ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლიონი” – ტურინის “იუვენტუსის” მორიგი მეტოქე

“ოლიმპიკ დე ლიონი” – საფრანგეთის ჩემპიონატის შვიდგზის, საფრანგეთის თასის ხუთგზისა და საფრანგეთის ლიგის თასის გამარჯვებული ტურინის “იუვენტუსს” ევროპის ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდება.ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი 1950 წელს დაარსდა და ზემოთხსენებული ტიტულების გარდა, ევროპულ არენაზე 1997 წელს მოგებული ინტერტოტოს თასისა და 2009/10 წლების სეზონში ნახევარფინალში გასვლით შეუძლია იამაყოს.კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლიაა, მთავარი მწვრთნელი რემი გარდი, კაპიტანი კი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი, მაქსიმ გონალონი.გასულ სეზონში “ლიონი” ლიგა 1 – ში მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლა, I ჯგუფში დამაჯერებლად იასპარეზა და 12 ქულით გავიდა შემდეგ ეტაპზე.

1/8 ფინალის საგზურის მოპოვება ფრანგებმა მხოლოდ 1/16 ფინალის საპასუხო შეხვედრაში შეძლეს საკუთარ მოედანზე, დაამარცხეს რა ჩერნომორეცის “ადესა” მინიმიმალური სხვაობით, 1-0.გუშინდელ დაპირისპირებებს შორის “ლიონის” მატჩი იყო ერთ-ერთი, სადაც დიდი ალბათობით გარკვეული იყო გამსვლელი გუნდის ვინაობა, ოლიმპიკელებმა “ვიქტორია პლზენს” შინ 4-1 მოუგეს და მიუხედავად გასვლაზე მარცხისა ( 2-1 ), შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მაინც მათ მოიპოვეს.ფრანგების საუკეთესო ბომბარდირი ევროპის ლიგაზე ბაფეტიმბი გომისია სამი გატანილი გოლით, ორ-ორი გოლი აქვთ ალექსანდრ ლაკაზეტესა და გუეიდა ფოფანას.

რაც შეეხება საფრანგეთის ლიგა ერთს, აქ “ლიონი” დამაჯერებლად ნამდვილად ვერ გამოიყურება.ჩატარებული 29 ტურის შემდეგ ოლიმპიკელებს 45 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას იკავებენ, ერთი ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარ “მარსელს” და 3 ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილოსან “სენტ ეტიენს”, სწორედ ამ გუნდებს შორის მიდის ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა.ევრო არენისგან განსხვავებით, შიდა ჩემპიონატში გარდეს შეგირდების მთავარი მეგოლე ალექსანდრ ლაკაზეტეა, ცამეტი გოლით, მეტოქის კარი ათჯერ აქვს აღებული გომისს.უკანასკნელ ტურში, ოლიმპიკელებმა საკუთარ მოედანზე “მონაკოსთან” 2-3 დათმეს და საგრძნობლად გაიუარესეს სატურნირო მდგომარეობა.

და ერთიც ვთქვათ, “ლიონი” საშინაო შეხვედრებს “სტად ჟერლანზე” მართავს, რომელიც 40 500 მაყურებელს იტევს და სწორედ აქ მოუწევთ ტურინელებს 3 აპრილს სტუმრობა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vako joxadze
10 years ago

თუ გგონიათ ლიონი აგარაფერს წარმოადგენს ძაან ცდებით წესით ლიონთან შეხვედრა არ უნდა გაგხარებოდათ იმიტო რო ყველასატვის უხერხული გუნდია და ამას პირველივე თამაშში დარწმუნდებით იოლი გასეირნება არ გელით და ნუ გიხარიათ

valeri tokhadze
10 years ago

შანსი არ ააქვთ 1პროცენტიც ალბათ

arseni
10 years ago

ბუნებრივია რთული მეტოქეა / ძალიან დიდი გამოცდილებით / მაგრამ იმის აჩრდილია რაც იყო ადრე იყო / მაგრამ ფლეი ოფში მაინც საშიში გუნდია / გომისი ჰყავთ კარგი და ლაკაზეტე / მაგრამ დღევანდელ ლიონს ბევრი სუსტი წერტილი აქვს / მთავარია მკაცრი და კონცენტრირებული თამაში

10 years ago

ამათ უნდა გავცდეთ აუცილებლად… არც ისე ადვილი გასეირნება იქნება…

shakuiza
10 years ago

intertotos tasi 2997 wels albat zvel celt agricxvamde xo? :D

irakli28
10 years ago

ლაკაზეტი კაი ახალგაზრდააა, ცოტა რო გაახილოს თვალი მაროტამ ცუდი არ იქნება

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x