კონტე : “სიტუაციის გამოსწორება ევროპის ლიგაზეა შესაძლებელი”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “ტრაბზონსპორთან” წინასამატჩო პრესკომფერენციაზე ყურადღება ფეხბურთელების კონცენტრაციასა და სასტარტო შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებებზე გაამახვილა : “უახლოეს 52 დღეში, სანაკრებო ბატალიების გათვალისწინებით, ჩემს შეგირდებს 16 შეხვედრის გამართვა მოუწევთ.მატჩებისთვის მთელი გუნდი უნდა იყოს მზად, ამიტომ ევროპის ლიგაზე გვინდა წარმატებუალად გამოვიდეთ.მოთამაშეები ერთმანეთს ჩაანაცვლებენ, რადგან შეუძლებელია ყოველ მესამე დღეს ერთნაირი შემადგენლობით თამაში.მიზანი უცვლელია – გამარჯვება ყველა მეტოქეზე.”
იტალიელ სპეციალისტს მომავალ მოწინააღმდეგეზე, თურქულ “ტრაბზონსპორზეც” ჰკითხეს : “მათ ჯგუფურ ეტაპზე “ლაციოს” აჯობეს, ჰყავთ მაღალი დონის ფეხბურთელები შეტევაში და გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც ზოკორა, ბოსინგვა და მალუდა არიან.მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ.”
ამ წყვილიდან გამარჯვებული “ესბერგი” – “ფიორენტინას” შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.ევროპის ლიგის ფინალი კი “იუვენტუს სტედიუმზეა”, რაც დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს ტურინული გრანდისთვის : “ვიცით, რომ წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, 14 შეხვედრა შიდა ჩემპიონატში და ორი ევროტურნირებზე.მაქვს სურვილი, ყველა ტურნირის გამარჯვებული გავხდე.ევროპის ლიგა პრესტიჟული ტურნირია, ჩემი გუნდისთვის იქ წარმატება მნიშვნელოვანი იქნება, მით უმეტეს, მხოლოდ მეორე სეზონია იქ დავბრუნდით.სამი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ეს შედეგი გვექნებოდა.”
“გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დავძლიეთ, მოვხვდით 1/4 ფინალში და უძლიერეს “ბავარიასთან” დავმარცხდით.წელს კი წარუმატებლობაში თავად ვართ დამნაშავენი, თუმცა სიტუაციის გამოსწორება ევროპის ლიგაზეა შესაძლებელი.”
pintu-ricchio !
თუ გინდა სერიაში მე 3 გავიდნენ და უეფა მოიგონ … ესაა მთავარი ამჯერად / მაგრამ ძალიან რთული იქნება / ჯერ ერთი რომ ფინალი ტურინშია / ყველას ჰგონია თასს არავის გაატანენო და ეგრე არ ხდება დღეს ხო იცი … მეორე ფიორეს ვეთამაშებით მერე // იდიოტური სისტემის გამო // მერე ვალენსია და სევილია არის ძალიან საშიში / და ბოლოს ესენი რაღაც ვერ თამაშობენ ევროტურნირებს / ძაან გამოსირდნენ ამ ბოლო დროს ///
კონტემაც მიქარა უკვე .. ვუჩინიჩი შეიყვანა განაცხადში და კვალი არა
სკუედტოს 30 ოფიციალურად რომ გადავცდებით, მერე შეიძლება თასი უფრო მომინდეს, მაგრამ ეხლა ძაან მუღამი მაქვს მესამე ვარკვლსავის, რომელზეც მთელი იტალია ჩალიჩობს, რომ არ ავიღოთ
და შეზღუდულია მოგება
აჰაა კონტე ეხლა გაქვს შანსი რეაბილიტაციის. მინიმუმ 3-0 უნდა დავარჭოთ უჯიშო სელჩუკებს. იმედია თოვლი არ წამოვა ტურინში და აპოკალიპსს არ დავაბრალებთ თუ ვერ მოვიგეთ ეს თამაში. :D :D :D
სავარაუდო შემადგენლობა დავწერე და ნახე
იტალიის სერია ა-ს პირველ ადგილოსანი უპირისპირდება თურქეთის სუპერ ლიგის მე-9 ადგილოსანს…
მაგათმაც თუ მოგვიგეს და . . .