ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “ახლა ჩვენთვის იტალიის ჩემპიონატი არ არსებობს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე “ლიონთან” დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს შეხვდა : “თამამად შემიძლია განვაცხადო, ამ მომენტისთვის ჩემთვის იტალიის ჩემპიონატი არ არსებობს.კონცენტრირებულნი ვართ მხოლოდ ევროპის ლიგაზე, ჩვენი მიზანი ხვალინდელი მატჩის მოგება და ნახევარფინალის საგზურის მოპოვებაა.ტურნირის ამ ეტაპზე იტალიური გუნდი შვიდია წელია არ ყოფილა, ეს უსიამოვნო ტრადიცია უნდა დაირღვეს.ვუჩინიჩი ? – ეს სეზონი მისთვის რთული გამოვიდა, ტრავმებმა გააწამეს.საბედნიეროდ, ახლა იგი ჯანმრთელადაა და თამაში შეუძლია.რაც შეეხება პოგბას, საოცრად ვითარდება.ვფიქრობ, ტაქტიკურად, ფიზიკურად და ტექნიკურად ახლა ის უფრო ძლიერი მოთამაშეა, ვიდრე იყო.თუმცა, ამ ასაკში ნებისმიერ ფეხბურთელს სჭირდება პროგრესი და გამონაკლისი არც ფრანგია.როტაცია ? – ნებისმიერ შემთხვევაში, მოედანზე იმ საუკეთესო თერთმეტეულს გავიყვან, რომელიც ბრძოლას შეძლებს.დრო იმ მოთამაშეებს მიეცემათ, რომლებსაც შეუძლიათ კარგი თამაშის გარანტია მოგვცენ, მათი მდგომარეობა უახლოეს საათებში შეფასდება.ტევესი ? – გუნდისთვის შეუფასებელი ფეხბურთელია, ძალიან მნიშვნელოვანი, ბოლო პერიოდში საოცარი დატვირთვა აქვს.ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ გაირკვევა, ითამაშებს თუ არა პირველივე წუთებიდან.კონკურენცია დიდია, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მე ვიღებ, თამაშის წინ.”

წყარო : Calcionews24

7 thoughts on “კონტე : “ახლა ჩვენთვის იტალიის ჩემპიონატი არ არსებობს”

  1. ika..juve..10
    ატლეტიკოს 1 კონკრეტული თამაშI არ მოუგია მარტო 2 რაუნდიან დაპორისპირებაში აჯობა, თან ბარსასთან 6 თამაშია არ წაუგია სიმეონეს

  2. ბარსამ მესიან, ინიესტიან, ხავიან-ნეიმარიანად გამოვარდა ლიგიდან.. აი ასეტებიც ხდება, ასე რომ დააფასეთ კონტე, ესეთი ვირტუოზი ეხბურთელები არ ყავს და მაინც ფანტასტიური შედეგები აქვს სერია A-ში და უეფაზეც დამაჯერებელია

      1. და რა მერე მაგით?? მე იმას ვამბობ რომ ერთი კონკრეტული თამაში ყველამ შეიძლება წააგოს,მესის ბარსამაც კი, ხო და კონტეს გუნდს როგორც კი თამაში არ მისდის ეგრევე მწვრთნელის გადაყენებას ითხოვთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.