ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტაბლოს კაცი

 ერთხელ ლობანოვსკისთვის ტრივიალური შეკითხვა დაუსვამთ, რა არის ფეხბურთში ყველაზე ლამაზიო და დიდ უკრაინელს ბევრის გასაოცად, საკმაოდ საინტერესო რამ უთქვამს – ტაბლო ბატონებო, ტაბლოო. იცოდა ვასილევიჩმა რასაც პასუხობდა. ეს არ იყო ჰაერზე ნათქვამი სიტყვები. არც შეეფერებოდა მის სახელს გაცვეთილი ფრაზებით საუბარი და დღევანდელი მწვრთნელების უმეტესობისათვის დამახასიათებელი მიეთმოეთის ატეხვა. ის ლობანოვსკი იყო და პასუხიც ლობანოვსკისებური გასცა…

ასეა თუ ისე, ფაქტია რომ ფეხბურთში ტაბლო უმნიშვნელოვანესია. მარტივი ლოგიკით ვიცით, რომ მნიშვნელოვანი და ლამაზი თავისით არ მოდის. დახარჯვაა საჭირო. ციმციმა ეკრანს ბევრნაირი სტილის მოთამაშეები ქმნიან: ფანტაზისტები, დრიბლიორები, კრეატიულები და თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირ შემთხვევაში უფანტაზიო ათლეტებსაც შეაქვთ თავისი წვლილი აღნიშნულ საქმეში. მაგრამ არიან გამორჩეულები. ზემორე ჩამონათვალში სპეციალუად არ შევეხე ამ კატეგორიას. მე მათ ტაბლოს კაცებს ვუწოდებ.

მოდი, ცალკე შევეხოთ ამ კასტას. ისინი თითქოს არაფერს ქმნიან მთელი მატჩი. მოგეჩვენება – ზედმეტიაო მოედანზე: არა ფინტი, არა დრიბლინგი, ისე რა პასი და ისე რა სისწრაფე, მაგრამ თამაშის ბოლოს ტაბლოზე ისინი კიაფობენ, ტაბლოს ისინი ქმნიან.

სიტყვა რომ არ გამიგრძლედეს და თქვენც აგარიდოთ გაუკვევლობა, მოკლედ გეტყვით, რომ სწორედ ეგეთი ტაბლოს კაცი იყო გენიალური ფრანგი და ტურინელთა მარადიული 17 ნომერი – დავიდ სერჟიო ტრეზეგე!

ვინც ვერ ერკვევა ფეხბურთში, მათთვის ტრეზეგე მხოლოდ გოლეადორია და მეტი არაფერი, მაგრამ ვინც ამ ულამაზესი სპორტის სახეობის ავან-ჩავანი იცის, დამეთანხმება რომ ფრანგი უიშვიათესი ტალანტი იყო. ძალიან ცოტანი ან თითქის არ არიან დღევანდელ ფეხბურთში მსგავსი პერსონები. როგორი საქმეა, მთელი თამაში კაცი არ მოატყუო, არ იდრიბლიორო, ანაც ჯარიმა არ დაარტყა და მატჩის ბოლოს, შენი გვარის გასწვრივ – გოლი ან გოლები ეწეროს ტაბლოზე. ეს თვითნაბადი ნიჭია მეგობებო. ტალანტი, რომელსაც ღმერთი გაძლევს. ასეთები არ იზრდებიან, ასეთები იბადებიან!

იბადებიან ძალიან ცოტანი და ძალიან იშვიათად. იმდენად იშვიათად, რომ ერთ საფეხბურთო ეპოქაში (მიახლოებით 8-12 წელი) ერთი-ორი თუ გაიელვებს. დიდი ნიჭი უნდა მათ პოვნას. თუ მიაგენი, ჩათვალე გოლების მადანი აღმოგიჩენია.
მათ თითქოს თანდაყოლი აქვთ მკვლელის ინსტიქტი. იციან ბურთის ენა და ბურთიც უმხელს თავის საიდუმლოს. ორდინალურებს თავს არ უყადებს ეს მრგვალი საგანი. ბურთი რჩეულებს ებაასება.

ჩვენ, „ბებერი სინიორას“ გულშემატკივრებს გვქონდა ბედნიერება, 10 წელი შავ-თეთრ მაისუში გვეხილა ეს არგენტინული ფესვების მქონე ფრანგი რჩეული. ვინ მოსთვლის, რამდენი ემოცია, სიხარული და აღტყინება უჩუქნია თავხოტორა გოლეადოს. ამიტომაც მიყვარდა გამორჩეულად… ამიტომ ეკეტებოდა ჭკუა „იუვეს“ ტიფოზერიას… თვითონაც გამორჩევით ჰყვარებია შავ-თეთრი მაისური. იმ ავადსახსენებელი სამსჯავროს შემდეგ უამრავი მთხოვნელი ჰყავდა, მაგამ „სერია B“ და გულშემატკივართა განუზომელი პატივისცემა არჩია ფულს და ტიტულებს. ამჯობინა ჩვენს გულებში მარადიულად ამოეტვიფრა 17 ნომერი, ვიდრე სხვა გუნდის ისტორია ეწერა მცირე ხნით. ვერ გააკეთებდა ამას, რადგან ღირსება არ მისცემდა უფლებას დაეღალატებინა შავ-თეთრი სისხლით გაჟღენთილი მილიონობით გული. ამიტომაც იყო რჩეული, ამიტომაც ვაბოდებდი მასზე. ის სულით იუვენტინო იყო და დარჩება ასეთად ჩვენს მეხსიერებაში.

წასვლითაც ჩუმად წავიდა. უხმაუროდ, ზედმეტი დავიდარაბის გარეშე. დაინახა, რომ ვერ აფასებდნენ და გაეცალა. არავისთვის უსაყვედურია დაუნახაობა. არც შეშვენოდა უდიდეს პროფესიონალს კინკლაობა და გაბუტვა. იმდროინდელი „იუვეს“ მწვრთნელ-ხელძღვანელობა ხომ დილეტანტების(მაქსიმალურად შევარბილე) ჯოგი იყო. ჰო და, გაერიდა. ამას ერქვა, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო…“

წავიდა და დატოვა უდიდესი სიყვარული. ისეთი სიყვარული, რომელსაც მონატრება და დიდი სევდა ახლავს თან.
ამიტომაც მენატრება, უსაშველოდ მენატრება ჩვენი ტაბლოს კაცი!

მარად თქვენი – „იუვე-ლირი“

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka iosava
10 years ago

მშვენიერი სტატიაა..მადლობა ავტორს…ყველა ვუერთდებით ასე მგონია პათოსს…ერთი მცირე სტატისტიკა: იუვედან რომ მიდოიდა ასეთ სტატისტიკას წავაწყდი:ტრეზეგოლის საშუალო ბურთის ფლობის დრო მატჩში – 0.57 წუთი….და ამდენი გოლი…ამით ყველაფერია ნათქვამი….

FeNoMeNo-9
10 years ago

უიშვიათესი ფრანგია, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდი და ვცემ ეხლაც. უკლასნესი ფორვარდი გახლდათ ჩვენი ტრეზეგოლი, ნამდვილი დამსჯელი! :*

10 years ago

მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს ტრეზეგეს ტიპის ფორვარდები, უფრო შემქმნელებს ვაფასებ, მაგრამ ტრეზეგე განსაკუთრებული და გამორჩეულია :forza:

Doc Doc
10 years ago

ხვალ ფანკლუბი იკრიბება?

jjj jjj
10 years ago

:love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x