ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” ეს ტაქტიკა სპეციალურად ” ტორინოსთვის ” შემუშავდა ”

” არ ვფიქრობ , რომ გუნდი დაიღალა , უბრალოდ ასეთ დონის მატჩები ყოველთვის მძიმე გასამართია . ტორინოც და ვერონაც წლევანდელი სეზონის აღმოჩენები არიან და პლიუს ამასთან , როდესაც ერთ კლუბს არაფერი აქვს დასაკარგი , მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია . ჩემი პირადი მოსაზრებით , ტაქტიკური კუთხით იუვენტუსი უნაკლოდ ასპარეზობდა . ჩვენ ყველაფერი ზუსტად და ცივ სისხლიანად გავთვალეთ , რამაც დადებითი შედეგი მოგვიტანა . იმობილე , ელ კადური და ჩერჩი ნებისმიერ კლუბს შეუქმნიან თავისტკივილს , თუ 100 % – ით არ გაქვს კონცენტრაცია . მათი შეჩერება იოლი არ იყო და მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს , რომელმაც სამი დღის წინ ევროპა ლიგაზე გამართა შეხვედრა ” …

” ეხლა კი გვიწევს უმძიმე სტუმრობა თურქეთში და ვინმეს თუ ჰგონია , რომ უკვე მომდევნო ეტაპზე ვართ სცდება . გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ და თუ ეს შეხვედრის პირველივე წუთებზე მოხდება უფრო კარგი იქნება ” .

” ის თუ როგორც დღეს ვთამაშობდით . არ იყო იმპროვიზაცია , ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ . სწორად შევაფასეთ სიტუაცია . აუცილებელი იყო ბურთის ფორვარდებამდე მიტანა , რომ მათ დასჭირვებოდათ უკან ჩამოსვლა მის ძიებაში . შედეგად გვეძლეოდა საკმაოდ დიდი თავისუფალი ზონები . მეტოქე კი თავის მხრივ ვერ ახერხებდა კონტრ იერიშებზე გამოსვლას , რადგან ჩანასახშივე ვცდილობდით მათთვის სიცოცლის გართულებას ” .

” მინდა ჯამპიერო ვენტურეს და სრულიად ტორინოს მისამართით კომპლიმენტები გამოვხატო , მათ ეს საკუთარი ასპარეზობით წლევანდელ სეზონში ნამდვილად დაიმსახურეს ” .

” რომ მკითხოთ , რომელ სეზონში ვიყავი უფრო მეტად თავისუფლად , წლევანდელში თუ შარშანდელში , გულახდილად გიპასუხებთ , რომ შარშან . მშვენიერ სეზონს ვატარებთ , მაგრამ ” რომა ” მოწოდების სიმაღლეზეა . არიან თუ არა გასული წლის ნაპოლიზე საშიშები ? დიახ , ორი აზრი არაა . ყველაფერთან ერთად ევროპაში არ უწევთ ასპარეზობა და პრაქტიკულად უშეცდომოდ მიიწევენ წინ . გარკვეული მომენტებით ჩემს პირველ სეზონს მახსენებენ ტურინში მწვრთნელის რანგში . ფრთხილად უნდა ვიყოთ რადგან ის რაც ვერონასთან შეხვედრაში მოხდა , თუ კიდევ განმეორდა , ამით მეტოქეს იმედს ჩავუსახავთ . გუშინწინ ჩვენ მივიღეთ მათგან შეტყობინება , რაზეც გუშინვე დავუბრუნეთ პასუხი , მალე კი მილანში გვიწევს სტუმრობა . ის ფაქტი მაშფოთებს , რომ თურქეთიდან პარასკევს საღამოს დავბრუნდებით და კვირას როსონერისთან მოგვიწევს დაპირისპირება . გამოდის , რომ დასვენების დრო პრაქტიკულად არ გვრჩება ” .

