ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენიტესი : ” მენტალიტეტის კუთხით , წინ გადადგმული ნაბიჯია ”

” დღეს ჩვენ უმაღლესი დონის თამაში ვაჩვენეთ , უდაოდ გამორჩეული კლუბის წინააღმდეგ . აქამდე უკვე განვაცხადე , რომ სასტარტო შემადგენლობა სეზონის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული , მაგრამ არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს . ბუნებრივია პრობლემები გვაქვს , რადგან ისეთივე სათადარიგოთა სკამი , როგორიც ჰყავს ბიანკონერის არ გაგვაჩნია და ყველაფერთან ერთად რომა ისევ წინ არის ჩვენზე . საკვანძო ეპიზოდი კი ამ შეხვედრაში ბურთის ფლობა იყო . ტურინელები პირველ ნახევარში მხოლოდ 38 % ფლობდნენ და გაცილებით მეტი გოლის გატანა შეგვეძლო , რომ არა ბუფონი . დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის , მენტალიტეტის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია . მართალია მეტოქეს არ ჰყავდა ტევესი , თუმცა ოსვალდო და ვუჩინიჩი სრულ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ . ეს ისევ და ისევ იმ საუბრის გაგრძელებაა , თუ ვინ რამდენს ხარჯავს ტრანსფერებში “ – განაცხადა რაფაელ ბენიტესმა მატჩის შემდგომ პრესსკონფრენციაზე .

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x