ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლაკაზეტი: “ვის არ სურს “იუვენტუსში” თამაში?!”

null Tuttosport-მა ინტერვიუ ჩამოართვა “ლიონის” ახალგაზრდა თავდამსხმელს ალექსანდრ ლაკაზეტის და რასაკვირველია, შეკითხვა “იუვენტუსზე” და იქ თამაშის სურვილზეც დაუსვა. “იუვენტუსი იტალიურ და ფრანგულ გუნდებს შორის ყველაზე წარმატებული გუნდია. პლატინი და ზიდანი, ტურამი და დეშამი, ვიერა და პოგბა – საფრანგეთსა და “იუვენტუსს” შორის ძალიან ძლიერი კავშირი არსებობს. [დავიდ ტრეზეგეს დასახელება აშკარად გამორჩა ფეხბურთელს – ავტორის შენიშვნა]. მინდა თუ არა  “იუვენტუსში” თამაში? ტყუილი იქნება, ვთქვა, რომ არ მინდა. როგორც ყველას, მეც აღმაფრთოვანებს ასეთ ძლიერ კლუბში თამაშის იდეა – “იუვენტუსი” ხომ ერთ-ერთი უდიდესი კლუბია ევროპაში.” და მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ფრანგი არ აპირებს დათმობას ხუთშაბათს ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ  შეხვედრაში: “ჩემთვის როგორც თავდამსხმელისთვის ქულების დაგროვების მთავარი გზა გოლის გატანაა და ყველაფერს ვიზამ ამისთვის. “იუვენტუსთან” ორი მატჩი – ეს მშვენიერი შანსია ჩვენთვის სეზონის გადასარჩენად. თვითონ “იუვენტუსთან” შეხვედრის ფაქტი უკვე სტიმულია ჩვენთვის. გვინდა ისევ დავბრუნდეთ “იუვენტუს სტადიუმზე” ერთ თვეში.”

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vako-10
10 years ago

ავტორის შენიშვნა კაი იყო აშკარად გამორჩა

paata ajiashvili
10 years ago

ოცნებას კაცი არ მოუკლავს :lool:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x