ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” გადაღლილობამ ლოგიკური შედეგი მოგვიტანა ”

მატჩის შემდგომ პრესსკონფერენციაზე ანტონიო კონტემ რაფა ბენიტეს ურჩია გადაეხედა მის მიერ წარდგენილი სტატისტიკისთვის , თუმცა მეორეს მხრივ აღიარა მეტოქის უპირატესობა ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში : ” პირველ 45 წუთში არაფერი არ გვიჩვენებია საერთოდ , არც ხასიათი , არც კომბინაციურობა და რაც მთავარია არანაირი წყურვილი და სწრაფვა გამარჯვებისკენ . ნეაპოლიტანელებმა პირიქით , იასპარეზეს უმაღლეს დონეზე და დაგვსაჯეს იმ ექსტრემალური სიტუაციისთვის , რაც ტრავმების გამო დაგვატყდა თავს . შევხვდით გუნდს , რომელიც კონცენტრირებული გამარჯვებაზე იყო და არა მონაწილეობის მიღებაზე . გუნდი რომელიც 100 მილიონ ევროს ხარჯავს , არ უნდა იყოს კმაყოფილი მხოლოდ მონაწილეობით , მას აუცილებლად ესაჭიროება გამარჯვება . ბენიტესის სიტყვები ფინანსურ მოგებასთან დაკავშირებით ? ამ ციფრებით მანიპულირება ვის რა შედეგს მოუტანს ? შესაძლოა ეს თანხა 500 მილიონიც იყოს , მაგრამ მთავარი არის ის , თუ რა რიცხვებით ხორციელდება შემდგომ ინვესტირება . ნეაპოლიტანელებს ერთ წელიწადში აქვთ დახარჯული იმდენი , რაც ჩვენ სამში . იმედი მაქვს რაფა მორჩება ამ თემაზე სპეკულირებას და მოედანზე მიმდინარე ამბებზე მოახდენს კონცენტრირებას აუცილებელია ილაპარაკო სიმართლე და არა ის , რაც ახლოსაც არ დგას მასთან ” .

” ჩვენი შემადგენლობა ? არ უნდა დაგავიწყდეთ , რომ მირკო ორ თვიანი პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდა , როცა ჯიოვინკო საერთოდ გასულ კვირას შეუერთდა ძირითად ჯგუფს წვრთნებზე  . რაც შეეხება იმ ფაქტს , რომ ლორენტე თავს დაღლილად გრძნობს , ეს ბუნებრივი რამ არის , იგი ყოველ მეორე მატჩშია მოედანზე და საერთოდ არ უწევს დასვენება . ოსვალდო ასპარეზობს კარგად , მაშინ როდესაც მისგან ამას ელიან . ტევესი კი ჩვენი ლიდერია და მისი არ ყოფნა ყოველთვის ძალზედ მტკივნეულად ისახება გუნდზე ” .

” მოდით ვაღიაროთ , რომ ნაპოლიმ შეგვბოჭა და სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ჯეროვნად პასუხის გაცემა . ვითამაშეთ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ და დავისაჯეთ გადაღლლილობის გამო , რომელიც გამოწვეულია ყოველ სამ დღეში ერთხელ მოედანზე გასვლით . პირველი ტაიმი პირწმინდად წავაგეთ , მაგრამ შესვენების შემდგომ მოვახერხეთ ფეხზე დადგომა და ანგარიში , რომ გაგვეთანაბრებინა უკვე სალაპარაკო ჩვენზე არავის არაფერი დარჩებოდა “.

” მოურინიო ? ის არ საუბრობდა იუვენტუსსზე . მან პორტო , ბენფიკა და ნაპოლი მიმოიხილა . ვფიქრობ მას უნდოდა შეეხსენებინა სიტუაცია ბენიტესთან დაკავშირებით , როდესაც უკანასკნელი ჩელსის წვრთნიდა . მაშინ გუნდმა ევროპა ლიგაზე იზეიმა წარმატება , მაგრამ ტრიუმფალურად ეს არავის მიუღია . მისი მიზანი სწორედ ბენიტესი იყო ” .

 

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
osvaldo ardiles
10 years ago

სანამ ეს თვითკმაყოფილი ქათამი არ წაეთრევა გუნდიდან მანამდე წარმატებაზე არ ღირს საუბარი. ეს არის იდიოტი რომელიც შეცდომებზე ვერ სწავლობს. სწორი დასკვნები არასოდეს არ გაუკეთებია წარუმატებელი თამაშის მერე და ახლა რა ღმერთი გაუწყრება რამე რო გამოასწოროს.

levani gordadze
10 years ago

წასვლაზე რა გითხრა მაგრამ დანარჩენში 1000%ხარ ძმაო

levani gordadze
10 years ago

რომელმა გადაღლილობამ არ გცხვენია ვითომ ხალხს აბოლებს ცოტა ჭკუას მოუხმე გაბლატავებულო :blin: :blin: :blin: :blin:

d a v i d
10 years ago

არაუშავს წაგებით ვის არ წაუგია მთავარია კონტემ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ევროპა ლიგას მიხედოს… :juvee:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x