ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი – ტონი კროოსი

მიუნჰენის “ბაიერნის” ერთ-ერთი აღზრდილი მოთამაშე ტონი კროოსი შეიძლება საზაფხულოდ ტურინის “იუვენტში” აღმოჩნდეს, იტყობინება “Transfermarkt”. მოთამაშის ღირებულება 35-40 მილიონს შეადგენს, მაგრამ მისი სურვილის შემთხვევაში შეიძლება ეს ფასი 20 მილიონამდეც კი დაეცეს. ანტონიო კონტემ და მაროტა-პრატიჩის დუეტმა მუშაობა უკვე დაიწყეს ტრანსფერზე. როგორც ზემოთხსენებული წყარო იტყობინება ტურინელები აპირებენ “ჩემპიონთა ლიგაზეც” გაილაშქრონ, რისთვისაც გაძლიერება სჭირდებათ, პირველი ვარიანტი კი ტონი კროოსია. მოთამაშეს კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება, ის კი ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ხვდება, რასაც პეპ გვარდიოლა ასე ხსნის : “ამჟამად გიოცე, მიულერი ან ალკანტარა უკეთეს ფორმაშია.” “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ზაფხულში “ბაიერნისთვის” 18 მილიონის შეთავაზებას გეგმავს, ფეხბურთელს კი კვირეულად 60 ათას ევროს, ბონუსებს და ძირითად შემადგენლობაში ადგილს ჰპირდება.

წყარო : Transfermarkt

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
10 years ago

:D:D:D: ))) მაგარი ინფოა რაა ზღაპარი რომელსაც არავის ჯერაა :D:D )) სანამ რამეს დადებთ ცოტა გადაამოწმეთ ხოლმე ჯიგრებო ჩემი რჩევა იქნება )) :D ვიგაცა რაგაცა სიზმარს ნახავს ყველაფრის დადება ხო არ შეილება )) ჯერ გადაამოწმეთ ) რომელ თამაშშI არ იყო კროსი ? :D ყველა მნიშვნელოვან თამაშში ძირითადშია და არანაირი გიოტცე მიულერი :D )) სულ სხვა პიზიციებზე თამაშობენ ) შტუდგართთან გუარდიოლამ შეცვალა 60 წუთზე და მაგის გამო იკამათეს ) და ამას მოყვა ეგ წორები და ვიგაცის სიზმრები )) მაგრამ ინციდენტი მალევე ამოიწურა და კროსი საუკეთესოა ეხლა ბაირნში მის პოზიციაზე ) რაც არსენალთანაც დაამტკიცა ) არანაირი შანსი არაა კროსმა ბაიერნი დატოვოს 0%… Read more »

10 years ago

ბაიენიდან ამის წასვლის მიზეზი უფრო ხელფასის თემაა, ვიდრე სათამაშო დრო… შესაბამისად მაროტამ არ მგონია უფრო მეტი ხელფასი მისცეს, ვიდრე ბაიერნს შეუძლია გადაუხადოს…

სამწუხაროდ მაროტას მაქსიმუმი არის იჯარით ფეხბურთელების მოყვანა მეორე ხარისხოვანი გუნდებიდან და არა ბაიერნიდან და ა.შ.

mishka berianidze
10 years ago

ბაიერნიდან თუ ვინმე მინდა ეს კროოსია და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი იუვეს მაისურით მხოლოდ ერთი პირობით
პირლო, მარკიზიო, ვიდალი, პოგბა ამათგან არცერთი არ უნდა გაყიდონ.

levani endeladze
10 years ago

კროოსი კარგი იქნებოდა, მაგრამ კროოსის მოსვლა იმის მომასწავებელი იქნება, რომ ან ვიდალს, ან პოგბას აუცილებლად გაყიდიან. ისე, სამცველიანი ტაქტიკით არა მგონია იუვეს ევროპაში რაიმე გამოუვიდეს.

davit zivzivadze
10 years ago

ეს ინფორმაცია 2 ტვის წინ იყო და ახლა თუ გამოაქვეყნებთ კაი

Juventino17
10 years ago

ზუსტად. კროოსის მყიდველები ესენი არ არიან, ნუ თუ ევროპის ლიგა მოიგეს კიდე შეიძლება დაფიქრება, მეეჭვება კროოსი გადმოვიდეს ბაიერნის ნაირი გუნდიდან იუვეში

jjj jjj
10 years ago

არ მინდა ტონი პოგბა არ გაყიდონ

neko_neko.
10 years ago

დაიწყო ეხლა აქედან უკვე ახალი იმედები ახალი ტყუილები და ბოლოს ისევ ფალოსები როგორც ყოველ წელს

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x