ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “გამარჯვება ჩვენი მიზანი უნდა იყოს”

“ლიონთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესს-კომფერენციაზე ანტონიო კონტესთან ერთად ჟურნალისტებს ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერი, კლაუდიო მარკიზიო შეხვდა : “ნაპოლისთან” ცუდი მატჩი ჩავატარეთ, დავმარცხდით და უნდა ვაღიაროთ, მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.ხვალინდელი შეხვედრა შანსია არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად, ვიცით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გასვლით დაპირისპირებას ორ რაუნდიან პლეიოფში.სიმართლე რომ ვთქვა, მიმდინარე კვირის პრესით უკმაყოფილო დავრჩი.სტატიას გადავაწყდი, რომელშიც საუბარი “იუვენტუსის” ტირანიის დასრულებაზეც კი იყო, დამიჯერეთ, ბოლო წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს წარმატებას მივაღწიეთ და ვაპირებთ, ისტორიის წერა განვაგრძოთ.იტალიაში ფინანსური მდგომარეობა არც ისე იდეალურია, სხვები ხარჯავენ დიდ ფულს, ჩვენ კი სტაბილურობას ვინარჩუნებთ.ერთი მატჩის წაგების გამო ბებერი ქალბატონის კრიზისზე საუბარი უადგილოდ მიმაჩნია, მარცხი ნებისმიერ გუნდს შეიძლება მოუვიდეს, მთავარია როგორ გამოასწორებს მას.”

ბოლო მატჩებია ბიანკონერების ნახევარმცველებს ნაკლებად გააქვთ, თითქოს მეტოქემ ისწავლა, როგორ შეაჩეროს “იუვენტუსის” ძლიერი შუახაზი : “ნორმალურია, გუნდები უფრო მეტად იცავენ თავს, კეტავენ ცენტრს და ნახევარმცველებსაც ნაკლები სივრცე გვაქვს.ჩვენი მეტოქე ? – ფიზიკურად ძლიერი, შემტევი კოლექტივი, ლიდერებად რა თქმა უნდა ლაკაზეტეს და გომისს მივიჩნევ.ყველაზე მეტად მათ უნდა ვუფრთხილდეთ, მაგრამ საერთო ჯამში, წარმატებას აღწევს მთლიანად კლუბი, მისი თითოეული ფეხბურთელი და არა რომელიმე მათგანი კონკრეტულად.”

რამდენიმე დღის წინ ჯოზე მაურინიომ განაცხადა, რომ “იუვენტუსთვის” ევროპის ლიგის მოგება წარმატება არ არის : “გულახდილი ვიქნები, არ მაინტერესებს რა თქვა მან.შარშან ჩემპიონთა ლიგაზე მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას, წელს არ გამოგვივიდა და ვცდილობთ, რეაბილიტაცია ევროპის ლიგაზე მოვახდინოთ.არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფინალი ტურინშია, ეს ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირია და აქ გამარჯვება, ნებისმიერი გუნდის მიზანს უნდა წარმოადგენდეს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
10 years ago

Brazil2014
მაგასი გეთანხმები მარკიზიომ სირბილის მეტი არაფერი არ იცის, არადა რა საჭიროა ფეხბურთში სირბილი, წამოწექი მოედნის ცენტრში და უყურე თამაშს ახლოდან რას დარბიხარ რო დარბიხარ :lool: ერთი ხე დაურგონ მარკიზიოს ცენტრში და ჩრდილი ექნება ზაფხულში, სირბილი და გამძლეობაა დღევანდელ ფეხბურთში მთავარი აბა შენი ფინტაობა ვის აინტერესებს, ფინტებით ერთ ძან მაგარ გოლს შეაგდებ და მერე აქეთ 30 ჩვეულებრივ გოლს შეგისრულებენ

Samtrediel90
10 years ago

არ დააყენებს და ნუ დააყენებს,პირლოს თავისნაირი უნდა გვერდით რო ელემენტარული ბურთი გაუთამაშოს ვინმემ ცენტრში ან თვითონ რო დაკეტავენ სხვამ მაინც შეძლოს წესიერი პასის გაკეთება.. თუ არადა 4-0 არ დაგვიწყებია იმედია :chuvak:
სამაგიეროდ მარკიზიო ბევრს დარბის :lool:

