ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი: ” მზად ვარ ბალოტელისთან შესახვედრად “

“იუვენტუსის” მცველ ანდრეა ბარძალის კარგად ესმის, რომ მის გუნდს “მილანსა” და “ფიორენტინასთან” მომდევნო დღეებში ურთულესი შეხვედრები ელოდება. “სან სიროს” კონტეს შეგირდები ხვალ საღამოს ესტუმრებიან, “ფიორენტინას” კი ტურინული გუნდი 9 მარტს უმასპინძლებს: ” მზად ვარ თუ არა ბალოტელისთან შესახვედრად? რა თქმა უნდა  მასთან და მთელ “მილანთან” დაპისიპირებისთვის მზად ვარ, ყველა პოზიციაზე უმოწყალო ბრძოლა იქნება. საკუთარ მოედანზე “როსონერი” საშიში მეტოქეა, ორივენი გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, თუმცა ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავებზე უნდა ვიფიქროთ. რაც შეეხება “ფიორენტინას”, მონტელას გუნდთან ორთამაშიანი დაპირისპირება “ევროპის ლიგაში” უდაოდ საინტერესო იქნება. ძალიან სამწუხაროა, რომ იტალიურ გუნდთთან გვიწევს თამაში, კარგი იქნებოდა, ეს ცოტა ხანს არ მომხდარიყო. ორივე ქალაქი და გულშემატკივრები დიდი ინტერესით უდგებიან ამ შეხვედრას, მეტოქეებიც კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. სიმართლე გითხრათ, იმედი მაქვს შემდეგ ეტაპზე “იუვენტუსი” გავა. ” -აცხადებს ბარძალი.

წყარო: football italia

2 thoughts on “ბარძალი: ” მზად ვარ ბალოტელისთან შესახვედრად “

  1. იქნებ ითამაშოს. მაინტერესებს იუვეს დაცვა vs ბალოტელი და ისედაც უფრო საინტერესო მატჩი გამოვა

    :forza: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.