ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “სიტუაციის გამოსწორება ევროპის ლიგაზეა შესაძლებელი”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “ტრაბზონსპორთან” წინასამატჩო პრესკომფერენციაზე ყურადღება ფეხბურთელების კონცენტრაციასა და სასტარტო შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებებზე გაამახვილა : “უახლოეს 52 დღეში, სანაკრებო ბატალიების გათვალისწინებით, ჩემს შეგირდებს 16 შეხვედრის გამართვა მოუწევთ.მატჩებისთვის მთელი გუნდი უნდა იყოს მზად, ამიტომ ევროპის ლიგაზე გვინდა წარმატებუალად გამოვიდეთ.მოთამაშეები ერთმანეთს ჩაანაცვლებენ, რადგან შეუძლებელია ყოველ მესამე დღეს ერთნაირი შემადგენლობით თამაში.მიზანი უცვლელია – გამარჯვება ყველა მეტოქეზე.”

იტალიელ სპეციალისტს მომავალ მოწინააღმდეგეზე, თურქულ “ტრაბზონსპორზეც” ჰკითხეს : “მათ ჯგუფურ ეტაპზე “ლაციოს” აჯობეს, ჰყავთ მაღალი დონის ფეხბურთელები შეტევაში და გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც ზოკორა, ბოსინგვა და მალუდა არიან.მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ.”

ამ წყვილიდან გამარჯვებული “ესბერგი” – “ფიორენტინას” შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.ევროპის ლიგის ფინალი კი “იუვენტუს სტედიუმზეა”, რაც დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს ტურინული გრანდისთვის : “ვიცით, რომ წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, 14 შეხვედრა შიდა ჩემპიონატში და ორი ევროტურნირებზე.მაქვს სურვილი, ყველა ტურნირის გამარჯვებული გავხდე.ევროპის ლიგა პრესტიჟული ტურნირია, ჩემი გუნდისთვის იქ წარმატება მნიშვნელოვანი იქნება, მით უმეტეს, მხოლოდ მეორე სეზონია იქ დავბრუნდით.სამი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ეს შედეგი გვექნებოდა.”

“გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დავძლიეთ, მოვხვდით 1/4 ფინალში და უძლიერეს “ბავარიასთან” დავმარცხდით.წელს კი წარუმატებლობაში თავად ვართ დამნაშავენი, თუმცა სიტუაციის გამოსწორება ევროპის ლიგაზეა შესაძლებელი.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

47 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10 years ago

ვიდალს ლიგის ყვითელი ხოარ გადმოყვა, თუ აქ არ გადმოდის?

Di Francesco # 1
10 years ago

ვიდალის მაგივრად ვინ თამაშობს პოგბა თუ მარკიზიო? :chuvak:

giorgi nefaridz
10 years ago

მარკეზე :forza:

10 years ago

სავარაუდო შემადგენლობა 3-5-2

————- ბუფონი ———

—კასერესი—-ბონუჩი—ოგბონა—

ისლა-პოგბა-პირლო-მარკიზიო-პელუზო

—– ტევესი —– ოსვალდო

10 years ago
Reply to 

აბა წავიდა კონტეს გინებააა :lool:

giorgi nefaridz
10 years ago
Reply to 

კონტე შენი …….. :lool: :lool: :lool:

barona
10 years ago

3-0 ლორენტე გაიბრწყინებს :forza:

juve-10
10 years ago

ლიგაზე მოგებებს კი ექნება უფრო მეტი ფასი მარა ლიგაზეც ვეღარ იგებენ ეს ჩემისები) ვაფშე მაქამდე რო მივიდნენ რო მეოთხე ადგილი რო დაკარგეს ეგ დიდწილად იმის შედეგია რო ევროპა ლიგას იკიდებენ და მანამდეც უეფას თასიც ეკიდათ. მე მახსოვს უეფას თასი ტარდებოდა ბოლოჯერ და მილანი იყო მაშინ და პრიმავერას სასტავს ათამასებდა) არადა მაშინ ძაან მაგარი გუნდი გავყადა ჯერ კიდევ)

