ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კაგავა შეიძლება “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდეს

როგორც იცით, “მანჩესტერ იუნაიტედში” სეზონის ბოლოს ფეხბურთელების “მასობრივი წმენდაა” გამოცხადებული. სავარაუდოდ გუნდს დატოვებენ ნემანია ვიდიჩი, პატრის ევრა, ლუიშ ნანი, რობინ ვან პერსი, რიო ფერდინანდი, ჩიჩარიტო, მათ სიაშია 24 წლის იაპონელი ფეხბურთელი სინჟი კაგავა. თუ იტალიურ პრესას დავუჯერებთ “ექს–დორტმუნდელის” შეძენა “იუვენტუსს” სურს, რომელსაც ზაფხულში ფლანგების გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი. 24 წლის იაპონელი “ბორუსიაში” ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ “წითელს ეშმაკებში” ჩაირიცხა და კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა, მაგრამ ტრავმიანობამ ხელი შეუშალა შესაძლებლობების წარმოჩენაში და ახლა მთავარი მწვრთნელის გეგმებში ნაკლებად შედის, “ბიანკონერი” კი მზადაა იაპონელს შანსი მისცეს და შეიძინოს ფეხბურთელი.

წყარო:tuttomercatoweb.com

6 thoughts on “კაგავა შეიძლება “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდეს

  1. დორტმუნდში მაგარი იყო მართლა სერიოზულად თამაშობდა )) ნაკრებშიც კარგად გამოიყურება ) მანჩესტერში ფერგენსონი ათამაშებდა მაინც და იყო პერიოდები როცა იქაც არაუშავს გამოიყურებოდა ჰეტრიკი ნორვიჩთან და ასე შემდეგ ) მოესი საერთოდ შანსს არ აძლევს )) ეს ურიგო არ უნდა იყოს ) ტექნიკური იგროკია და თან ასაკიც აქვს ისეთი რო გამოგვადგება ) მაგრამ ამას მაროტა 5 მილიონად არავინ მისცემს :D:D 25 მილიონი მინიმუმ და მეეჭვება :D:D: ესენი დაუწყებენ ვაწრობას მანჩესტერს და დამთავრდება ყველაფერი ))

  2. აუ ეს ძალიან მაგარი იქნება :forza: :forza: :forza: დორტმუნდში გიოცეზე მეტად მევასებოდა :juvee: :juvee: :juvee: მანჩესტერში ცოტა დაასირეს. ევასება თან თამაშის თავის თავზე აგება უყვარს და საკაიპოდაც უტევს 2-3 კაცს სულ ატყუებდა. მაჩესტერში უკან დახიეს, იმხელა სივრცე არ აქვს და არ ჩანს თორე ძან მაგარი იგროკია :forza: მე მაგარდ მინდა თაქვენი არ ვიციიიიიი

  3. კარგი იქნება ისე ამის მოსვლა, კარგი ფეხბურთელიცაა და თან მარკეტინგული თვალსაზრისითაც მომგებიანი იქნება, იუვეს იაპონურ ბაზარზე გასვლაში დაეხმარება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.