ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

4 მიზეზი, თუ რატომ სჭირდება “იუვენტუსს” ბერარდი (Bleach Report-ის მიხედვით)

ტურინის “იუვენტუსის” განათხოვრებული ახალგაზრდა ფეხბურთელი დომენიკო ბერარდი საოცარ ფორმაშია. ის “სასუოლოში” გამოდის და მშვენიერ ფეხბურთს აჩვენებს, ამ სტატიით შევეცდები წარმოგიდგინოთ თუ რატომ სჭირდება ტურინულ “იუვენტუსს” ახალგაზრდა ფორვარდი/ფლანგელი, Bleach Report-ის მიხედვით.

1.
მას შეუძლია ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში : რისი ნათელი მაგალითიცაა “მილანი” და “რომა”. ახალგაზრდა იტალიელმა “მილანს” 4 გოლი გაუტანა და “სასუოლომ” 4:2 იმარჯვა ამ კონკრეტულ მატჩში, დომენიკო კი პირველი “ფოკერელი” გახდა “მილანის” კარში, “რომას” კი მან ერთხელ დაამახსოვრა თავი, “რომა” ამ მატჩში წაგებას გადარჩა, როცა 90+2 წუთზე კევინ სტროტმანმა გოლი გაიტანა, დედაქალაქელებთან მატჩი 1:1 მორჩა.

2. მას შეუძლია შეცვალოს თამაში : “ნაპოლისთან” 2:0 წაგების შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ “იუვენტუსს” ძალიან უჭირს თამაშში გარდატეხის შეტანა, მით უმეტეს როცა მოედანზე კარლოს ტევესი არ იმყოფება, ან თუნდაც “ატომური ჭიანჭველა” სებასტიან ჯიოვინკო, ამიტომ “იუვენტუსი” სწრაფ კონტრშეტევას ვერ იწყებს. დომენიკო ბერარდის შეუძლია კონტრ იერიშის წამოწყება, მას აქვს საკმარისი სისწრაფე, ტექნიკა, ერთი-ერთზე შესრულება, ბურთის დამუშავება და ჩაწოდება, სწორედ ესაა რაც კონტრ-შეტევას სჭირდება.

3. ის “იუვეში” ისწავლის მეტს : თავისთავად დომენიკო ლორენტე-ტევესთან მეტად გაიზრდება როგორც ფეხბურთელი და “იუვენტუსის” უდიდეს ლეგენდებთან, თუნდაც ანდრეა პირლოსგან და ჯიჯი ბუფონისგან. პირლოსგან შესაძლებელია პასების განაწილების სწავლა, ლორენტესგან ბურთზე ბრძოლა, ხოლო ტევესისგან შესრულება, დრიბლინგი და გამარჯვების სურვილი.

4. “იუვეს” ის “დაბმული” ჰყავს, მაგრამ დროებით : ბერარდის, რომ უკვე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ეს უკვე აღარავის უკვირს, სწორედ ამიტომ “იუვენტუსს” აქვს შანსი ის მეორე პოლ პოგბა გახადოს. მისი უდროო დროს დაბრუნებამ შეიძლება მისი სხვა გუნდში წასვლა გამოიწვიოს.

წყარო : Bleach Report

ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მე საიტს დავუბრუნდი და ვიქნები ისეთივე აქტიური როგორც ადრე. :love:

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ალეკო კოკაია

4-3-3-ზე თუ გადავა კონტე სება მაგრად გაიხსნება,არაა ეგ 3-5-2-ის კაცი,ბერარდის რაც შეეხება მინიმუმ 2 წელი ჯობია თავი შეიკავოს კონტემ მის დაბრუნებასთან დაკავშირებით!

ALLENATORE
10 years ago

ბერარდი ვერ უშველის იუვეს ) კონტე დაალპობს სკამზე და ისეთივე ბედი ეწევა როგორც ჯოვინგოს )) ჯერ 20წლისაა და ადრეა ჯერ ბერარდიზე ფიქრი ) არენდის წესით უნდა იყოს კიდე 2წელი მინიმუმ ) ბოლო თამაშები საერთოდ არ ჩანს ) ისეთი ასაკი აქ ფაქიზად უნდა მოპყრობა ) რო რასაც ეძახიან ვარსკვლავურ დაავადებას ეგ არ დაემართოს )მილანთან რაც პოკერი გააკეთა და ყველამ ცაში აიყვანა იმის მერე აღარ ჩანს ) სასუოლოს წინა მწვრთვნელი მალეზანი საერთოდ სკამზე ტოვებდა ) ერთადერთი კაცი რომელიც დასაბრუნებელია არის ჩირო ომობილე უკვე 24წლისაცაა და წელს მართლა კაი თამაშს აჩვენებს ) შემდგარი ფეხბურთელია უკვე და დროა ძალები იუვეში მოშინჯოს )

10 years ago

ბოლო თამაშებში შედეგიანობას მოუკლო.. სეზონის ბოლომდე უნდა ვნახოთ რას იზავს

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to 

ბოლო თამასები არ უთამაშია და გოლებს სახლიდან გაიტანდა? :chuvak:

10 years ago

ორი თამაში გამოტოვა, ერთში გააგდეს.. მაგრამ რამდენიმე თამაში ითამაშა და ვერაფერი აჩვენა, რავი მეც ვგულშემატკივრობ იმედია დიდი ფეხბურთელი გამოვა და ვნახოთ

mamuka iosava
10 years ago
Reply to 

იკა სასწრაფოდაა დასაბრუნებელი ეგ კაცი…დამიჯერე…არც გაბიადინიზე ვამბობ იგივეს და დაჟე არც იმობილეზე რომელიც პრიმავერაში ძალიან მაგრად მევასებოდა და ვთვლიდი რომ ტყუილად გაასხვისეს უფლებათატ პაკეტის 50 %….

