ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ბენფიკა” – “ტურინის” “იუვენტუსის” მორიგი მეტოქე

ტურინის “იუვენტუსი” ევროპის ლიგის 1/2 ფინალში ლისაბონის “ბენფიკას” დაუპირისპირდება.მართალია, ამ გუნდების დუელს უფრო ფინალში ვარაუდობდნენ, თუმცა კენჭისყრამ სხვანაირად გადაწყვიტა და 24 აპრილს, პორტუგალიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი საკუთარ მოედანზე სწორედ ბიანკონერებს უმასპინძლებს.ბებერი ქალბატონის მსგავსად, ევროპის ლიგაზე ჟოზე ჟეზუსის გუნდიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ადგილიდან მოხვდა, გზად კი ისეთი მეტოქეები ჩამოიცილა, როგორებიც არიან ბერძნული “პაოკი”, ლონდონის “ტოტენჰემი” და ჰოლანდიური “ალკმაარი”, ამ უკანასკნელს ლისაბონელებმა გუშინ გვიან ღამით მოუგეს 2-0 და 1/2 ფინალისკენ გზა დამსახურებულად გაიკვალეს.ჟეზუსის გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატში პირველ პოზიციას იკავებს და შვიდი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “სპორტინგს”, გათამაშების დასრულებამდე კი მხოლოდ ოთხი ტურია დარჩენილი.არწივების მთავარი მეგოლე ესპანელი როდრიგოა, რომელსაც შიდა ჩემპიონატში ათი, ხოლო ევროპის ლიგაზე 3 გოლი აქვს გატანილი, ამდენივე გატანილი ბურთია ბრაზილიელი ლიმას ანგარიშზე.აღსანიშნავია, რომ “ალკმაართან” მატჩის უკანასკნელ წუთებში უმძიმესი ტრავმა მიიღო ლისაბონელთა მარჯვენა მცველმა, სილვიო პერეირამ, რომელიც გუნდს სეზონის დარჩენილ ნაწილში ვერ დაეხმარება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

107 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
10 years ago

ვაღიარებ რო იტალიელების შეცდომებს ყოველთვის ვამართლებდი და ლეგიონერების უმეტესობის შეცდომებს პირიქით უფრო ვამახვილებდი მაგაზე ყურადღებას, მარა ისე არ ყოფილა რო ვინემს კარგად ეთამაშოს და ლეგიონერობის გამო ცუდი მეთქვას, პოგბას კარგი თამაშიც დამიფასებია, ტევესისაც, ლორენტესიც და ასამოასიც, კარგი თამაში ყველასი მიხარია

Di Francesco # 1
10 years ago

FeNoMeNo-9
ყველაზე ნაკლებად მე ვლანძღავ ტრეინერებს და ფეხბურტელკებს და თვეში ერთხელ რომელიმე ლეგინერი თუ შემომელანძღა არაუშავს, ჩათვალეთ მთელ გუნდს ვლანძღავ უბრალოდ რომელიმე არაიტალიელის სახელით, აბა მარკიზიოზე ვერ ვამბობ ცუდს და რა ვქნა :chuvak:

FeNoMeNo-9
10 years ago

კვირაში ერთხელ კი არაა, დღეში ორჯერ შემოდიხარ და ტევესს, ლორენტესა და ასამოას ტექნიკურად ლანძღავ. :D ტური არ გასულა ჯერ ამ “შავი სამეულიდან” რომელიმე არ გაგეკრიტიკებინოს. სამაგიეროდ დე ჩელიე ერთ ნორმალურ პადაჩას, რომ გააკეთებდა მთელი თვე ამაზე აღტკინებით საუბრობდი და მის ძირითადში თამაშს ითხოვდი. :D

Di Francesco # 1
10 years ago

FeNoMeNo-9
ჩემთვის იტალიის ნაკრები არი მსოფლიო ჩემპონატზე ნომერ პირველი ფავორიტი, ახლა ვიტყვი ობიექტურად იტალიის ნაკრებს არანაირი შანსი არააქ მუნდილის მოგების :chuvak: რომელი ჯობია სუბიექტურობა თუ ობიეტურობა?

