდეს ნორმალური ტრენერი გესმით ეგ თქვენ? მოკლედ დავიღალე ლექციებით რა. გამომიჩნდნენ აქ კონტეს ადვოკატები. მე რო კონტეს თამაშებს ვუყურებდი ვბალეშიკობდი მაშინ აქ ბევრი ბალის ხეზე იჯდა და ლეღვს ჭამდა რა!
კონტეს არავინ არაფერს უკარგავს და არც დაეკარგება. მე და სხვებს ნამდვილ იუვენტინოებს აქ გვინდა შეცდომები გამოასწოროს და ნაკლებად ატლიკინოს ენა.
ადვოკატი არაა გეშლება შენ ჯიგარო ) ადვოკატი არავის არ ვყოფილვარ და არც ვიქნები ) და ვაკრიტიკებ კონტეს ხშირადაც ) მაგრამ შენ რასაც წერ მაპატიე მაგრამ დიდი უაზრობა მგონია )) იტალიაში ვარ უკვე 7 წელია და შენ რო კონტეს აკრიტიკებ და ჩემის აზრით უაზრო არგუმენტებს წერ ეგეთი არავისგან მომისმენია და დღეში 7ჯერაა აქ გადაცემები იტალიურ ფეხბურთზე და კონტეს კი არ აკრიტიკებენ არამედ მადლობას ეუბნებიან გუნდი რო დააბრუნა იტალიაში წამყვან პოზიციებზე ) კრიტიკა მესმის მეც გავაკრიტიკე ლიგის გამო მაგრამ შენ იმენა ყველაფერში აკრიტიკებ და მთავარი გავიწყდება სად ვიყავით იგივე იტალიაში და სად ვართ ეხლა, რას ლაპარაკობ ტო ფეხბურთელებს მოსვლა არ უნდოდათ იუვეში იმიტო რო ლიგაზე კი არა უეფაზეც ვერ გადიოდა )) მე ტოპ მოთამაშეებს ვამბობ ) მე ვუყურებ თუ არა :D ) 27წელია იუვეს გულშემატკივარი ვარ და იტალის ფეხბურთის ) ასე რომ ძაან კარგად ვიცი რა ძნელია ერთ წელში გუნდი გააცოცხლო )
შენ იუვეს გამოცოცხლებას და ა.შ ყველაფერს კონტეს ნუ მიაწერ რა… ეგ მარტო კონტეს დამსახურება ნამდვილად არააა რომ იცოდე… ჩვენ იმიტომ ვითხოვთ ამდენს რომ ვართ იუვეს ბალეშიკი და არა ბოლტონის. იყო ბალეშიკი იუვეს ეგ დიდი სიამოვნებააა… ჩვენ იუვემ ასეთ გუნდს მიგვაჩვია და გვანებივრებდა როგორიც იყო წინათ და არა ისეთმა როგორიც გალამ ჩაუტარა ფოკუზები. შენ რო იყო მწვრთნელი იუვესი დიდ რამეს ნიშნავს. არც ერთ გუნდს არ აქვს ამხელა ტვირთი როგორიც იუვეს მწვრთნელმა უნდა ატაროს სანამ სათავეში არის იუვესი. ნუ დამიწყეთ აქ ეს და ისო. რატო უნდა ვაპატიო კონტეს როც არ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები და მაინც თავისას რო მიერეკება მაშინ? უშეცდომო არავინააა მაგრამ ეს ისეტი ჯიუტია არ უნდა გამოტყდეს. დაუჯერე სხვასაც ცოტა მაინც ასეთი ხისტი კაცი არ მინახავს ტო.
mgel piero says: გაიხარე ძმა!
