ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიორენტე : “ვიცი, რას ნიშნავს დერბიში მონაწილეობის მიღება”

ტურინის “იუვენტუსის” ესპანელმა ფორვარდმა, ფერნანდო ლიორენტემ ტუტოსპორტთან ინტერვიუში ანტონიო კონტეს ნდობასა და ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა : “მახსოვს სექტემბერში ერთ-ერთი სტატიის სათაური : “ლიორენტეს სიმაღლის მეტი არაფერი აქვს ?” – მშვიდად შევხვდი, მივხვდი რა აზრი იდო ამ სათაურში.ცოტა სათამაშო დრო მეძლეოდა და ბუნებრივია, გაჩნდა შეკითხვა, ზედმეტად ხომ არ შეაფასა “იუვენტუსმა” ჩემი შესაძლებლობები.კონტემ კარგად იცოდა, რომ ფორმაში შესასვლელად დრო მჭირდებოდა.ფიზიკური ვარჯიშების საშუალებით ეს შევძელი და მწვრთნელმაც სწორედ მაშინ მომცა შანსი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.დამიჯერეთ, ვიცი რამდენად პრინციპულია დერბი დელა მოლე.”ატლეტიკში” გატარებული ცხრა წლის მანძილზე დიდი გამოცდილება მივიღე, უმნიშვნელოვანესი მატჩები ჩავატარე “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ.დერბიში გოლის გატანა ? – რატომაც არა, ფეხბურთელისთვის ეს შესანიშნავი მოვლენა იქნებოდა, მას ხომ ფანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.”

“ტევესი ? – სტილით სრულიად განსხვავებული მოთამაშეები ვართ, ვფიქრობ, ერთად კარგ ტანდემს ვქმნით.ის უფრო მოძრავი, აგრესიული და ტექნიკურია, უდიდესი სურვილი აქვს გოლის გატანისა.არ დაგიმალავთ, ვარჯიშებსა და მატჩებს შორის კარლიტოსთან უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ჩემს მეგობარ გოგონასთან.ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ.”

“საბედნიეროდ, კონტეს დატვირთვებისთვის მომზადებული ვიყავი, რადგან დატვირთვა სერიოზული იყო ბილბაოშიც, ბიელსას მწვრთნელობისას.”იუვენტუსი” – ჩემი შანსია და უნდა დავამტკიცო, რა შემიძლია.ანტონიო შეუდარებელი სპეციალისტია, კარგად იყენებს ფეხბურთელობისას დაგროვებულ გამოცდილებას და გუნდს წარმატებაში ეხმარება.შემიძლია ვთქვა, კონტე ფეხბურთით ცხოვრობს, ფეხბურთელებს ენერგიას და მოტივაციას გადასცემს.ყოველდღიურად ვცდილობ შევიტყო, როგორი იყო ანტონიო ფეხბურთელობისას, ვუყურებ ვიდეოებს ინტერნეტში, Youtube – ზე და ა.შ.მსოფლიო მასშტაბით, არ მეგულება მეორე გასახდელი, სადაც ამგვარი ატმოსფერო სუფევს, იქ კონტე ლიდერი და გუნდის ბირთვია.სასტუმროში პოგბასთან ერთად ვცხოვრობ, მხიარულია და მართობს, დაბრკოლებების გადალახვაში ძალიან მეხმარება.ფრანგი საოცარი თვისებებითაა დაჯილდოვებული და ვფიქრობ, ერთ დღეს ოქროს ბურთს მოიგებს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
FeNoMeNo-9
10 years ago

ძალიან მახარებს, რომ გუნდში ასეთი მეგობრული ატმოსფეროა შექმნილი. ამაში კონტეს მართლა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და მისი კრიტიკის მიუხედავად ყოველთვის ავღნიშნავდი ამ ფაქტს. როცა მთელ კოლექტივშია ერთსულოვნება და ფებხურთელები ერთმანეთს უყურებენ, როგორც მეგობრები და არა მტრები მაშინ წარმატების მიღწევა უფრო იოლი ხდება. კარგი ბიჭი ხარ ნანდო შენ! სეზონის სტარტზე მის შესაძლებლობებში ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ ეხლა ვხვდები, რომ ესპანელის მოყვანა სწორი გადაწვეტილება იყო. ათლეტურობა და მეორე სართულზე დომინაცია შესძინა გუნდს ბასკმა. ;) რაც შეეხება პოგბას, მისი გაყიდვა კატეგორიულად არ შეიძლებაააააა….

d a v i d
10 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

:up:

giorgi nefaridz
10 years ago

ნანდო მაგარი კაცი ხარ

jjj jjj
10 years ago

მეფე ლომი :love:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x