ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“სერია ა”-ს 20 საუკეთესო შემტევი ფეხბურთელი

“სერია ა” ნამდვილად გამოირჩევა უხვგოლიანობით, ამიტომ მე ვეცდები ამ სტატიით გაგაცნოთ ყველაზე გამტანი და შემტევი ფეხბურთელები ამ სეზონში.

20. “კატანია”– კლუბს რთული დრო უდგას, მათი ლიდერი ფრანჩესკო ლოდი “ჯენოას” შეუერთდა, რამაც ისინი ძალიან დააუძლურა. მათს ანგარიშზე ამ სეზონში 24 გოლია და ბოლო პოზიციას იკავებენ, ისინი “სერია ბ”-ში დაქვეითდებიან.
19. “კიევო”– მათი საუკეთესო გამტანი ალბერტო პალოშკია, რომელიც “მილანმა” გაიფორმა ნაადრევად. მის ანგარიშზე 30 მატჩში 13 გოლია, შემდეგი სეზონიდან მათი შეტევა უფრო მოისუსტებს.
18. “ბოლონია”– ალესანდრო დიამანტის წასვლის შემდეგ მათმა შეტევამ ძალიან მოისუსტა, მაგრამ იტალიელს მაინც დარჩა შემცვლელები რობერტ აკვაფარესას, დავიდე მოსკარდელის და რონალდო ბიანკის სახით.
17. “კალიარი”– მაურისიო პინილია, ნენე და მარკო საუ, ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც ამ კლუბის მთავარ შემტევ ძალად ითვლება, მაგრამ 31 მატჩში ამ სამი ფეხბურთელის ანგარიშზე ერთად 16 გოლია, რაც კლუბის ფანებს არ უნდა აიმედებდეთ.
16. “ჯენოა”– ალბერტო ჯილარდინო, რომელიც ასაკშიც ბრწყინავს, 14 გოლი ამ სეზონში! მაგრამ, ყველაფრის და მიუხედავად ეს არ ჰყოფნის გუნდს, რომ იყვენენ შემტევთა მაღალ პოზიციებზე, მეორე საუკეთესო გამტანი ლუკა ანტონელია, პოზიციით მცველი, რომლის ანგარიშზეც მხოლოდ 3 გოლია, აქედან გამომდინარე ჯილარდინო კლუბის სული და გულია.
15. “უდინეზე”– კიდევ ერთი ვეტერანი, რომელიც კლუბს ასულდგმულებს, ეს ანტონიო დი ნატალეა, 11 გოლი ამ სეზონში, მის შემდეგ კი 4-4 გოლით ბრუნო ფერნანდესი და ლუის მურიელი ლიდერობენ.
14. “ატალანტა”– სტატისტიკა არაა საჭირო, საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის ფეხბურთელებისაგან დაკომპლექტებული შეტევა, ჟერმან დენისი, მაქსი მორალესი, ჯუზეპე დე ლუკა და ჯიაკიამო ბონავენტურა, საკმაოდ კრეატიული შეტევა, 2014 წლის იანვარში კი მათ ყოფილი “იუვენტუსის” ფეხბურთელი მარჩელო ესტიგარიბიაც დაემატათ.
13. “ლაციო”– სერხიო ფლოკარი და ერნანეში სხვა კლუბში გადავიდნენ, ამიტომ მირო კლოზე “მეწყვილის” გარეშე დარჩა, მაგრამ ტრამვის შემდეგ მან სუპერ ფორმაში მყოფი ანტონიო კანდრევა იპოვა, რომელსაც 9 გოლი და 5 ასისტი აქვს, ამასთან ერთად ზამთრის შემდეგ გამოჩნდნენ ჰელდერ პოშტიგა, კეიტა ბალდე და პერეა.
12. “ჰელას ვერონა”– კიდევ ერთი ვეტერანი, რომელიც ნამდვილად სუპერ სეზონს ატარებს, 36 წლის ლუკა ტონის 17 გოლი აქვს სეზონში და მხოლოდ ჩირო იმობილესა და კარლოს ტევესს ჩამორჩება, მას ამ საქმეში ხუან იტურბე ეხმარება.
11. “ლივრინო”– მათი საუკეთესო შემტევი პაულინიოა 13 გოლით, რომელსაც ლუკა სილიგარდი და ინოკენტ ემეგარა ეხმარება, ამ გუნდზე არაფერი ითქმის გარდა იმისა, რომ ძალიან მშრომელი ფეხბურთელებისგან შედგება.
10. “სამპდორია”– ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი გუნდი იტალიაში შეტევის მხრივ, მანოლო გაბიადინი, მაქსი ლოპესი, ედერი, პაუელ ვოლესკი, ბრიკირ ბარნასონი და რობერტ სორიანო, უცნობი მაგრამ კარგი შემტევები, მათგან საუკეთესო ნამდვილად მანოლო გაბიადინია, რომელიც “იუვენტუსის” და “სამპდორიას” თანამფლობელობაში იმყოფება.