Di Francesco # 1
10 years ago

მარკიზიოს კიდე ისევე აქ ნაკრებში ადგილი გარანტირებული როგორც ბუფონს

______________________________ბუფონი______________________

_________________ბარძალი(ბონუჩი)______კიელინი______________

________________________პირლო________მარკიზიო______________

_____________________________ოსვალდო_______________________

სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ფეხბურთელების გამო იუვეს ქომაგებს შეგიძლიათ არ უყუროთ ნაკრების თამაშებს იმიტორო ნამდვილი იუვენტინოები დაგხვდებათ სასტავში და არ მოგეწონებათ, თქვენ უფრო ჩილეს და განას მიაწექით :lool:

Samtrediel90
10 years ago

აქ უნდა გავიცინოთ ალბათ ხო?

Di Francesco # 1
10 years ago

პირლო – ვერატის ერთად დაყენება დაახლოვებით იგივეა ბუფონმა და პერინმა რო ერთად ითამაშონ :lool: თქვენც პირველი არხის კომენტატორებივით იცით ფეხბურთი, ბლანზე თქვეს ზედმეტად დაფრთხაო რო 3 გამოკვეთილი ჩამშლელით გამოვიდა მოედანზეო, და თამაშის ბოლოს ორივე ვერატის ქებაში იყვნენ რა პასების ჩითვა ცოდნიაო მომავალი პირლოაო, აქამდე არ ქონდათ ვერატის თამაში ნანახი მარა მაინც კაია რო ერთ თამაშში დაინახეს ვერატის გენიალურობა
თქვენ ეტყობა ერთი თამასი არ გეყოთ ვერატის ფუნქციის გასაგებად და კიდე იქნება თამაშები და არ გამოტოვოთ, ჩამშლელი არა ცენტრფორვარდია ვერატი

Di Francesco # 1
10 years ago

ყველაზე დიდი უაზრობა რასაც არასდროს არ გაიფიქრებს პრანდელი, 3 ნახევარმცველიან იტალიაში პირლო – ვერატის ერთად დაყენებაა

Samtrediel90
10 years ago

ვერატი ვის არ მოწონს ნეტა,მე რო მკითხო ვერატი-პირლო-დეროსი უნდა იყოს ძირითადის ხალხი მსოფლიოზე მარა ეს პრანდელი ამ და ს ირებულ მარკიზიოს დააყენებს ალბათ

irakli28
10 years ago

პასტორემაც ჩაატარა მარა მე მოურა უფრო მომეწონა, მაგას უფრო აქ პოტენციალი, მარა ეგ ძაან ძვირი დაგვიჯდება, ისევე როგორც პასტორე…. ჩვენ ვერაატიზე უნდა დავჩალიჩდეთ, აგერ როგორც პსჟ, არაფერს არ იშურებს ოღონდ საუკეთესო ფრანგები გუნდში მიიყვანოს, აი იმენა იბრას რო ვერატის პასი წესიერად მიეღო იმენა ერთი-ერთზე გადიოდა ჩეხთან, პროსტა ცუდად დაუხვდა ბურთს…. პოგბას მიღება იმენა ზიდანისას მახსენებს რაა, წამის მეასედში უკვე სასწაული ბურთი დამუშავებუი აქვს, ეგ არის ამ ფეხბურთელის უდიდესი + …მე ლაკაზეტი მევასება მაგრა ა მაგაზე დაჩალიჩდნენ არ იქნება ცუდი… ვუჩინიჩი, ჯოვინკო, ოსვალდო წავიდნენ და გაბიადინი, იმობილე ან ლაკაზეტი ან ლუკაკუ მოიყვანონ და საკაიფო წინა ხაზი გვეყოლება

Di Francesco # 1
10 years ago

აქ ბევრს არ მოწონს ვერატი და გუშინ ცუდად რო ეთამაშა აივსებოდა კომენტარებით, არადა ძან მაგარია ლიგის მეოთხედფინალში 21 წლის ბიჭმა თითქმის მარტო წარმართა პსჟ_ს თამაში, კაბაიე და მოტა ედგა გვერდით ორი ხისტი ჩამშლელი, ისე მოტაც მომეწონა გუშინ მარტო ჩაშლაზე არ იყო ორიენტირებული ბევრი კაი პასიც გააკეთა, მოკლედ პსჟ_ს თუ ბარსა – ატლეტიკოდან გასული შეხვდა უეჭველი ფინალშია

