ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საბელა : “ნაკრებში ყველა ვარსკვლავი თამაშობს!”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეხანდრო საბელამ ნაკრებზე ისაუბრა, მისი თქმით ის ფორვარდებით კმაყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა ხაზმა რუმინეთის ნაკრების კარიც კი ვერ აიღო, საუბარია გონსალო იგუაინზე, ეზეკიელ ლავეციზე, ლეო მესიზე და სერხიო აგუეროზე. “ნაკრებში ყველა ვარსკვლავი თამაშობს, ფორვარდებით კმაყოფილი ვარ. რუმინეთთან მატჩისთვის მოედანზე მოტივაციის გარეშე გავედით, ასევე ვერ ვაჩვენეთ ის თამაში რომელიც გვჭირდებოდა. ტევესი? ამ თემაზე საუბარი არ მსურს, ვიმეორებ, ნაკრებში ყველა ვარსკვლავი თამაშობს და ფორვარდებით კმაყოფილი ვარ!”-აცხადებს არგენტინელი მწვრთნელი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის იმედი კარლოს ტევესს თვითონაც გადაწურული აქვს, მისი აზრით ამის მიზეზი 2011 წელს “კოპა ამერიკაზე” აცილებული პენალტია. კარლოს ტევესმა “სერია ა”-ს 22 სრულ მატჩში 15 გოლი გაიტანა, ხოლო 7 ასისტი გააკეთა.

წყარო : Sky Sports, Miami Heards

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x