FeNoMeNo-9
10 years ago

გიპასუხებ რომ ობიექტურად იტალიის ნაკრებს ყოველთვის ექნება შანსი მსოფლიო ჩემპიონობის, რადგან ბრაზილიის შემდეგ უდიდესი გრანდია მსოფლიოში. და ეხლა სხვა თემას შეეხე საერთოდ. :D

Di Francesco # 1
10 years ago

იტალიაში და კონკრეტულად ტურინში დაბადებული ფეხბურთელების გულშემატკივარს თუ მიმიღებთ იუვეს გულშემატკივარად გამიხარდება, თუარადა შემიძლია დაგტოვოტ, არ შეგაწუხებთ :chuvak: უბრალოდ მეორეჯერ აღარ მითხრათ რო სუბიექტური ხარო, ვიცი რო სუბიექტური ვარ :chuvak:

FeNoMeNo-9
10 years ago

იყავი ბრატ სუბიექტური ეს შენი ნებაა, მაგრამ უგულშემატკივრე მთლიანად გუნდს მისი ლეგენდებითა და უცხოელებითურთ და არა იტალიელებს მხოლოდ. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება. ;)

Di Francesco # 1
10 years ago

FeNoMeNo-9
გულშემატკივრობა და სუბიექტურობა სინონიმებია

FeNoMeNo-9
10 years ago

არასწორად გესმის შენ გულშემატკივრობის არსი მეგობარო. როცა ხარ ფანი კონკრეტული კლუბის ან ნაკრების, გასაგებია რომ შენი საყვარელი გუნდის მიმართ ცოტა სუბიექტური ხარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს შავზე თქვა თეთრი არისო. ;)

Di Francesco # 1
10 years ago

ბუფონის შეცდომაც ალბა ერთერთი ვარ ვისაც ყველაზე მეტად წყინს მარა არც მაგას არ ვაღიარებ და არ დავაჯერებ ჩემ თავს რო ბუფონი ცდება, მე ბუფონის ყურების გამო მიხარია ფეხბურთის ყურება და სანამ ბუფონი ფეხბურთშია სულ მექნება იმის იმედი რო გოლს არ გაუშვებს, 9 გოლი რო გაუშვას 9 დარტყმიდან მეათე დარტყმაზე ისევ დარწმუნებული ვიქნები რო აიღებს

Di Francesco # 1
10 years ago

FeNoMeNo-9
მე იუვენტინოებს ვქომაგობ და როცა სებას დე ჩელიეს დამარკიზიოს ეხება საქმე იმას ვიტვი რაც მათთვის უკეთესი იქნება და მე გამიხარდება და არა იმას რაც დროებითი რეალობა შეიძლება იყოს, დროებითი რეალობა იყო მარკზიოს ცუდი თამაში მარა მე არასდროს არ ვაღაირებდი რო ცუდად თამაშობდა, არადა შეიძლება პირველი მე შემემჩნია მისი ცუდი თამაში
დღეს უკვე მარიზიოს იბრუნდებს ძველ ფომას და ძან მიხარია

FeNoMeNo-9
10 years ago

ჰოოდა პირდაპირ იძახი შენი პირით რომ სუბიექტური გულშემატკივარი ვარო. მე მეტი რაღა უნდა გითხრა?..

Di Francesco # 1
10 years ago

prince
ხო კვალის გოლი იყო ლონდონში შემთხვევითი, მატრის გოლი მილანში
იმ გუნდმა ძლიერი მილანი დაამარცხა თავის იბრებიანად, და ნაპოლის უგებდა 3-0ებს კავანებით და ლავეცებით

Di Francesco # 1
10 years ago

სება – 9 კვალი – 13 მირკო – 13 მატრი – 10 შარშან ყველა ტურნირზე ყველამ ერთად შეაგდო 35 გოლი სება – 2 კვალი – 4 მირკო – 2 ტევესი – 19 ლორენტე – 15 ოსვალდო – 2 ყველამ ერთად შეაგდო 41 გოლი, სეზონის ბოლოს ალბათ უფრო მეტი იქნება, კი პროგრესი ჩანს მარა ცუდი რაარი თუ იცი? როცა დაგვჭირდა რო ამ ორი ფორვარდის გარდა სახვასაც ეთამაშა ვერ ითამაშეს იმიტორო არცერტს არააქ იმდენი სათამაშო დრო რო ფორმაში იქნვნენ, მე ის ფორვარდები შეიძლება არა მარა ის მიდგომა მერჩივნა რო ყველა ორვარდი ფორმაში იყო და ყველას თანაბრად გაქონდა , დღეს იუვე ორი ფორვარდის… Read more »

Di Francesco # 1
10 years ago

prince
შეინი აზრით წელს თავდამსმხელებმა რამდენით მეტი გოლი გაიტანეს ვიდრე შარშან და შარშანწინ ყველა ტურნირზე?

Vega
10 years ago

რაც იმათმა მთელი 2 სეზონი იწვალეს და შემთხვევითი გოლები გაიტანეს მაგდენი 1 სეზონში ტევესმა და ნანდომ შეადგეს, თან ეს უკანასკნელი 1 წელი უთამაშებელმა კაცმა.

