ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლულიჩი “იუვენტუსში”? ვნახოთ როგორ იქნება ის გამოყენებული

სენად ლულიჩს “იუვენტუსს” აქტიურად უკავშირებენ. ბოსნიელი ფეხბურთელი ლაციოში წლიურად 2.5 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით. ბოსნიელის ამჟამინდელ თამაშზე კარგის მეტი არაფერი ითქმის. მოთამაშე მარცხენა ნახევარმცველად და მცველად თამაშობს, ასევე შეუძლია ცენტრში გარჯაც. მას იტალიაში როგორც “mezz’ala”-ს მოიხსენიებენ.

სენად ლულიჩი თავისუფლად ერგება ანტონიო კონტეს 3-5-2-ს, მაგრამ 4-3-3-ისთვისაც არანაკლებ სასარგებლოა, რაც “ჩემპიონთა ლიგისთვის” უკეთესია.

ბოსნიელის მოსვლის შემთხვევაში კვადვო ასამოას ნამდვილად არ მიეცემა მოდუნების საშუალება. ის ასამოას არაფრით ჩამორჩება, მათი ბრძოლა ნამდვილად საინტერესო იქნება.

მცირე სტატისტიკა, 26 თამაში, 33 კარში დარტყმა, 6 გოლი და 2 ასისტი. #Lazio #Juventus #Lulic @BiHFootball

ნამდვილად უნდა აღინიშნოს, რომ ლეონარდო ბონუჩი ან ანდრეა პირლო ხშირად უკეთებენ შორეულ გადაცემას კვადვო ასამოას მარცხენა ფლანგზე, რაც ლულიჩს უფრო დაეხმარება გახსნაში.

ასამოა ძირითადად უკან უფრო სწრაფად ბრუნდება და ცენტრს ეხმარება, რაც მის შემტევ სტატისტიკას ნამდვილად ავნებს, ამიტომ თამაშებში, რომლებშიც შეტევა აუცილებელია ლულიჩი უკეთესი ვარიანტი იქნებოდა.

ასევე გუნდშია ფედერიკო პელუსო, რომელიც “ატალანტადან” 4 მილიონ ევროდ გადმოვიდა, მაგრამ მგონი არავინ ითვალისწინებს მას როგორც გუნდის ძირითად მოთამაშეს.

ლულიჩის ერთ-ერთი უდიდესი პლიუსია, ის, რომ მას ცენტრშიც შეუძლია თამაში, როგორც ასამოას, ეს კი კონტეს მეტი როტაციის საშუალებას მისცემს.

“ლაციო” 15-18 მილიონს ითხოვს მოთამაშის სანაცვლოდ, მისთვის კი “ინტერი” და “იუვენტუსი” იბრძვიან. @BH_Dragons #Inter #Juventus #Lazio #Lulic

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მას საჭირო შემთხვევაში მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში, რაც კონტეს სტეფან ლიხშტაინერის შეცვლის მეტ გასაქანს მისცემს.

წყარო : Bleach Report

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit zivzivadze
10 years ago

18 ძაან ბევრიაა მაგრამ პელუზოს და 10 მილიონად ღირს:D:D

10 years ago

18 მილიონი??? რა ამბავია???

jjj jjj
10 years ago

ძვირია ამაში 18 ლიმონი

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x