ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “50 პროცენტით ჩემპიონები ვართ”

ზედიზედ მოგებული მეთოთხმეტე საშინაო მატჩი და “ტორინოს” მიერ 1975-76 წლების სეზონში დამყარებული რეკორდის გამეორება.ანტონიო კონტეს გუნდს კიდევ ერთი ფაქტით შეუძლია ისტორიაში შესვლა : “პირველ ტაიმში დამაჯერებლად და მაღალ დონეზე ვითამაშეთ, შემდეგ კი ოდნავ უკან დავიხიეთ, ბიჭებმა ეროვნულ ნაკრების მატჩებში მიიღეს მონაწილეობა და დაღლილები იყვნენ.მეტოქემ მხოლოდ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა, არ გავრისკეთ, მშვიდად მოვიგეთ.ხუთშაბათის მატჩი ? – “იებს” კარგად ვიცნობთ, ასეთი მატჩებისთვის მომზადება ყოველთვის რთულია.ევროპის ლიგაზე ტურინულ-ფლორენციული დაპირისპირების მეორე ეტაპია.ბოლო ორ შეხვედრაში “ფიორენტინას” და “მილანს” მოვუგეთ, შესაბამისად კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, ტიტულისთვის ბრძოლის დამსახურებული ფავორიტები ვართ.”ნაპოლი” – “რომა” ? – სიმართლეს ვიტყვი, ზოგჯერ მეტოქის მატჩებზეც ვნერვიულობ და ყურებისგან თავს ვიკავებ, ახლა მშვიდად შემიძლია თვალის დევნება, ჩვენ ჩვენი საქმე ხომ გაკეთებული გვაქვს.პირველი სკუდეტო რომ მოვიგეთ, ერთი მატჩიც არ წაგვიგია, შარშან მხოლოდ “ინტერმა” და “სამპდორიამ” გვაჯობეს, ამ სეზონში კიდევ უფრო ხშირად ვმარცხდებით.11 მატჩი გველის, ვიტყვი, 50 პროცენტით ჩემპიონები ვართ.კარგი ფორმა ავკრიფეთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, თუმცა არ დაგვავიწყდეს, არც კონკურენტები აპირებენ დანებებას.გუნდის სამომავლო მიზნები ? – მხოლოდ აწმყოზე უნდა ვიფიქროთ, როცა ამ სეზონსაც დავასრულებთ ტრიუმფით, თითოეული ჩვენგანი ისტორიული მოვლენის მხილველი გახდება.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10 years ago

სკუდეტო 50% კიარა 99% ალბათ უკვე…

ამიტომ ეხლა მიაწექი ევროპის ლიგას, სადაც ჩემპიონები ვართ მართლა 50% ჯერ ჯერობით

giorgi nefaridz
10 years ago

დასლევდი სე ჩემა ჩემპიონები ვართ :forza:

davit zivzivadze
10 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

snuff-juve
10 years ago

:forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x