Di Francesco # 1
10 years ago

არანარი მიზეზეზები არაა საჭირო, თუ იუვეს სჭირდება ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელსაც “დაავალებს” დელპიეროს გზის გაგრძელება ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტი ბერარდია, ამ ასაკში იმაზე მეტს ვერცერთი ვერ გააკეთებს რასაც ბერარდი აკეთებს და აქ უკვე იმაზე არაა ლაპარაკი ბერარდი კარგი ფეხბურთელობის გამო იმსახურებს იუვეში მოსვლას თუ ცუდი ფეხბურთელობის გამო არ იმსახურებს, აქ მთავარია იუვეს გათვლა ჭირდება თუ არა ამ ეტაპზე ის ფეხბურთელი რომელიც სამომავლო პერსპექტივის გამო პრივილეგირებული იქნება გუნდში რაღაც კუთხით, ანუ ბერარდი თუ მოვა ყველანაირად უნდა შეუწყოს იუვემ ხელი რო ახალი დელპიერო დაიბადოს ტურინში

giorgi nefaridz
10 years ago

:up: :up:

shalalo demuria
10 years ago

მართლა კარგად წარმოაჩინა თავი ამ ბიჭმა მაგრამ რაგაც აკლია რა, ჯერ ძააან ადრეა ამის იუვეში გადმოსვლა ჩემი აზრით, გოლები შეაგდო მაგრამ აღმაფრთოვანეს ამის თამაშითქო ვერ ვიტყვი . მაგრამ აშკარად აქვს ტალანტი ა და ჯერ სჭირდება განვითარება დაბალი დონის გუნდში, აი რაც შეეხება ჩირო იმობილეს უკვე მზადაა იუვეში სათამაშოდ ჩემი აზრით, მართლა კარგი ბიჭია და იუვეში უფრო ბევრს ისწავლის, შეიძლება მისი გამოყენება შედეგიანად. და დარწმუნებული ვარ კონტე გადმოიყვანს იმობილეს შემდეგ სეზზონში

jjj jjj
10 years ago

10 მიზეზი შემიძლია ვთქვა რატომაც არ შეილება ამის ახლა მოყვანა

jjj jjj
10 years ago

1. ახალგაზრდა გამოუცდელია. 2. სასუოლოს ლიდერი თუ არის არ ნიშნავს იგივეს იუვეში გააკეთებს. (სებას მაგალითი. 3.არასოდეს უთამაშია მაღალ დონეზე. 4. იუვეში გადმოსვლა ამისთვის უკან გადმოდგმული ნაბიჯი იქნება. 5. იუვეში გადმოსვლა და სკამზე ჯდომა ნიშნავს ჩვენთვის მომავალი ვარსკვლავის დაკარგვას. 6. უნდა გაიზარდოს და სტაბილურად დაიწყოს თამაში, მილანთან გატანილი 4 გოლი ბევრს არ ნიშნავს. 7. ამის დაბრუნებამდე ჯერ ჩირო და მანოლო დააბრუნონ უფრო წაადგება გუნდს. 8 დააგროვოს გამოდილება სერია ა-ში, ოღონდ ცოტა ძლიერ გუნდში, მაგალითად : პარმა, უდინეზე, რომლებიც სასუოლოზე სტაბილურად თამაშობენ. 9. ახალგაზრდულ ნაკრებში მოიკიდოს ფეხი და გახდეს უნდა ლიდერი. 10. ამ ასაკში პოგბას თუნდაც უთამაშია ეროვნულ ნაკრებში (უფრო ახალგაზრდასაც) და… Read more »

Tornike Iosava
10 years ago
Reply to  jjj jjj

არ გეთანხმები 19 წლის იყოო პოგბა რო გადმოვიდა და + გამოუცდელი მანჩესტერში როგორც მახსოვს საერთოდ ორი თუ ნაკლები თამაში ჩაატარა და მაგას არ ნიშნავს ის რო უკან წავა შეიძლება პირიქით წინ წავიდეს და რაც შეეხება სასულოს ოდნავ ნორმალური ფეხბურთელები რო ყავდეთ ბევრად მაგრად ითამაშებდა მე მინდა რო გადმოვიდეს ჩემი სუბიექტური აზრია ეგ

giorgi nefaridz
10 years ago

ყველაზე სუსტად იუვე თამაშობს კონტრ ატაკას გასაგები მიზეზის გამო

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x