Di Francesco # 1
10 years ago

უეფამ რო შეცვალოს და 4 ქვეყანას მისცეს 4 გუნდით თამაშის უფლება კაი იქნება, ისე გაგვიჭირდება მეოთხე კლუბის დაბრუნება, ალბათ მეორე ხუთ წელიწადში დავბრუნდებით

10 years ago

პორტუგალია უფრო ახლოსაა იტალიასთან, ვიდრე იტალია გერმანიასთან

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to 

საფრანგეთი მალე გადაგვასწრებს თუ არ გამოფხიზლდნენ ლიგაზე, საინტერესოა უეფაზე მოგებული თამაში ლიგაზე მოგებულს უდრის ქულების მხრივ? ტუ რამდენია განსხვავება თუ იცი?

juve-10
10 years ago

ევროპა ლიგას რო იკიდებენ იტალიური გუნდები მაგიტოა გერმანიამ რო აწაპნა ლიგაზე გასასვლელი მეოთხე ადგილი! მანდ დაგროვილ ქულებს ააქვს მნიშვნელობა და თუ ეგრე გააგრძელეს ცოტა ხანში საფრანგეთი და პორტუგალია გადაასწრებს. ვის რათ უნდა ეს 99 სკუდეტო ლიგაზე თუ არ გაქვს შედეგი ესეიგი არ ხარ წარმატებული. დღესდღეობით ეგრე ითვლება და ეგრეც არის მითუმეტეს სერია-ა აღარ არი ისეთი ძლიერი როგორიც ადრე იყო

10 years ago

მილანმა რომ მოგვბაძა და დანიშნა მწვრთნელად ზეედორფი, ღადაობაა…
ალეგრის გაშვებით და ზეედორფის მოყვანით მილანი ვაის გაეყარა და ვუის შეეყარა

Vega
10 years ago
Reply to 

ისე ცოტა გამართლება უნდოდა წუხელ მილანს…. ალეგრის შემდეგ ზეს მოყვანა რა იყო ვერ მივხვდი მართლა.

arseni
10 years ago

იუვემ თუ ევროლიგა მოიგო ეს იქნება დიდი გამარჯვება … ისტორიული მნიშვნელობის და ამას თავისი მიზეზები აქვს

arseni
10 years ago

აბა რომელი ტურნირის მოგების მუღამი გაქვს “?

10 years ago
Reply to  arseni

ეხლა რომ ამ წუთას არჩევანი დამიყენო, სკუდეტო თუ ევროპის ლიგაო არ გამოვრციხავ სკუდეტო ავირჩიო… მესამე ოფიციალური ვარსკვლავი მინდა ლოგოზე…

10 years ago

აი ტურინში რომ არ იყოს ევროპის ლიგის ფინალი, საერთოდ არანაირი მუღამი არ მაქვს ამ ტურნირის მოგების და ვინაიდან წინ მსოფლიოს ჩემპიონატია საერთოდ არ მინდა იტალიის ნაკრების ბირთვის (ბუუფონი, პირლო, კიელინი, ბარძალი და ა.შ.) გადაღლა ევროპის ლიგაზე

vaxo turqadze
10 years ago

მარა რა არის იცით?კონტეს შეცვლა არ შეიძლება,იმიტომ რომ ვინც მოვა მერე იტყვის,მთავარია კონტე წავიდა და სხვა ყველაფერს ეშველებაო,აგერ ძმაო შეცვლებსაც დროზე ვაკეთებ და პადოინს და ვუჩინიჩს აღარ ვათამაშებ,ჩემი კაი კაცებით მოვედი,მოსკარდელი და ბიონდინი მოაგვარებენ მაგ პრობლემასო :D :D :D ხოდა შედეგიც მალე იქნებაო…იქნებაოოო….ოოოოოო :D :D :D ,მე წელს არ მითქვამს გაისის გაისადოო…

