ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს

კლაუდიო მარკიზიო გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს დაუბრუნდა.იტალიელი ნახევარმცველის ტრავმის მოშუშება ანტონიო კონტესთვის შესანიშნავი ნიუსია, მართალია, ტურინელთა მერვე ნომერი “პარმას” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა ფორმას აღიდგენს, წინ ხომ “ნაპოლისთან” და “ლიონთან” გასამართი ურთულესი დაპირისპირებებია.რაც შეეხება დაცვის ხაზს, აქ საქმე გაცილებით რთულადაა.ანდრეა ბარძალი და ანჯელო ოგბონა მოედანზე დაბრუნებას მხოლოდ “უდინეზესთან” შეხვედრაში შეძლებენ, რომელიც 13 აპრილს გაიმართება, ფედერიკო პელუზო 7 აპრილს, “ლივორნოს” წინააღმდეგ იქნება მზად.ამ მომენტისთვის ბებერი ქალბატონის დამრიგებლის განკარგულებაში სამი ნომინალური ცენტრალური მცველია : მარტინ კასერესი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი, განაცხადში ხვდება პრიმავერას უკანახაზელი, ფილიპო რომანიაც.დღევანდელი ვარჯიში ანტონიო კონტემ “პარმასთან” მოახლოვებული შეხვედრის პრევიუთი დაიწყო, ნახევარდაცვაში უნდა ველოდოთ პოლ პოგბას დაბრუნებას, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა, წინ კი ფერნანდო ლიორენტე, ამ უკანასკნელს კარლოს ტევესი, პაბლო დანიელ ოსვალდო ან სებასტიან ჯიოვინკო შეუწყვილდება.

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x