Di Francesco # 1
10 years ago

FeNoMeNo-9
თვითონ იუვემ გვაიძულა რო მასე ყოფილიყო და ლონდონში ფრე გამხარებოდა, კატანიაში საოცნებოდ გვქონდა მოგება და მეშვიდრ\ეს ვერ ვცდებოდით და ამის მერე ლიგის ჩემპიონთან ფრე არუნდა გამხარებოდა? და თან აქ ის კიარიყო სასიხარულო რო იუვემ ფრე გააგორა ჩელისთან, სასიხარულო იყო ის რა შეიძლებოდა შეცვლილიყო ამით იუვენტუსში, ჩემი აზრით იუვეს წინსვლაში ერთერთი გარდამტეხი მომენტი იყო ის თამაში, იქ ყველამ დაიჯერა რო შეგვიზლია მაღალ დონეზე თამაში და ევროპამაც სულ სხვა თვალით შემოგვხედა

FeNoMeNo-9
10 years ago

გასაგებია რომ გაგიხარდა, მაგრამ მოვლენებს ეპიკურ მასშტაბებში აღიქვამ, რაც შენ ემოციებს დრამატულს ხდის. ყველაფერ ამის შემდეგ გჯერა, რომ ჩელსისთან ფრე ლიგის მოგებას უდრის, დე ჩელიე ასამოას ჯობია, ტევესი დიდი არაფერი იგროკია, მარკიზიოს გარეშე იუვეს არსებობა შეუძლებელია, ოსვალდო ლორენტეზე უკეთესია, პოგბა გასაყიდია, სება მომავალი დელ პიეროა (პროსტა დრო არ ეძლევა), იგუაინი სუპერდონეა და ა.შ. კიდევ უამრავი შენი ფანობის განსხვავებული თავისებურებების გახსენება შემიძლია. ;)

vaxo turqadze
10 years ago

mgel piero : მაგარი კაცი ხარ ძმა ტევესის “გადაწყვეტილი” თამაში გერმანიასთან წაგებული 4-0-ის ფონზე რომ გახსენდება და არა სხვა :D :D ,ისე მაგარი მებრძოლი კია ჩვენი ინდიელი აპაჩე :forza: :forza: :forza:

FeNoMeNo-9
10 years ago

“იუვე 3 ქულას ჩაიწერს ტუ ექვსს სეზონის ბოლოს დღეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, იმ თამაშში რომელსაც კვირიდან კვირამდე ველოდები, ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის მობეგასთან მიახლოვებული სიხარული იყო ლონდონში ფრე”<—– აი ეს არ მესმის უბრალოდ შენგან, თორემ ყველანი რაღაცა სასიამოვნო განცდის შემდეგ ვიწყებთ ამა თუ იმ კლუბის ან ფებხურთელის გულშემატკივრობას. ლონდონში შემოტრიალებულ ფრეს მე ლიგის მოგების ტოლფასად ვერ ჩავთვლი ვერასდროს, რადგან ვარ ტურინის იუვენტუსის, დიდი კლუბის ფანი და კონკრეტულ (არაგადმწვეტ სტადიაში) თამაშებში მიღებული გრძნობები არ მანიჭებს ამხელა ემოციას, როგორც შენ. ალკორკონის ფანმა შეიძლება თქვას რეალთან 4-0 მოგებული თამაშის შემდეგ, რომ ვსიო ჩემმა გუნდმა ზედიზედ 9 ლიგა, რომ მოიგოს იმ სიხარულს მიანც ვერ შემიცვლისო,… Read more »

Vega
10 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

:up: :up: :up: :up: :up: :up: :up: :up: :up: :up: :up: :up: :up: :up: :up: :up: :up: :up:

Di Francesco # 1
10 years ago

გემოვნება კარგია :chuvak: მაგ ხალხს ვინც იყიდის ყველა გუნდია, მიუყვანე მაგ ფეხბურთელები ყარაგანდის შახტიორს და ლიგას მოიგებს, კონტემ ტრუსინიჩებისგან დადო შედეგი და ესაა დასაფასებელი, ვიღაცამ ჰუმელსი აღმოაჩინა და მაგაზო ვოცნებობ ჩვენ? კონტემ ბონუჩი შექმნა და მოდი კონტეს შექმნილი დავაფასოთ

vaxo turqadze
10 years ago

ჟილკას არც მე ვუკარგავ და მაგას სულ ავღნიშნავ თუ გადახედავთ ჩემს კომენტარებს,მაგარი კაცია და ვაფასებ,კარგი ფეხბურთელია და ყველას სჯობს ბოლო წლებში ჩვენი თავდამსხმელების ფონზე,მაგრამ ბევრს გამოყავს რაღაც სასწაული რაც სწორად არ მიმაჩნია თქვით რომ არის კარგი იგროკი და გინდათ უკეთესი?არ გინდათ?მე მინდა,იმიტომ რომ არ მიმაჩნია ტოპად,არ მეთანხმებით ნუ მეთანხმებით …

