ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “ევროპის ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია”

ანტონიო კონტესთან ერთად პრესის წარმომადგენლებს ტრაბზონში ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი შეხვდა : “ევროპის ლიგა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია, შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას, რომელიც ყველას სწყურია.ჩემი ვიზავი ? – ონურ კივრაკი მართლაც მაღალი დონის მეკარეა, მან ტურინშიც დაამტკიცა, რომ შესანიშნავი სეივების განხორციელება შეუძლია და გამოსვლაზეც დამაჯერებელია.კიპერისთვის ეს აუცილებელი თვისებებია.ჩვენმა გულშემატკივრებმა პირველ შეხვედრაში დაგვიმტკიცეს, რომ ეს ტურნირი მათ აინტერესებთ, ჩემპიონთა ლიგაში განცხილი მარცხის შემდეგ პასუხისმგებლობა გვაკისრია, ვალდებულნი ვართ წარმატებისთვის ვიბრძოლოთ.ბებერ ქალბატონს ჰყავს უმაღლესი დონის სპეციალისტი, რომლისთვისაც თითოეული შეხვედრა გადამწყვეტია, “იუვე” ევროპულ ელიტას უნდა დაუბრუნდეს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემპიონთა ლიგა არაა, გამარჯვებამ შესაძლოა სწორ გზაზე დაგვაყენოს.ჩვენი ფანების ბანერი დერბის დროს ? – მშვიდობა და პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა.”

წყარო : Football Italia

3 thoughts on “ბუფონი : “ევროპის ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.