ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე “ფიორენტინასთან” ბონუჩის დასვენებას აპირებს

ტურინულ-ფლორენციული დაპირისპირების დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება.გუნდების ძირითადი შემადგენლობები დაახლოებით ცნობილია, თუმცა როგორც სჩანს, მწვრთნელები გარკვეული ცვლილებების შეტანას მაინც აპირებენ.მაგალითისთვის, ანტონიო კონტეს ხვალ ლეონარდო ბონუჩის დასვენება აქვს განზრახული, მის ნაცვლად კი სასტარტოში ანჯელო ოგბონას უნდა ველოდოთ, დაბრუნდება ჯორჯო კიელინი, მესამე მცველი უკანახაზში ანდრეა ბარძალი იქნება.ანდრეა პირლოს დანაკლისს კლაუდიო მარკიზიო შეავსებს, ფლანგებზე შტეფან ლიხტშტაინერი და კვადვო ასამოა, ცენტრში პოლ პოგბა და არტურო ვიდალი.რაც შეეხება წინახაზს, კალჩოს საუკეთესო ბომბარდირს, კარლიტოს ტევესს მეწყვილეობას ფერნანდო ლიორენტე გაუწევს.ცვლილებებია მომხდარი იების პირველ თერთმეტეულშიც, ვინჩენცო მონტელა სერიოზულ ნდობას მარიო გომესს უცხადებს, რომელსაც მოედანზე ალესანდრო მატრის ნაცვლად უნდა ველოდოთ.კარს ნეტუ დაიცავს, დიაკიტე, როდრიგესი, სავიჩი მცველებად, მატიას ფერნანდეს, აკვილანი და პიზარო ცენტრში, მარჯვნივ კუადრადო მარცხნივ კი პასკუალი, ან ვარგასი, თავდასხმაში გერმანელ გომესს იოსიპ ილიჩიჩი უნდა დაეხმაროს.შეგახსენებთ, რომ ფლორენციელთა დანაკლისი ამ მატჩში საკმაოდ სოლიდურია, ტრავმირებულ როსიზე რომ არაფერი ვთქვათ, ბორხა ვალეროა დისკვალიფიცირებული.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x