ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ფიორენტინა” 0-1 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს.

ბუფონი 6 – სახიფათო დარტყმები მის კარს აცდა, შესაბამისად სამუშაო ბევრი არ ჰქონია.

კიელინი 6.5 – მის სინდისზე მხოლოდ ილიჩიჩის დარტყმულია, თუმცა მეტოქის შეტევების ჩაშლამ და სახიფათო სიტუაციების განეიტრალებამ ჯორჯოს ის ერთი შეცდომა გადაფარა.

ბონუჩი 6.5 – დასაწყისში არც ისე დამაჯერებელი იყო, პირველი ათი წუთის განმავლობაში დაკარგული ჰქონდა პოზიცია და ვერც თამაშის ტემპს აჰყვა, თუმცა შემდეგ მშვიდად ასპარეზობდა.

კასერესი 7 – შესანიშნავია, უფუნქციოდ ტოვებს ვარგასს.

პოგბა 6.5 – აკვილანისთან პირად დუელს აშკარად იგებს, სამჯერ კარგად გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე.

პირლო 7.5 – ალაგებს თამაშს, აკონტროლებს ბურთს, თამაშიდან თიშავს ბორხა ვალეროს და ასრულებს ულამაზეს ჯარიმას, რომელიც გამარჯვების მომტანი გამოდგა.

ასამოა 6.5 – კვადვო საუკეთესო ფორმაშია, ამჯერად იგი უქმნიდა კუადრადოს სერიოზულ პრობლემებს, დაცვაში კი დამაჯერებელი იყო.

ვიდალი 6 – მე-15 წუთის შემდეგ იკრებს ძალებს და გუნდს მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.ხელიდან უშვებს ორ საგოლე მომენტს, იღებს ყვითელ ბარათს და ტოვებს 1/4 ფინალის პირველ შეხვედრას.

ისლა 6 – სტაბილურად, საშუალო დონეზე ჩატარებული მატჩი.ჩაწოდებების მხრივ, სამუშაო აქვს.

ლიხტშტაინერი ( 76 – ე წუთიდან ) 6 – კარგად ერთვება, უტევს, იცავს კარს და საგოლე მომენტისაც ქმნის.

ტევესი 6.5 – მთელი მატჩის განმავლობაში გონსალო როდრიგესთან უწევდა დუელი, თუმცა თავი ამ დავალებას წარმატებით გაართვა.რამდენიმეჯერ დაარტყა კარში, ნეტომ აუღო

ლიორენტე 7 – ესპანელს მხოლოდ გოლი დააკლდა, რომელიც ნამდვილად ეკუთვნოდა, თან თავით.თანაგუნდელები მასზე თამაშობენ, ნანდო კი დამაჯერებელია.გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს გონსალო როდრიგესს, რომელიც წითელ ბარათს იღებს და “იუვენტუსი” შეხვედრას იგებს.

ოსვალდო ( 87 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

კონტე  – 7

წყარო : La Stampa

 

3 thoughts on ““ფიორენტინა” 0-1 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.