 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
osvaldo ardiles
10 years ago

bneli ერთი “პოდ სებიას” გაკეთებას რად უნდა 80 ლიმონი, ან მცველისთვის “დირკის” გაძვრენას რად უნდა მაგდენი მაყუთი? ან “სტენკის” გათამაშებაში ვინ იხდის მაგდენს? მაგას მაყუთი კი არა კრეატიული აზროვნება სჭირდება. ვერავინ დამაჯერებს რო გუნდს რომელსაც სივორი, ბონიპერტი, ჩარლზი, ბეტეგა, პაულო როსი, პლატინი, ზიდანი, დელ პიერო, ნედვედი და ტრეზეგე ყავდა, მკაცრი იტალიური სტილის მიმდევარი იყო. იყო დრო იმდენი გოლი გაქონდათ რამდენიც უნდოდათ. ახლა კიდე უნდა ვუყუროთ ამ სვარკას და 1:0-ს შენარჩუნების უსახურ მცდელობას, რაც უმეტეს შემთხვევაში არ გამოსდით.

ALLENATORE
10 years ago

prince :D:D )) როგორც ნაპოლი ისე რო ათამაშოს გაუშვებს და იცი რატო ? )) პირველი ნომრით რო ითამაშონ მთელი თამაში ) ხან ბონუჩი წავა წინ და გააკეთებს ცენტრიდან ისეთ პასს რო ჩაწრის მთელ გუნდს ხან კიდე კასარესი )) :D ოგბონაზე არ ვამბობ არაფერს )) ტორინოსთან კასარესმა ისეთივე შეცდომა დაუშვა როგორც რეალთან ფასი ვერ გააკეთა და შეტენა ბურთი მოწინაამღდეგეს ) ყველას ელ კადური არ ყავს რო ვერ გამოიყენოს ეგეთი შეცდომა ხო ნახე ერთი სულელური შეცდმა და რონალდომ გაიტანა სულ არაფრისგან გოლი )) :D 4-4-2 ს ვერ ათამაშებს ) პირლო ვიდალი მარკიზო პოგბა ) ამათგან 2ს სკამზე ჯდომა მოუწევს სულ ) და… Read more »

Vega
10 years ago
Reply to  ALLENATORE

კონტეს არავინ უკარგავს ძმა არაფერს… ჩვენ განა მტრები ვართ იუვესი ანდა კონტესი ჩვენც ის გვინდა რაც შენ და საერთოდ ნამდვილ იუვენტინოს. იმედია ჩვენ რაც გვინდა ის იქნება და იუვეს გამარჯვებებით დავტკბებით… ვიღაც ფარჩაკი და ჩმორი გალა და ზენიტი და ლევერკუზენი თამაშობს ლიგაზე და ჩვენ გარედან ვუყურებთ ფარჩაკებივით რა… ეს მაცოფებს და მაგიჟებს…. :mad:

LIVESCORE
10 years ago

კაცი პირდაპირ ამბობს ეგრე იყო საჭიროო!!! რა არი აქ გაუგებარი! ვინც მართლა ვერ ხვდება რო ამ ეტაპზე გუნდისთვის მთავარი შედეგია – მაშინ მართლა არ ესმის ფეხბურთი. არ გეწყინოთ!

jjj jjj
10 years ago

გუშინ კონტემ ყველაფერი გარგად გააკეთა… მიუხედავად იმისა რო ხშირად ვაკრიტიკებ გუშინ ეგრე რო არ ეთამაშა არაა გამორიცხული ჩერჩის ელ კადურის ან იმობილეს კონტრშეტევაზე დავეჭირეთ. ყველაფრის კრიტიკა არ შეიძლება. და სად ნახეთ რო ტორინომ რამეში გვაჯობა?

