ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბას ინტერვიუ Bwin -თან

“იუვენტუსის” 20 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა Bwin -თან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო საკითხს ეხება. ფეხბურთელი თავის წარსულს იხსენებს და კონტესგან მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებზეც გვესაუბრება…

ვის ვგულშემატკივრობდი ბავშვობაში? ზიზუს.. ზინედინ ზიდანს. ”

ვინ არის ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი ახლა? მე ვფიქრობ, ბალოტელი.

როგორია, იყო ყველაზე ახალგაზრდა “იუვენტუსში”? უმცროსი ძმასავით ვარ, გუნდის პატარა შვილივით. სიმართლე გითხრათ, ეს მომწონს. ”

პოგბას ჰკითხეს, რომელი მომენტები დაეხმარა მას კარიერული პროგრესის მიღწევაში, რაზეც ფრანგმა ვუნდერკინდმა უპასუხა: ” პირველი მაშინ იყო, როცა კარიერაში პირველი ტრავმა მივიღე, მეორე ასეთი ეპიზოდი კი მაშინ მოხდა, როცა სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემს “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ჩასმაზე უარი განაცხადა. ”

პოგბამ “იუნაიტედი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, საინტერესოა, როგორი იყო მისი პირველი შეხვედრა კონტესთან: “ მითხრა რომ ძლიერი ვყოფილიყავი. ყოველთვის ძლიერი, ძლიერი, ძლიერი, ძლიერი!

ექვსი ნომერი? ყოველთვის ან 6, ან 24 ანაც 42 ნომრით ვთამაშობდი, რიცხვებით, რომელთა ციფრთა ჯამიც ექვსს უდრის.

ვიღაცის თავში შეძრომის უფლება რომ მქონდეს, ვინ იქნებოდა ის? დევიდ ბექჰემი!

ვინ იყვნენ ის ფრანგები, ვინც “იუვესთან” ერთად ისტორია დაწერეს? ზინედინ ზიდანი, პლატინი, ტიურამი, ვიეირა. ვისი ფეხები მექნებოდა? მარადონასი. ”

 

4 thoughts on “პოგბას ინტერვიუ Bwin -თან

      1. ეს ბიჭი მაგარია )) ამის გაგდებას ვინც იტყვის ის საერთოდ აზრზე არაა რა არის ფეხბურთი )) :D შენ ვიცი რო იხუმრე ) მაგრამ ბევრი წერდა მაგას აქ და ცუდად არავინ მიიღოთ მაგრამ მაგას ვინც ამბობს ისს ვაბშე შორსაა იუვედან და ფეხბურთიდან )) ვერატი კარგია მაგრამ ) ამის ხარჯზე არა ) ისე თუ მოიყვანეს ორი ხელით მივესალმები )) :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.