ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი და პელუზო ლაზარეთში იმყოფებიან, ტევესი და ვუჩინიჩი დაბრუნდნენ

“ჯენოას” წინააღმდეგ მოპოვებულმა გამარჯვებამ ბიანკონერები კიდევ უფრო დაახლოვა სკუდეტოსთვის, თუმცა მიმდინარე კვირაში ანტონიო კონტეს გუნდს ურთულესი დაპირისპირება ელის, ამჯერად ფლორენციაში, ადგილობრივი “ფიორენტინას” წინააღმდეგ ევროპის ლიგის პლეიოფში.ტურინელთა მთავარ დანაკლისად ანდრეა ბარძალის ტრავმა უნდა ჩაითვალოს, რომელმაც დაზიანება გენეუაში, მატჩისწინა გახურებაზე მიიღო და როგორც სჩანს, იტალიელი მცველის მარცხენა მუხლი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია.ბებერი ქალბატონის სამედიცინო შტაბი ფეხბურთელს უახლოესი დღეების განმავლობაში დააკვირდება და მის მდგომარეობას შეაფასებს, წინასწარი ვარაუდით, გამოცდილი უკანახაზელი მოედანს 20-25 დღეში დაუბრუნდება.რაც შეეხება ფედერიკო პელუზოს, შაბათის ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო იგი დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს.საბედნიეროდ, ტურინელთა ბანაკიდან სასიამოვნო ნიუსებიც ისმის – კარლოს ტევესისა და მირკო ვუჩინიჩის დაბრუნება.ორივე ფორვარდი ხვალიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშებს, არგენტინელ ფეხბურთელს ხუთშაბათს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.და ბოლოს, კლაუდიო მარკიზიო, რომელმაც “ჯენოასთან” შეხვედრა გამოტოვა, მინდორზე კვირის ბოლოს, “კატანიასთან” მატჩში დაბრუნდება.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

50 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
10 years ago

კვალიარელას განაცხადს მიღმა დატოვება იუვეს ძვირად დაუჯდება

arseni
10 years ago

რა დროის ევროლიგაა წინა კატანიასთან გვაქვს თამაში

shako bokhashvili
10 years ago

ოსვალდოს ტრანსფერი იუვეში ვინმემ მიხვდით რატო მოხდა? იმიტომ , რომ ტიპი ვერ ხვდებოდა სასტავში და იტალიაში გადმოვიდა დღეს დღეობით ინგლისზე დაბალი დონის ჩემპიონატში. და არ გამიკვირდება 2-3 ტურის მერე რო ლორენტე ამოაგდოს სასტავიდან, იმიტომ რომ მსოფლიო იწყება და ოსვალდო განიხილება როგორც ძირითადის წევრი და სათამაშო პრაქტია უნდა ქონდეს, თან გაითვალისწინეთ რომ კონტეც იტალიალია და მაქსიამლურად შეუწყობს ხელს რო ზაფხულისთვის კარგ ფორმაში იყოს. ასე რომ დაივიჭყეთ ევროპის ლიგა, კონტეს და მთელი იუუვეს შეფობის მიზანი არის 3 ვარსკვლავი მაისურზე. კი კარგია 30 სკუდეტო მაგრამ წლები გავიდა და იუვეს ამხელა დონის და ისტორიის კლუბს არაფერი არ მოუგია ევრეპაში. სირცხვილია რაა. მაგრამ რეალობა არის… Read more »

Di Francesco # 1
10 years ago

FeNoMeNo-9
ხოდა მაგ თამაშებში ოსვალდოს კაი მომენტები ქონდა და ორი გოლიც შეაგდო ერთერთი ჩასათვლელი იყო, ტევესი არ იყო და ვერაფერი ვერ გააკეთესო მაგის გამო მოგწერე, შენი აზრით ფიორეს რო ვერ მოვუგეთ ტევესის არ ყოფნის გამო იყო? იმ თამაშში მესი რო გვყოლოდა იუვე მაინც არ მოიგებდა

