ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ტრაბზონსპორი” – “იუვენტუსი” ( სავარაუდო შემადგენლობა )

რამდენიმე წუთის წინ ტურინის “იუვენტუსის” ავტობუსი “ჰუსეინ ავნი აკერზე” მივიდა.ბიანკონერები მსუბუქად მოითელებიან და გასახდელში დაბრუნდებიან, რათა ბოლო დავალებები მიიღონ ანტონიო კონტესგან.ამინდი საფეხბურთოა, თუმცა საღამოს საათებში ტრაბზონში წვიმს, ტემპერატურა 7-8 გრადუსია.შავ-თეთრების სავარაუდო თერთმეტეული დღევანდელი შეხვედრისთვის ასეთია : კარს ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, დაცვის ტრიო – მარტინ კასერესი, ლეონარდო ბონუჩი და ანჯელო ოგბონა, ფლანგებზე მაურისიო ისლა და ფედერიკო პელუზო, ცენტრში არტურო ვიდალი, პოლ პოგბა და კლაუდიო მარკიზიო.რაც შეეხება შეტევის ხაზს, პაბლო დანიელ ოსვალდოს მეწყვილეობას სებასტიან ჯიოვინკო გაუწევს.შემადგენლობა უახლოეს წუთებში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x