ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლიონი” “იუვენტუსთან” მატჩს პრობლემებით ხვდება

ფრანგული “ლიონი” ტურინის “იუვენტუსთან” ევროპის ლიგის 1/4 ფინალის მოახლოვებულ დაპირისპირებას არცთუ სახარბიელო ფორმაში ხვდება.20 აპრილს გამართული კენჭისყრის შემდეგ, ოლიმპიკელებმა საფრანგეთის ჩემპიონატის ფარგლებში ორი შეხვედრა ჩაატარეს და მათგან მხოლოდ ერთში მოახერხეს გამარჯვება, ისიც აუთსაიდერ “გინგემთან”, მინიმალური სხვაობით.მატჩში ერთადერთი გოლის გატანა სტუმართა შემტევმა, ბაფეტიმბი გომისმა შეძლო და თავის გუნდს სამი ქულა მოუპოვა.გაცილებით დრამატული და რთული გამოდგა რემი გარდეს შეგირდებისთვის მეორე მატჩი, პრინციპულ მეტოქე “სენტ ეტიენთან”, რომელიც იმ დროისთვის მხოლოდ სამი ქულით უსწრებდა ლიონს.რონის დერბიში მწვანეებმა 1-2 იმარჯვეს და ახლა ბიანკონერების მომავალი მეტოქის საქმე გაცილებით რთულადაა, მეხუთე პოზიცია და 6 ქულიანი ჩამორჩენა მეოთხე ადგილოსანთან.აღსანიშნავია იოჰან გურკუფის ტრავმაც, ფრანგი ნახევარმცველი “გინგემთან” დაპირისპირების დებიუტშივე დაიმტვრა და დიდი ალბათობით, ევროპის ლიგის 1/4 ფინალის ორივე შეხვედრას გამოტოვებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x