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to  vaxo turqadze

მომავალ წელს მეოთხედფინალიო, მეორე წელს ნახევარფინალიო, მესამე წელს ფინალიო და მეოთხე წელს მოვიგებთ ლიგასო :chuvak:

vaxo turqadze
10 years ago

კონტე ისე არეულად მიდის რაღაც,ჯერ მეოთხედფინალი ახლა ჯგუფში ჩარჩენა,ალბათ გაისად ნახევარფინალში გავალთ და მერე მერვედფინალში გამოგვაგდებს ესკეშეჰირსპორი :D :D ,ნუ მომდევნო წელს ფინალის დროც მოვა იქ ვიყრით ჯავრს გალათასარაიზე თუ თოვლი არ იქნა რა თქმა უნდა :D :D :D

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to  vaxo turqadze

მომავალ წელს ხელოვნური თოვლი უნდა დაახვედრონ იუვეს გასვლაზე :chuvak:

Di Francesco # 1
10 years ago

საერთოდ იუვეც დაცვა ძან ძლიერია და არ ღირს პატარა სეცდომებზე ყურადღების გამახვილება, კასერესი – ოგბონა – პელუზო რო დადგეს სტაბილურად ესეც კაი დაცვა იქნება, იუვეს დღეს დაცვაში არანაირი პრობლემა არააქ, უშეცდომო არცერთი ფეხბურთელი არაა

Di Francesco # 1
10 years ago

A.DP
კასერესი ხშირად არ თამაშობს და მისი შეცდომები იმდენად დასამახსოვრებელი არაა, რეალთან ხო მაგი შეცდა, კიევოსთანაც მაგას მოხვდა ბურთი, ცუდს არ ვამბობ მაგაზე უბრალოდ იმის თქმა რო ბონუჩის კასერესი ჯობია არ მგონია მართალი, კასერესს რო ბონუჩის ნაირი სათამაშო დრო ქონდეს ალბათ მეტ შეცდომას დაუშვებდა

10 years ago

კონტე დღეს ითამაშებს ფრეს და მოიგებს ტრაპზონში ან შედეგიანი ფრით გავა და მერე იტყვის, სტამბულში ამინდი რომ ყოფილიყო და არა თოვლბურთი ჩ.ლიგაზეც გავიდოდითო :lool:

A.DP
10 years ago

დღეს ტევესის გოლი მაგრად!!! :juvee:

A.DP
10 years ago
Reply to  A.DP

ანუ კარლიტოს გოლი მინდა მაგრად :forza:

jjj jjj
10 years ago

დედა აგი ნაციონალი ყოფილა. იტოკში ჩვენი მთავრობასავითაა მართლაც

Di Francesco # 1
10 years ago

ბონუჩიმ რა უნდა გააკეთოს კაის მეტი? კასერესისგან და ოგბონასგან უფროა მოსალოდნელი რამა გასაკვირის გაკეთება ვიდრე ბონუჩისგან, ბონუჩი დღეს როგორც ლიდერი ისე იქნება მოედანზე და არ შეირცხვენს თავს, ბონუჩის ნაირი პროფესიონალი ნეტა ნევრი იყოს იტალიაში

A.DP
10 years ago

ოგობონაზე გეთნახმები, მაგრამ კასერესზე არა. საერთოდ ბონუჩის მტერი არ ვარ პირიქით იტალიელია და უფრო მეტად ვბალეშიკობ, მაგრამ ძაან სტარნნი რაღაცეების გაძრობს იცის. იმედია მართლა ლიდერი იქნება დღეს და არ გვანერვიულებს :juvee:

A.DP
10 years ago

დღეს ბარძალი და კიელენი არ გყავსო ხო? მთელი თამაში იმის შიშში უნდა ვიყო ბონუჩიმ რამე გააძროს ზე-გრადნიოზული :blin:

Vega
10 years ago

მაგარი დაბოლილი ხარ რა… ეს ბოლო დროს სულ მაგრად ემსგავსება მიშას…. ეს რა მაგარი მსგავსება გააკეთა იმერელმა საღოლ ძმა. მართლაც რო მიშას გავს.

