ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “ტურინში მოპოვებული გამარჯვება ჩვენი უპირატესობაა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე პრესის წარმომადგენლებს ტრაბზონის მთავარი არენის პრესს-ცენტრში შეხვდა : “მატჩი ჩვენი კარნახით უნდა დაიწყოს და ასე გაგრძელდეს ბოლომდე.ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც კარგი წინა ხაზი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი უპირატესობა გვაქვს, “ტრაბზონსპორის” კარში თუნდაც ერთი გოლის გატანას ფაქტობრივად შეუძლია შემდეგი ეტაპის განაღდება.ტურინში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ხვალ, ეს ჩვენი უპირატესობა იქნება.ვიცი, რომ ადგილობრივი ფანები აქტიურად ემზადებიან ხვალინდელი დაპირისპირებისთვის, 25 000 გულშემატკივრის წინაშე თამაში ყოველთვის რთულია.ევროპის ლიგა ? – ამ ტურნირში ჩემი გუნდი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო, მაქვს საშუალება მთელი შემადგენლობა გამოვიყენო, უახლოეს კვირეებში ხომ ბევრი შეხვედრა გველის.ტურინში შემადგენლობა ოდნავ გადავახალისე, ახლა იმავე ფეხბურთელებისგან მეტს ველი, შემდეგ ეტაპზე გასვლა აუცილებელია.მოთამაშეების როტაცია ბუნებრივი მოვლენაა, ევროპის ლიგაზე იმ გამოცდილების დაგროვებაა შესაძლებელი, რომელიც ჩემს შეგირდებს აკლიათ.არ დაგვავიწყდეს, ჩვენი ევროპული თავგადასავალი მხოლოდ ორი წელია დაიწყო, შედეგის მისაღწევად შრომა და ვფიქრობ, მოთმენაა საჭირო.მსაჯების პრობლემა კალჩოში ? – გასულ წელს, გენუაში მატჩის არბიტრებზე ძალიან გავბრაზდი და ბოლოს შემრცხვა, ბოდიშიც მოვიხადე და ვცდილობ, უფრო თავშეკავებული გავხდე.იტალიელი მსაჯები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან და პატივისცემას იმსახურებენ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Givson
10 years ago

კაკრას რო ცენტრის დაკეტვას აპირებს სავარაუდოდ, მაგითაა გამოწვეული პირლოს დასვენება და მარკიზიოს სასტავში დაყენება, მგონია რო კაი თამაში იქნება და ცოტა ჩაკეტილი :) :forza:

GIO ALAVIDZE
10 years ago

სალამი ბრაცსი..ვისაც ფეხბურტი გევასებატ მოიწონეტ გვერდი https://www.facebook.com/#!/betting77?bookmark_t=page მადლობა წინასწარ

10 years ago

ბუფონი

კასერესი ბონუჩი ოგბონა

ისლა ვიდალი მარკიზიო პოგბა პელუზო

ოსვალდო ჯოვინკო

irakli28
10 years ago

ცოტა პრესინგი ათამაშე და ცენტრსაც ნუ მიცემ შენებურად, თორე გალათასარაიმ რაც გვიქნა მონაგონი იქნება :blin: :blin: :blin:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x