ALLENATORE
10 years ago
Reply to  jjj jjj

გვაჯობა არ გვაჯობა ვაჯობეთ ვერ ვაჯობეთ აზრი არ აქვს ამათთვის სულ აგინონ უნდა კონტეს და ეგაა :D:D: ))) არ იციან ამათმა ფეხბურთი და ეგაა )) ისეთ წვეტიან რაღაცეებს დაწერს ზოგიერთი რო ვაბშე )) :D ეხლა კლოუნიც გახდა კონტე :D:D )) ამათ არ ესმით ის რო 90წუთი გუნდი შეტევაში ვერ ითამაშებს )) სად აჯობა ტორინომ ???? ჩერჩი და იმობილე 3 ჯერ გამოჩნდა სულ კადრში ) ვაბშე არ ჩანდნენ:D ტიპები )) დერბი დერბია და მთავარი შედეგია ) კაპელოს იუვეს რო ადიდებთ არ გახსოვთ 15 იდან 12 თამაშს 1-0 ს იგებდა ( სულ ეკიდა თამაში შედეგი იყო მთავარი ) სულ კრიტიკაა ტეხავს ტო… Read more »

Vega
10 years ago
Reply to  ALLENATORE

ხო ახლა შენ გესმის ფეხბურთი და ჩვენ არა კაცო… ჩვენ ფეხბურთის მაგივრად გოლფს ვუყურებთ…:D შენ ხო ფეხბურთში სოკრატე ხარ რა იმენა….:)))))))))))))))))

რაც შეეხება კლოუნს , კლოუნი არააა კონტე რა არი აბა? ეს ტაქტიკა სპეციალურად ტორინოსთვის შექმნა… რა არი ახლა ეგ? არსად გაიშვას ეს ტაქტიკა მუზეუმში ჩამოკიდეთ აწი…..:))))

ALLENATORE
10 years ago
Reply to 

მიზეუმში ტაკტიკას არა ტიტულებს შეინახავენ)) სულ როგორ აკრიტიკო უნდა შალვა ნათელაშვილი ხო არ ხარ :D:D:D შენ ვინ გინდა მწვრთვნელად ? იმდენს წერ რო ანიელიმ ნახოს გაუშვებს :D:D და რა ტაკტიკა გინდა ? )) იტალიაში მთელი თამაში რო შეტევა ითამაშო დაისჯები :D ) ისეთი გუნდებია კონტრაატაკებზეა აწყობილი 90% ის თამაში ) ხო ხედავ ნაპოლი და ფეორენტინა რას შვებიან ) ნაპოლი ხო შეტევაზე აკეთებს აქცენტს სულ და ხან ჯენოა გაუტანს ხან უდინეზეს ეთამაშება 3-3 ს სახლში :D ) ეგ იმიტო რო თამაშს ვერ კეტავს როცა საჭიროა ) სტაბილური არც ერცი გუნდი არ არის )) ყველაზე მეტი დახარჯა ნაპოლიმ და ხან ატალანტა უგებს… Read more »

Vega
10 years ago
Reply to  ALLENATORE

შალვა ნათელაშვილი კარგი იყო ეგ მომეწონააა…:)))))))))) კონტემაც ათამაშოს როგორსაც ნაპოლი თამაშობს და ნაპოლისთან განსხვავებით იუვე არ გაუშვებს 3 გოლს არც ატალანტასთან და არც ჯენოასთან. მეორე რაც სქემა აქვს არჩეული 3-5-2 არ გამიგია ჩაკეტილი ტაქტიკა იყოს და ის გუნდები იყენებდეს ვისაც კონტრშეტევებზეა აგებული. შემტევი სქემა აქვს და კატანაჩოს კი თამაშობს ამას ვერ ვიგებ პროსტა. რო ეტამაშა 4-4.2 გალასთან ხო ვიქნებოდით დღეს გასული ჯგუფიდან მიპასუხე?

osvaldo ardiles
10 years ago

bero-juve10 ლამაზ და სანახაობრივ თამაშს რო ვითხოვ და სვარკის ყურება არ მომწონს, მაგიტომ ვაკრიტიკებ კონტეს. მემგონი სრულიად ადამიანური მოთხოვნა მაქვს და არაფერ ზებუნებრივს არ ვითხოვ. მე გუნდს ვბალეშიკობ კონტეს კი არა. ყველა თამაშის 3:0-ზე მოგებას არავინ ითხოვს, ლამაზად მაინც ითამაშონ. ფეხბურთი მარტო გოლები არაა. კაცი მოატყუონ, ლამაზი კომბინაციები გაითამაშონ. არაფერი მსგავსი იუვენტუსის თამაშში არაა. გაიტანს ერთ გოლს გუნდი და მერე რა დონის მეტოქეც არ უნდა იყოს, დაცვაში უდგებიან სათამაშო და ტერიოტორიულ უპირატესობას უთმობენ, გამოსდიოდეთ მაიც კონტრ შეტევაზე თამაში. მოკლედ ნამეტანი მშიშარა მწვრთნელი გვყავს და უკეთესს ვიმსახურებთ.

