ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “ყველა “იუვენტუსის” წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ძლიერები ვართ”

სამთვიანი დუმილი ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “უდინეზესთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე დაარღვია.იტალიელი სპეციალისტი იტალიის ჩემპიონატის შეხვედრებამდე ჟურნალისტებს არ ხვდებოდა და ყვითელ პრესასთან ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა, თუ ევროპის ლიგაზე მოუწევდა მის გუნდს თამაში : “რატომ გადავწყვიტე თქვენთან შეხვედრა ? – მხოლოდ ექვსი ტური დარჩა, ჩემი ხმის იოგები სათანადო ფორმაში არიან და სალაპარაკოდ მზად ვარ.(იცინის).სკუდეტოსთვის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, ამას მანამ ვიტყვი, სანამ ოფიციალურად არ გახდება ცნობილი ჩემპიონობის ვინაობა.ძალიან ძლიერი კონკურენტი გვყავს, “რომას” სახით.როტაცია ? – მართალია, ბევრი მაკრიტიკებდა, თუმცა მათ არ დავეთანხმები და ვიტყვი, რომ ეს გუნდს სჭირდებოდა.”იუვენტუსი” ევროპის ლიგის 1/2 ფინალში ითამაშებს და აუცილებელია, ენერგია სწორად გადავანაწილოთ.”ბენფიკასთან” ორი ძალიან დაძაბული და დამღლელი დუელი გველის, დრო აჩვენებს, რომ ფეხბურთელების ცვლა ჭკვიანური ნაბიჯი იყო.დიახ, ვიდალი განაცხადშია და იგი უდინეს გუნდთან ერთად ეწვევა, თუმცა ტკივილები კვლავაც აწუხებს და მიიღებს თუ არა მატჩში მონაწილეობას, ხვალ გადაწყდება.”იუვენტუსი” იტალიას ევროპაში წარმოადგენს და ლოგიკურია, რომ ყველას ჩვენი წარმატება არ სურს.საერთოდ ასეა, როცა ცუდ ფორმაში ხარ, მოწინააღმდეგეები კმაყოფილნი არიან და მოსწონთ შენი პოზიცია, მაგრამ როცა გამარჯვების გზას დაუბრუნდები, აზრები ორად გაიყოფა, დარწმუნებული ვარ, ახლა მსგავსს სიტუაციაში რომაელები არიან, ისინი ფიქრობენ, რომ იტალია მათ წინააღმდეგაა, ამას მოწმობს დესტროს ეპიზოდი და დისკვალიფიკაცია.მსაჯები ? – არ ვაპირებ, ამ თემაზე ვისაუბრო.ჩემი ბიჭები მოედანზე იბრძვიან ისე, თითქოს ყოველი შეხვედრა გადამწყვეტი იყოს მათ კარიერაში, თუ წარმატებულნი ვართ, ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენი დამსახურებაა.ოსვალდო ? – ძალიან მონდომებულია და როცა მწვრთნელს სათადარიგოთა სკამზე ასეთი ფეხბურთელი ჰყავს, შეუძლია ერთი შეცვლით თამაში გადაასხვაფეროს.ჩემი მომავალი ? – უადგილოა შეკითხვაა კონკრეტულ მომენტში, სეზონის ფინიშზე ვართ კონცენტრირებულნი.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x