ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რაიოლა : “იუვენტუსი” პოგბასთვის საუკეთესო ვარიანტია”

პოლ პოგბას პირადი აგენტი, მინო რაიოლა პრესის წარმომადგენლებთან იმ ჭორების შესახებ საუბრობს, რომლებიც ფრანგი ნახევარმცველის ტურინის “იუვენტუსიდან” მადრიდის “რეალში” 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგების შესახებ ბოლო დღეებია გავრცელდა : “რატომ აპირებს პოლი ახალი კონტრაქტის გაფორმებას ? – პასუხი მარტივია, მას შესანიშნავ ხელშეკრულებას სთავაზობენ.კლუბსა და ფეხბურთელს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა დამყარებული, მომავალში იგი გაუმჯობესდება.ანტონიო კონტეს ჩემი კლიენტის განვითარებში სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი, პოგბა გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია და ვფიქრობ, წარმატების მიღწევაში ბებერი ქალბატონი მას დაეხმარება.ფრანგი ცდილობს იმ მიზნების განხორციელებას, რომლებიც სეზონის სტარტზე დაისახა : სკუდეტო და გამარჯვება ევროსარბიელზე, რატომაც არა ევროპის ლიგა ? – ფინალი ხომ ტურინშია.საშინაო არენაზე ტიტულის მოგება იშვიათი მოვლენაა და ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.მომავალი ? – ასე ვიტყვი, თუ მონა ლიზას გაყიდვას გადაწყვეტენ, მყიდველის პოვნა რთული არ იქნება.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x