davit zivzivadze
10 years ago

ჯუვე ყოველთვის იყო მკაცრ იტალიური სტილის მოთამაშე გუნდი და ასე დარჩება ეს მისი ხლწერაა და მე ამ ხელწერაში ყველაფერიი მომწონს ბაზარი არაა რომ ბევრი და ლამაზი გოლი გაგვახარებს მაგრამ მაგას კონტიგენტი უნდა.. ბარსას რამდენი წელი დაჭირდა რომ ამ დონეზე მიეხწია? ასე რომ ყველაფერი წინაა.. ნახეთ რა თანხები იხარჯება ინგლისში ფეხბურთელებში მასე სადააა… ლივერპული 4 ვერ გადის და ეგ რო იტალიაში იყოს გააპობეს ერთი მეორეზე ყველას ასეა ბიჭებო მაგ ფინტებს რომ ითხოვთ და ულამაზეს ფეხბურთს მაგას დიდი ფულის დახარჯვა უნდა,,, მაგალითად ნეიმარში უნდა გადაიხადო 80 მიიონი მაგდენივე სხვებსიდა აი ნახავ შედეგს.

mishka berianidze
10 years ago

რატომღაც მგონია რომ საქართველოში უფრო მეტი კრიტიკოსი ყავს კონტეს ვიდრე იტალიაში
აქ ბევრს უნდა რომ ყოველ თამაშეზე გუნდმა მინიმუმ 3-0 უნდა მოიგოს და ყოველ წელს თასები და ლიგის ფინალები ითამაშონ
მეც გამიხარდება ასეთი რამ მაგრამ რასაც კონტე აკეთებს ამასაც არ უფასებენ იმის მაგივრად რომ ტაში დაუკრან სირცხვილის კოლიდორში ატარებენ
ზოგიერთს ალბათ რანიერის პერიოდი მოგენატრათ და თუ ასე გინდათ ამის ანალოგი ზუსტად ინტერია წელს და უქომაგეთ და იუვეს ნუ აძაგებთ.

10 years ago

გუშინ თამაშს არ მიყურებია და ტაქტიკაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ შედეგით ანუ 3 ქულით კმაყოფილი ვარ ნამდვილად…
ზოგადად ასეთი წესია, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და რატომ გინდათ ყველაფერში კონტეს გამტყუნება ვერ ვხვდები მართლა

Vega
10 years ago

გაიგეთ ხალხნო ეს იყო ექსკლუზივიიიიიიი… ვაი შენს პატრონს რა მართლა…

osvaldo ardiles
10 years ago

ნუ ბოდიალობ რაღაცას კონტე. უკვე აღარ იცის ტიპმა ასეთი საზიზღარი თამაში რით გაამართლოს. იმპროვიზაცია არ იყო თამაშშიო. ამ სეზონში როდის იყო გუნდის თამაშში იმპროვიზაცია? ლამაზად გაკეთებული ფინტი მენატრება უკვე, 3-4 კაცი ბოლოს როდის მოატყუა იუვეს ფეხბურთელმა აღარ მახსოვს. ზიდანის, დელ პიეროს და ნედვედის ფეხბურთი მენატრება. ამ სვარკას ფეხბურთი არ ქვია.

Vega
10 years ago

გეუბნები რა ძმა კლოუნები არი მოყვანილი დღეს იუვეს გასაწვრთნელად რა. ნამდვილი კლოუნი რა

Di Francesco # 1
10 years ago

ანუ ეს ტაქტიკა 2 წლის წინ სპეციალურად ამ თამაშისთვის გაკეთდა? თუ კონტეს გონია რო გუშინ რამე განსხვავებული გააკეთა?

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x