bessius
10 years ago

ხო ვერატი უკვე რო ზიდანი არ არის ალბათ მაგიტომ არმოსწონთ. მარკიზიოც არმოსწონტ 77 კაცს რატო არ ატყუებსო. კონტე არმოსწონთ რატო იგებს სერია A-ს და ისე ჯგუფში რჩებაო ( ალბათ აქ ბევრს არ ახსოვს, თუ არვცდები 2000-2001 წლები და რა შემადგენლობა ყავდა და როგორ თამაშობდა ლიგაზე ) მაშინ მგონი კარლო იყო ტრენერი და ესეიგი ისიც ..ლეა. არადა არ არის ..ლე, აგერ შეხედეთ რეალის თამაშს და დარწმუნდებით :) ცავანი რო მოიყვანონ დარწმუნებულივარ არმოეწონებათ. ალბათ მიზეზი იქნება იბრასავით ტაიკვანდოზე არ ვარჯიშობდაო ან იმხელა ცხვირი არაქვსო ან რამე ეგეთი :) ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქნმნება რომ აქ ვაფშე ფეხბურთიც არმოსწონთ :) იმინა ნაციონალები Vშ ოცნებაა… Read more »

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to  bessius

კი რეალი წელს საჩემპიონო თამაშს თამაშობს და ალბათ მოიგებს კიდევაც

bessius
10 years ago

პასტორე კიბატონო გაიბრწყინა მაგ მომენტში მაგრამ მე უფრო ვერატის ვაკვირდებოდი და იმინნა გენიალურია. იმედია სერიოზული ტრამვა არ მიუღია. მაგან რო 1 წელი გაატაროს პირლოსთან ერთად ჩემი აზრით ეგეთი ნახევარმცველი ყველას სანატრელი გაუხდება. თავის დროზე როგორც პირლო ამბობდა “გეთამაშათ ბაჯოსთან ერთად და თქვენც ჩემნაირად გეცოდინებოდათ”-ო ეგრე იქნება. ნუ ვერატი მაინც მიაღწევს იმას რასაც ვამბობ მარა პირლოსთან ერთად დროში მოიგებდა ბევრს და ბევრს ისწავლიდა მალევე. ეხლაც მუნდიალზე იმედია იქნება და კიდევ უფრო გაიზრდება და დაიხვეწება. და რათქმაუნდა იუვესთვის იქნებოდა ძალიან კარგი :D
თუ მართლა უტოპია არაა და კავანი მოიყვანეს და როგორმე ვერატიც მოაყოლეს უკვე სერიოზულად დადგება დღის წესრიგში ლიგის მოგება

Samtrediel90
10 years ago
Reply to  bessius

სხვადასხა პოზიციაა თორე ვერატიც ძაან დონეა რათ უნდა ბაზარი
თან ჩვენ პასტორესნაირი ხალხი უფრო გვჭირდება,შემტევი შემქმნელი და ფანტაზისტა
კავანის და ვერატის მოყვანას რაც შეეხება მაგათ წესით არანაირ ფასად არ შეელევიან,ზღაპარია და მეტი არაფერი
იბრას უფრო გაუშვებენ ვიდრე კავანის :chuvak:

bessius
10 years ago
Reply to  Samtrediel90

ხო მეც ადრევე შევამჩნიე რო სხვადასხვა პოზიციაა :)

Samtrediel90
10 years ago
Reply to  bessius

მალადეც ))

bessius
10 years ago
Reply to  Samtrediel90

ბატონო Brazil2014 გმადლობთ შექებისათვის. ვაფასებ. თუმცა მეორედ ნუღარ შეიწუხებთ თავს ამხელა ღვაწლით :)

Samtrediel90
10 years ago

ნახეთ პასტორემ რა ჩაატარა გუშინ? :chuvak:
რო ვამბობდი ადრე ეგ მოიყვანონ ყველას ჯობია მეთქი დამცინეთ და გავჩერდი მერე )) არადა რა უნდა მაგის ყიდვას,ტყუილა სკამს ახეხინებენ მაინც ((
მაგ დონის შემტევი კაი ხანია არ გვყოლია არავინ და კიდე კაი ხანი არც გვეყოლება მაგაშიც დარწმუნებული ვარ :chuvak:

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x