Di Francesco # 1
10 years ago

რაში გამოიხატება ხარისხის გაზრდა? შარშან ლიგის მეოთხედფინალში გავედით და წელს ჯგუფში ჩავრჩით, შარშანაც მოვიგეთ სკუდეტო და წელსაც, და + წელს ყოველი თამასის მერე ყველა იძახით თამასის ხარისხი არ ვარგოდაო და რა გააუმჯობესმა ტევესის მოსვლამ? მეც გეთანხმები რო ტევესი ჯობია მატრის მარა კონკრეტულად რა შეიცვალა ტევესის მოსვლით? შედეგი რო არა ფაქტია

Vega
10 years ago

რა შეიცვალა და გოლი გააქვს თავდასხმას მიუხედავად ჩვენი სვარკისა. საგრძნობლად გამოაცოცხლა თავდასხმის ხაზი ტევესმა როცა მაშინ თქვენი ვაი კლოუნები უბრალოდ იდგნენ ხესავით და მაყურებლებს ითვლიდნენ მხოლოდ. რაც ჩვენ თავდამსხმელები გვყავდა მათ ტევესი ფოკუზებით გააბოლებს რა. იმენა როჟა ყველა ბურთზე იბრძვის როცა ტრუსინიჩი და მისი ძმები უმოძრაოდ იყვნენ და შემთხვევითი გოლები გაჰქონდათ.

FeNoMeNo-9
10 years ago

შედეგი ისაა, რომ ტევესის მოსვლით გუნდი შეტევაში უფრო მრავალფეროვანი და მძლავრი გახდა. 69 გოლი გვაქვს გატანილი 6 ტურით ადრე ჩემპიონატის დასრულებამდე, მაშინ როცა 2012-ში 68 გავიტანეთ, ხოლო 2013-ში 71 თუ არ ვცდები. კარლიტო-ნანდოს დუეტს უკვე 31 გოლი აქვს შეგდებული, რაც ტრუსოს+სება+მატრი მეტია შარშანდელთან შედარებით. თან იმის გათვალისწინებით, რომ ორივე დებიუტანტია. ხალხო პირიქით უნდა გიხაროდეთ, რომ ჩვენი ფორვარდები ბომბარდირთა დავაში ლიდერობენ. ბოლოს გახსოვთ როდის იყო იუვეს თავდამსხმელი თუდნაც 5 საუკეთესო სნაიპერს შორის?! თქვენ კიდე იძახით არაფერი შეცვლილაო…კარგით რა :(

Vega
10 years ago

ფაქტი ისაა რომ ტევესმა სულზე მოგვისწრო და ჩვენი თავდასხმის ხარისხი ბევრად გააუმჯობესა ვიდრე ეს იყო წინა წლებში. რამდენი გოლი გაჰქონდათ ჩვენს თავდასხმას მთელ სეზონის განმავლობაში? ნახევარ დაცვისა და დაცვის ხარჯზე გავდიოდით უფრო ფონს და მათ ხარჯზე მოვიგეთ ის 2 სკუდეტოც. რაც ტრუსინიჩმა, მატრიმ და მისთანებმა გაიტანეს ეს ტევესმა გაიტანა ერთმა და ჯერ სადააა.

სასაწრაფოდ უნდა დატოვონ: პადოინი, ისლა, ტრუსინიჩი, ოსვალდო, პელუზო, და ა.შ.

და სასწრაფოდ გვჭირდება ამ ხალხიდან რომელიმე: ფლორენცი, ინსინიე, გაბიადინი, პასტორე, სუარესი, ბაიანე, ლალანა, ჰუმელსი და მერე მოვიდეს ვინც გინდა ის გუნდი! თავზე დავამხობ მთელ მოედანს.