mamuka1313 : ძმა არ გეწყინოს მაგრამ ეგ ყველაფერი ვიცი რატომაც წაართვეს ეგ ადგილი იტალიას და გადასცეს გერმანიას და მაინც მადლობა :) ,მე სხვა რამეს ვამბობ რომ ეგ სისტემა არის კვერცხული,რატომ უნდა იგებდეს გუნდი ქულებს ჯგუფიდან გასვლისათვის?მე ვამბობ რომ ქულებს უნდა ირებდნენ მარტო ფინალსი,ან კაი ჯანდაბას ნახევაფინალში გასული გუნდები,გერმანული გუნდი კი უეფას თასის ფინალსი არ ყოფილა ძალიან დიდი ხანია,ლიგაზე კიდევ ჩვენ ვჯობნით ბოლო 10 წლის მიხედვით,ხოდა რავი….რაც შეეხება კაპელოს იუვეს,არასწორია თქვა რომ კაპელოს დროს იუვე ლიგაზე ისვრიდა,ლივერპულს ძალიან გაუმართლა ტურინში და მაგით გავიდა,არსენალთანაც დაძაბული ბრძოლა იყო,თან არ დაგავიწყდეთ ორივე გუნდი ფინალში გავიდა და არსენალს ცოტა რომ გამართლებოდა მოიგებდა კიდეც ბარსასთან,ცოტა ხანიც რომ გაგრძელებულიყო კაპელოს ერა იუვეს ეხლა 2-ით მეტი თასი ექნებოდა ლიგაზე მჯერა,ნუ კალჩოპოლის გარეშე რა თქმა უნდა,მაგრამ მაგის ხარჯზე კონტეს ლანძღვა არ შეიძლება,გაუმართლებელია ლიგაზე იმ ჯგუფშიმ ჩარჩენა,მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ ზიდანის დროს ორჯერ ზედიზედ რომ ჩავრჩით ამაზე სუსტ ჯგუფში,ასე რომ კონტეს ორი სეზონი კაკ მინიმუმ ეკუთვნის კიდევ და მერე ვნახოთ….
კაპელოს დროს ძლიერი იყო არამარტო მილანი არამედ სხვა დანარჩენი გუნდებიც უფროკარგ ფეხბურთს თამაშობდნენ ვიდრე დღეს მარტო ინტერი რად ღირდა მაშინ, მე კონტეს არ ვუკარგავ დამსახურებას მისი წვლილი 2 სკუდეტოში დიდია მაგრამ რანიერი რანაირი სასტავით თამაშობდა ლიგაზე რეალს რომ აჩლოხნია? ფერარას და დელ ნერისაც სტარტი კარგი ქონდათ ზამთრამდე 1 ან მეორეზე იყვნენ მაგრამ მერე ეწყებოდათ ჩავარდნაპირლოს ნახევრებიც არ ყავდათ მაშინ არცერთს პარმას დონის ამაური და უდინეზეს დონის იაკინტა შეტევაშI დაცვა ხომ სასაცილო იყო, ხან მელბერგი მოათრიეს ხან ლეგროტალიე ეყენათ, მერე ძებინა ამოიღეს ნაფტალინიდან და ის დააყენეს მოლინარო ხო საერთოდ ცირკი იყო, მოტა არ გამომრჩეს ძამბროტად ჭოდებული, პადოინი რომ ყოლოდა მაშინ იუვეს ვარსკვლავი იქნებოდა გუნდში

ეს ამ ხალხს არ ესმით ან არ უნდათ შეისმინონ. აიჩემეს კაპელოს გუნდი და რანიერის გუნდი. რომელ კაპელოს გუნდის გამარჯვებებს შეადარებ კონტეს გამარჯვებებს? ბოლო ბოლო კიევო გვიკეთებს 2-2 ართქვათ ახლა არ უნდოდათ მოგებაო? ან გუნდი არ ყავსო კონტეს
კაპელოს იუვე გოლს თუ გაიტანდა თამაშ 90 % მოგებული იყო 10% ნიჩია იცოდა ამ კაცმა ტაქტიკური გადაადგილებები და ჩვლილებები დროულად, 5 ჯერ მოგებული 1-0 თამაში ლიგაზე არამგონია ვინმემ გაიმეოროს