Di Francesco # 1
10 years ago

ანუ კონტეს ბევრი თამაშები აღელვებს და მაშინ ჯობია სახლში 4-0 მოვუგოთ ტრაბზონს და მერე თურქეთში არ ჩავიდეთ, ტექნიკურ მოგებას ჩაგვითვლიან 3-0ს მარა შემდეგ ეტაპზე მაინც ჩვენ გავალთ, ეს ვინმემმ არ უთხრას კონტეს თუარა გამკეთებელია :chuvak:

A.DP
10 years ago

საღოლ მაგრად ვიცინე :D :D

giorgi nefaridz
10 years ago

კონტე არ გაცდენილხარ ტრაპზონს და შენს გინებაში უნდა გავლიო სეზონი :forza:

vaxo turqadze
10 years ago

აი იტალია რატომ მევასება იცით?ხო ყველა ძლიერ ჩემპიონატზე ცუდი დროება უდგას ახლა,მაგრამ იტალიაში ყოველთვის არის რაღაც ბალანსი მეკარეს,მცველებს,ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს შორის,ანუ რარაც თანაბარ დონეზეა აყვანილი თითქმის ეს ყველაფერი,აი გუშინ ვუყურებდი არსენალს და ინგლისური ფეხბურთის შეცდომები,ამ შემთხვევაში არსენალის მხრიდან იმენა აშკარად გამოჩნდა,საუბარი მაქვს შორეულ დარტყმებზე,ტიპებმა იმენა არ იციან დარტყმის დაბლოკვა საჯარიმოს გარედან რა,ყველა იმენა საჯარიმოში ჩაიყრება და ურტყი შორიდან რამდენიც გინდა,ერთ-ორს ხომ მაინც გაასწორებ,ამიტომაც გადის ყველაზე მეტი შორეული გოლი ინგლისის ჩემპიონატში და ასევე ინგლისის ნაკრების კარში,გუშინ რაც მარტო კროოსმა უხათქუნა,იტალიაში 5 თამაშს ეყოფოდა,შე დალოცვილო ხომ უნდა გყავდეს მეტოქე შესწავლილი?როგორც სიტყვაზე რაგბში ჯონი ვილკინსონს არ უნდა მისცე არეკნის დარტყმის საშუალება,ისე კონკრეტულად ამ… Read more »

vaxo turqadze
10 years ago

რაო,რაო?რას ჭიკჭიკებს ეს? “14 შეხვედრა შიდა ჩემპიონატზე და2ევროტურნირებზეო” ??? :D :D ,რამეს ხომ არ მიანიშნებს? ასე მაინც ეთქვა,14 ჩემპიონატში და დაახლოებით 9 ევროპა ლიგაზეო :)…. ისე რაც არ მომწონს კონტესი ეგ არის რომ ყოველ ინტერვიუში წამოგვაძახებს ხოლმე რა ვიყავით 3 წლის წინ და რა ვართ დღესო,თითქოს იმ ავბედითი დროის უკან არაფერი იყო,პატარა მიშაა რა :D :D

10 years ago
Reply to  vaxo turqadze

ჰაჰაჰა, მიშაზე გამეცინა… :lool: მაგრამ კონტეს ამ შემთხვევაში პროგრესი აშკარად სახეზეა და უნდა თქვას აუცილებლად, იმიტომ რომ ზოგს არ უნდა ამის დანახვა ან აღიარება…

ეს 2 შეხვედრა მეც ცუდად მენიშნა მაგრამ ეს ის აუცილებელი შეხვედრები იგულისხმა ალბათ რაც ნამდვილად და ყველა ვარიანტში ჩასატარებელია, თუ გავა დაემატება კიდე მინიმუმ 2 და ალბათ ამ ლოგიკას მიჰყვა

| Newsphere by AF themes.
47
0
Would love your thoughts, please comment.x