FeNoMeNo-9
10 years ago

ტევესის არყოფნით შემტევი პოტენციალი საგრძნობლად დაცემული იყო, ხოლო იმ მატჩში დაფიქსირებული ფრე მთლიანად კონტეს დამსახურებაა. ;)

paata17
10 years ago

osvaldo da tevesi ertad ufro efequria ,

Di Francesco # 1
10 years ago

FeNoMeNo-9
3 მომენტი როგორ ვერ შევქმენით 2 გოლი მარტო ოსვალდომ შეაგდო :lool:

FeNoMeNo-9
10 years ago

აჰაა როგორც ყოველთვის ასეთ მომენტებში შენ მეხმიანები ხოლმე. ხმალამოღებული დამცველი ყველა უკლასო იტალიელი ფებხურთელის და სასტიკი მოძულე კლასიანი ლეგიონერების. :D ოსვალდო რა შუაშია საერთოდ? ფიორესთან ტურინული ფრე და გენუაში ჩატარებული მატჩები მქონდა მხედველობაში. ;)

dito chanturia
10 years ago

კარგია ტევესის დაბრუნება კარგად გამოჩნდა რამდენს ნიშნავს წინ ტევესი აც არ იყო იმ თამაშებში რაც შევქმენით წინ იმდენი ერთ თამაშში იქმნება კარლიტო როცააა

FeNoMeNo-9
10 years ago
Reply to  dito chanturia

ტევესის არყოფნას კი არ აღნიშნავენ აქ. ეგ ხომ სიტიდან გაგდებული უკლასო იგროკია, რომელიც მატრისა და ტრუსინიჩს ოდნავ ჯობია. :D ბოლო ორ თამაშში ფიორესთან და ჯეონასთან გადაბმულად 3 მომენტი ვერ შექმნეს შეტევაში ტო..და ზოგი შიბლინიჩსა და ჰობიტ ჯოვინკოს ითხოვს სასტავში. :(

dito chanturia
10 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

რავიცი ახლა ვინც ტევესში კლასს ვერ ნახავს ძმაო :დ მე თავიდანვე მოხარული ვიყავი მაგ 10 ნომრის გამოც სულ მინდოდა ჩვენთან კარლიტო და მინდა ბალოტელი კიდე აი ამგრა გამისწორდება და წარმომიდგენიარას აიწყვეტდა კონტეს ხელში

FeNoMeNo-9
10 years ago
Reply to  dito chanturia

ბალოტელის კონტე კი არაა ლიპი-ფერგიუსონი-კაპელოს ტრიოც რომ დაუნიშნო მწვრთნელად მაინც განუვითარებელ პრიმატად დარჩება. მაგ ფებხურთელის თამაშის არსს ვერ ვხდები და მგონი თვითონაც არ იცის საერთოდ რატომ თამაშობს სპორტის ამ სახეობას. იტალიის ნაკრების მაგ კაცის იმედზე დატოვება ფაქტიურად თვითმკვლელობის ტოლფასია! ტევესს რაც შეეხება საიტის ბევრი კოლორიტი იუზერისგან მახსოვს რა დღეში იყვნენ მისი 10 ნომრიანი მაისურის გამო. :D მის ლანძღვაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ზოგს ტრუსინიჩი ენატრებოდა, ზოგს მატრი, ზოგსაც კი ამაური. აგერ ბატონო ჩემო პირველი სეზონის კვალობაზე ბრწყინვალე სეზონს ატარებს სერია A-ში. ლიგაზე თავი ვერ გამოიჩინა სამწუხაროდ, მაგრამ ზოგადად კლუბი გამოვიდა ძაან ცუდად. ფიორესთან გასვლით მატჩში გატეხავს ნავსს მემგონი რა…აი ძაან მჯერა კარლიტოსი.… Read more »

| Newsphere by AF themes.
50
0
Would love your thoughts, please comment.x