Di Francesco # 1
10 years ago

იუვენტუსის ფეხბურთელი როდესმე სხვა კლუბის ფეხბურთელისთვის შემიდარებია? ასმოა არ მომწონდა და ვიძახოდი დე ჩელიე ჯობიათქვა, ალვეში ჯობიათქვა ვთქვი? სინამდვილეში ზუსტად ალვეში ჯობია და არა დე ჩელიე მარა მე არცერთი იუვენტინო არ დამიმცირებია და სხვა კლუბის ვარსკვლავებზე არ დამიწყია ოცნება, დე ჩელიზე კიდე კაის რო ვამბობდი უნდა მეთქვა კიდევაც ერთ რიგით იუვენტინოს ერთთერი მთავარი იუვენტინო უნდა შემექო, კაი ფეხბურთელია თუ ცუდი მაგას მნიშვნელობა აქააქ, გუნდში იყო და მე ჩემებურად ვაფასებდი, მოვა და კიდე დავაფასებ

Di Francesco # 1
10 years ago

Del alex
იუვენტუსი ჩემთვის რუბინიოცაა და ბუფონიც, ერთ დროს რუბინიოს სახელს რო გავიგებ წლების მერე სხვანაირად გამახსენდება მაგ ადამიანი იმის გამო რო ერთ დროს იუვეში იყო

giorgi nefaridz
10 years ago

imereli says:
2 მანჩესტერულმა გუნდმა რომ მიქარა მაგ 2ჯერ 2 4 ტევესს რაც ძალიან ბევრი ფორვარდისგან და ფეხბურთელისგან გამოარჩევს არის საოცარი ჟილკა, გერმანიასთან 4-0 მარტო ეგ თამაშობდა ფეხბურთს

Di Francesco # 1
10 years ago

FeNoMeNo-9
დიდი შანსია, ადამიანი რო იბადება არ მოყვება იმას რო გინდათუარა რომელიმე კლუბის ფანი იქნებაო, რაღაცა მომენტში ირჩევს ყველა მის საგულშემატკივრო კლუბს და მაგ მომენტი რო მენახა სეიძლება მექომაგა ფიორესთვის არ გამოვრიცხავ

Di Francesco # 1
10 years ago

mgel piero
პირო არ იუვეს ლეგენდა არაა კორინთიასის ლეგენდაა, რატო არაა იუვეს ლეგენდა რადგან მილანში აქ ნათამაშები? მილანის ფანებიც დააფასებენ და მისი კლუბის ლეგენდად ჩათვლიან, იუვეს ფანები კიდე თუ არ ჩათვლიან პირლოს მისი კლუბის ლეგენდათ ეს ჩემი აზრით პირლოს დაუფასებლობა იქნება, პირლო ზოგადად იტალიური ფეხბურთის ლეგენდაა და მე არ შემრცხვება კარიერის ბოლოს იმის თქმა რო პირლო იუვეს ლეგენდა ც იყო

FeNoMeNo-9
10 years ago

1juve ანუ გამოდის შენი გულშემატკივრობა კონკრეტულ ეპიზოდებზე და განცდებზეა აგებული, ვიდრე კომპლექსურად გუნდზე და მის მიერ დადებულ შედეგებზე. იმავე ლოგიკით მაურო ბრეშანის 2000 წლის მაკრატელა რომ გენახა ბარსელონასთან, შენ ალბათ ფიორენტინას თავგადაკლული ფანი იქნებოდი და მასზე უკეთეს ფეხბურთელს არ დაიგულებდი სამარადჟამოდ. ;)

giorgi nefaridz
10 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

:lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
10 years ago

mgel piero
აბა იუვენტუსი ვისია იტალიის და იტალიელების არაა? ნაწილობრივ ლეგიონერებისაცაა ხო ხოდა მეც ვაფასებ მაგ ლეგიონერებს მარა იუვე ყოველთვის იტალიური ფეხბურთის სახედ დარჩება

Di Francesco # 1
10 years ago

Del alex
ვინ იუვენტინოა და ვინ არა ამის დასკვნა არ არსებობს ყველას მიერ აღიარებული, ყველა გულშემატკივარს უყალიბდება აზრი ვინაა იუვენტინო და ვინ არა, ჩემთვის კვალიარელაა იუვენტინო სენთვის ტევესი, მე არ გეუბნები შენ რატოა შენთვის ტევესი იუვენინოთქვა, ჩვეულებრივი მოვლენაა ზოგს ერთი მოწონს ზოგს მეორე

jjj jjj
10 years ago

იუვენტინო ტევესი არაა, არც კვალია, ტრუსიკა და მითუმეტეს მატრი (რომელმაც ფიორეში გადასვლისას ბოდიში მოიხადა ტურინული წარსულის გამო) ჩემთვის დღეს ნომერ პირველი იუვენტინო ჯიჯია, მარკიზიო კიელინი ი ვსო

| Newsphere by AF themes.
107
0
Would love your thoughts, please comment.x