9. “პარმა”-კიდევ ერთხელ მშვენიერ ფორმაში იმყოფება ეს კლუბი, ანტონიო კასანო, ჟონათან ბიაბინი და ამაური, საკმაოდ კარგი შემტევი სამეული, ეს კლუბი ნერბისმიერი გრანდისთვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა.
8. “სასუოლო”– შემტევები ძირითადად ახალგაზრდები არიან, სიმონე ძაძა, დომენიკო ბერარდი და ნიკოლა სანსონე, იტალიის ნათელი მომავალი. აღსანიშნავია, რომ სიმონე ძაძა და დომენიკო ბერარდი “სასუოლოსა” და “იუვენტუსის” თანამფლობელობაში არიან.
7. “ინტერი”– შეიძლება ეს კლუბი სტაბილურად არ თ ამაშობს, მაგრამ შეტევას ვერ დაუწუნებ, მაურო იკარდი, როდრიგო პალასიო, ფრედი გუარინი, რიკი ალვარესი და დიეგო მილიტო, ნამდვილად დიდი და კარგი არჩევანია.
6. “ტორინო”-ამ გუნდის ასეთი კარგი პოზიცია შემტევებში ძირითადად ორი ადამიანის დამსახურებაა, ჩირო იმობილე-ალესიო ჩერჩი, სუპერ შეტევა! იტალიაში თითქმის შეუჩერებელი. ჩირო იმობილეს 19 გოლი აქვს “სერია ა”-ში, ჩერჩის კი 13.
5. “ფიორენტინა”– ჯუზეპე როსი-მარიო გომესი, ორი უძლიერესი შემტევი, რომლებიც ტრამვებმა გაამწარეს, როსი კვლავ ტრამვირებულია, გომესი კი ახლახან გამოკეთდა, მათ ხუან კუადრადო, ხოაკინი და ალესანდრო მატრი ეხმარებათ, რაც საკმაოდ კარგი სტატისტიკის მაჩვენებელია.
4. “მილანი”-მარიო ბალოტელი, სტეფან ელ შაარავი, ჯამპაულო პაცინი, კეისუკე ჰონდა, ადელ ტაარაბტი, რიკარდო საპონარა, რობინიო და კაკა, სუპერ არჩვეანი, სუპერ შეტევა, მაგრამ ამ შეტევის უმაღლეს დონეზე შემკვრელი მწვრთნელი ჯერ ამ კლუბს არ ჰყოლია, საუბარია კლერენს ზეედორფზე და მასიმილიანო ალეგრიზე.
3. “იუვენტუსი”-გასაკვირია, მაგრამ “ბებერი ქალბატონი” მხოლოდ მესამე პოზიციას იკავებს, მათი მთავარი ძალა კარლოს ტევესი და ფერნანდო ლორენტე, რომლებსაც დანიელ ოსვალდო, ფაბიო კვალიარელა, სებასტიან ჯიოვინკო და მირკო ვუჩინიჩი უწევს შემცვლელობას.
2. “რომა”– რუდი გარსიამ ჩონჩხისგან ნამდვილად დაკუნთული მამაკაცი შექმნა, “რომა” უმშვენიერეს სეზონს ატარებს, 2 სეზონის შემდეგ გუნდი “ჩემპიონთა ლიგის” ზონაშია და თითქმის გარანტირებული აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ თასზე თამაში. მატია დესტრო, ფრანჩესკო ტოტი, გერვინიო, ალესანდრო ფლორენცი და ადამ ლიალიჩი, სუპერ შეტევა.
1. “ნაპოლი”– გონსალო იგუაინი, ლორენცო ინსინე, ჟოზე მარია კალეხონი, დრენს მერტენსი, გიორიან პანდევი, ალბათ ყველაფერი ნათქვამია…

წყარო : Bleach Report

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
10 years ago

ლოდი ჯენოას გასული წლის ზაფხულში შეუერთდა, ამ წლის სატრანსფერო ბაზარზე კი დაუბრუნდა, ეხლა სწორედ კატანიაში ირიცხება და 15 მატჩი აქვს გამართული ) პლიუს ამას, არც პალოსკი გამოუსყიდია მილანს, თანამფლობელობაში ჰყავს და არსად წერია რო დაბრუნებას აპირებს როსონერი

Gio Darja
10 years ago

ეტყობა თანამფლობელობა იგულისხმება, გაატარე :up:

10 years ago

ისე ნაპოლი შეტევბში გაცილებით მრავალფეროვანია. ინსინე ძალიან მაგარია

10 years ago

ავტორ, დასაწყისში ვერ დაგეთანხმები: “სერია ა” ნამდვილად გამოირჩევა უხვგოლიანობით”

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x