ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მონტელა : “ტურინში ტოლსწორად უნდა ვითამაშოთ”

“ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა ტურინის “იუვენტუსთან” დაპირისპირებამდე პრესის წარმომადგენლებს შეხვდა და წინასამატჩო პრესს-კონფერენცია გამართა.39 წლის სპეციალისტმა ანტონიო კონტეს გუნდის დამარცხება მიმდინარე სეზონში უკვე შეძლო, პირველ წრეში, თუმცა ბოლო მატჩებია “იები” ოპტიმალურ ფორმაში ვერ არიან : “გუნდს აქვს მოტივაცია და შემართება იმისთვის, რომ ტურინში ქულებისთვის იბრძოლოს.ბუნებრივია, ასეთი შეხვედრების წინ ვნერვიულობ, თუმცა ჩემი ბიჭების იმედი მაქვს და მჯერა, მათ ტურინში დავამარცხებთნ, თანაც მსგავსი მოვლენა მიმდინარე სეზონში ჯერ არ მომხდარა.ევროპის ლიგა ? – ნებისმიერ გუნდს ვისურვებდი მეტოქედ, გარდა ტურინული გრანდისა, თუმცა ეს სტიმული იქნება მოთამაშეებისთვის.”იუვენტუსი” რომ დაამარცხო, პირველ რიგში თავგანწირვა და ბრძოლისუნარიანობაა საჭირო.თუ ჩვენი ამბიციები მეოთხე ან მეხუთე ადგილზე გასვლაზე არ სრულდება, მაშინ მოედანზე ბევრი რამის დამტკიცება მოგვიწევს.სხვა გამოსავალი არაა, ბიანკონერებს ტოლსწორად უნდა ვეთამაშოთ.”

აქვე გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც ვინჩენცო მონტელას განაცხადში მოხვდნენ : ამბროზინი, ანდერსონი, აკვილანი, ბაკიჩი, კომპერი, კუადრადო, დიაკიტე, ფერნანდესი, გომესი, ილიჩიჩი, ხოაკინი, ლუპატელი, მატრი, ნეტო, პასკუალი, პიზარო, როდრიგესი, რონკალია, როსატი, რაიდერი, სავიჩი, ვარგასი, ვოლსკი

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
PIto
10 years ago

ძალიან სერიოზულ მწვრთნელად ჩამოყალიბდება

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x