ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლიონი” – “იუვენტუსი”.. მატჩის წინ..

დღეს საღამოს სტად ჟერლანზე  “იუვენტუსი”  “ლიონს” დაუპირისპირდება.  ორივე გუნდმა საკუთარი ჩემპიონატის ბოლო ტურში დამარცხება იწვნია. “ლიონს” კი საერთოდ ბოლო ექვს თამაშში სულ რვა ქულა აქვს აღებული. თუმცა ევროპის ლიგის  აღნიშნულ ეტაპამდე ფრანგული კლუბი მცირე ძალებით არის მოსული. მისი წინა მეტოქეები იყვნენ ოდესის “ჩერნომორეცი” და პლზენის “ვიქტორია”.  მატჩის წინ ერთი-ორი სიტყვით მიმოვიხილოთ ჩვენი მეტოქე.  “ლიონის” ძირითადი სათამაშო სქემაა  4-3-1-2, თუმცა შეუძლიათ ეს სქემა შეცვალონ და 4-2-3-1 ითამაშონ, ეს უკანასკნელი კი მოგვაგონებს იმ სქემას, რითაც  “ნაპოლი” ეთამაშა  “იუვენტუსს” ბოლო შეხვედრაში.  სტატისტიკის მიხედვით, ფრანგებს მოკლე პასებით თამაში უყვართ (85%-ში), გრძელი პასებით იშვიათად თამაშობენ.  შეტევებს ფლანგებზე აგებენ, რადგან ამ დროს გუნდი 4-3-3-ზე გადაეწყობა ხოლმე.  ასეთმა ვარიაციამ შეიძლება  “იუვეს” დაცვას პრობლემები შეუქმნას.  გარდა ფლანგებისა,  “ლიონი” ტარანულ სტილსაც იყენებს გომისის ხარჯზე, რომელიც კედელს უთამაშებს ლაკაზეტის.  საერთო ჯამში, “ლიონის” შეტევა მრავალფეროვანია და მითუმეტეს საკუთარ სტადიონზე  სავარაუდოდ შეტევით სტილს გამოიყენებს.

“ლიონის” ძლიერი მხარეები:

  • სტანდარტული სიტუაციებიდან სახიფათო მომენტების შექმნა (განსაკუთრებით, თავისუფალი დარტყმებიდან)
  • საგოლე მომენტების შექმნა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე
  • ფლანგური შეტევები
  • თავით თამაში სტანდარტული სიტუაციების დროს

სუსტი მხარეები:

  • დაცვა მეტოქის მიერ აუტის მოწოდების შემდეგ
  • დაცვა მეტოქის კონტრშეტევების დროს

“ლიონის” სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ასეთია:  ლოპესი, ბედიმო, გონალონი, კონე, ზეფანი, მვუემბა, ფერი, მალბრანკი, გურკუფი, გომისი, ლაკაზეტი.  დიდი ალბათობით, “ლიონი” შეუტევს, შესაბამისად, მათი დაცვა ცოტათი წინ იქნება წაწეული, ეს შეუქმნის “იუვენტუსს” კონტრშეტევის შესაძლებლობას, ამ დროს კი ფრანგების დაცვა სუსტად თამაშობს, როგორც წესი.  “ლიონის” მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციაც, რათა მეტოქის მიერ წესების დარღვევა გამოიწვიონ საჯარიმოს მისადგომებთან. ამით ისინი შეეცდებიან სტანდარტული სიტუაციები  გამოიმუშავონ, რომლებსაც საკმაოდ კარგად ასრულებენ.

როგორი იქნება “იუვენტუსის” სამწვრთნელო შტაბის პასუხი? კარგად ვიცით, რომ დაცვის ხაზს შექმნიან კასერესი-ბონუჩი-კიელინი, შეტევას ტევესი გააძლიერებს, რომელმაც კონტრშეტევაზე შეიძლება გამოიჩინოს კიდეც  თავი. ეს ხალხი შეიძლება იყოს თამაშში გუნდის მთავარი კოზირი. ვიდალი გამოტოვებს აღნიშნულ მატჩს, და სავარაუდოდ გუნდის დაცვით პოტენციალს დააკლდება, სავარაუდოდ, პოგბა მიეხმარება პირლოს.

“იუვენტუსის” სავარაუდო შემადგენლობა: ბუფონი, კიელინი, ბონუჩი, კასერესი, ასამოა, მარკიზიო, პირლო, პოგბა, ლიხშტაინერი, ლორენტე, ტევესი.

არ იქნება გასაკვირი, რომ სტუმართა დაცვას დიდი ჯაფა დააწვეს, ამიტომ, ასამოა და ლიხშტაინერი დაცვას მიეხმარებიან და ამასთან, კონტრშეტევებში ჩართვაც მოუწევთ, ბიანკონერთა თავდამსხმელების დაზღვევაზე.  “ლიონმა” შეიძლება “ნაპოლის” სტილის გამეორებაც სცადოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, “იუვეს” მიზანი უნდა იყოს ბურთის ცენტრში გათამაშება, ასევე კონტრშეტევაზე მომენტების მაქსიმალური რეალიზაცია. აქ კი ტევესზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ბურთის ფლობის დროს არ იქნება სასურველი მაღალი გადაცემების გაკეთება, უმჯობესია აქცენტი დაბალ პასებზე, რადგან მეორე სართულზე ფრანგები საკმაოდ კარგად თამაშობენ და ლორენტეს საჯარიმოში დიდ წინააღმდეგობასაც  გაუწევენ ამ მხრივ.

ეს მოკლე წინასამატჩო ეტიუდი. სულ რამდენიმე საათი და თამაშიც დაიწყება. ვნახოთ, რა მოხდება მოედანზე. რაც მთავარია, წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გუნდს.  Forza Juve!

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jibojuve
10 years ago

ხდება შეკრება ფანკლუბის თუ იცით ვინმეემ?
:forza: :juvee: :juventus: :italy:

10 years ago

არანაირად არ უნდა მივცეთ ბურთი და არანაირად არ გვინდა კონტრშეტევაზე თამაში… თუ ბურთი მივეცით და ცენტრი, ჩვენი დაცვა არაა იმ დონეზე გამოცდილი ჯერ, რომ გაუძლოს ზედმეტ ზეწოლებს…

Samtrediel90
10 years ago
Reply to 

რა კონტრშეტევა… კონტრშეტევას სწრაფი ხალხი უნდა და სადაა აბა ეგეთები? :chuvak:

10 years ago

კასერესმა მაგრად მოუმატა რაც გასახარია.. ძალიან ტეხნიკური და კარგი ფეხბურთელია

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x