ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლოს 3 შემცვლელი ამჟამინდელ “იუვენტუსში”

ანდრეა პირლო – უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ფეხბურთის ისტორიაში. მას უამრავი ტიტული აქვს, უფრო კონკრეტულად : 1 “სერია ბ”, 1 იტალიის თასი, 4 იტალიის ჩემპიონატი, 2 “ჩემპიონთა ლიგა”, 2 იტალიის სუპერთასი, 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ევროპის 21 წლამდელი ჩემპიონატი, 1 ოლიმპიური ჩემპიონატი, 1 მსოფლიო ჩემპიონატი, ალბათ ეს ყველაფერი მის საფეხბურთო სიმდიდრეზე საუბრობს, ინდივიდუალურ ტიტულებზე კი აღარ გავგრძელდები. ის თამაშით ახლაც გამოირჩევა, მაგრამ 34 წლის ასაკში ბუნებრივია ასე ვეღარ გააგრძელებ, ამიტომ მის შეცვლაზე უკვე დაფიქრდნენ. პირლოს კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ როგორც მან La Gazzetta Dello Sport-ს განუცხადა ის ახალ კონტრაქტს აუცილებლად გააფორმებს, ციტატა : “არ არსებობს შანსი, რომ ახალი კონტრაქტი არ გავაფორმო, ჩემი წასვლა ამ კლუბიდან მხოლოდ და მხოლოდ ჭორია!” “იუვენტუსის” ახალ თაობაში ნამდვილად არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც პირლოს გზის გაგრძელება შეუძლიათ. მოდით ვნახოთ ეს ფეხბურთელები.

ფაუსტო როსი

ფაუსტო როსი “რეალ ვალადოიდის” ამჟამინდელი მეხუთე ნომერია, იჯარით “იუვედან”. მისი საუკეთესო მატჩი “ბარსელონასთან” იყო, როცა მან კატალონიელებს გოლი გაუტანა, ამასთან ერთად ის ფლანგზე თამაშობდა და სრულიად გამოთიშა თამაშს ნეიმარი.

დაცვითი მაჩვენებლები : მისი საშუალო პასების სიზუსტე 76.8%-ია, რაც საკმაოდ კარგი პროცენტული მაჩვენებელია, მას თამაშში საშუალოდ 4.5 გრძელი პასი აქვს, 2.5 ბრძოლა, 1.6 ბურთის ჩაჭრა, 1.6 თამაშის წესის დარღვევა, 0.5 გაწმენდა.

შემტევი მაჩვენებლები : 1 გოლი, 3 ასისტი, მატჩში საშუალოდ 0.9 დარტყმა, საშუალოდ 0.8 გამხსნელი პასი, 0.8 დრიბლინგი, 1.9 თამაშის წესის დარღვევა და 0.1 თამაშგარე აქვს.

ორი იტალიური იჯარის შემდეგ მან თავი ესპანეთის “ლა ლიგაში” გამოსცადა, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. 23 წლის ფეხბურთელს ნამდვილად სჭირდება მაღალი დონის კლუბი, როგორიც “იუვეა”. ფაუსტოს მცირე ამონარიდი Rai Sport-ის ინტერვიუდან : “ახალი კლუბი ნამდვილად კარგია, “ვალადოიდი” მომწონს და ბედნიერი ვარ, მაგრამ მინდა ტურინელი დირექტორები დავარწმუნო ჩემს “იუვეში” დაბრუნებაში, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ.”

“იუვენტუსს” ნამდვილად აკლია ცენტრალური ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო, პოლ პოგბა, ანდრეა პირლო და არტურო ვიდალი, 3 ცენტრალურ ნახევარმცვველიან სქემაში სულ 4 ნახევარმცველის ყოლა ძნელია, მით-უმეტეს როცა კლუბი ემანუელე ჯიაკერინიმ დატოვა, ამიტომ ფაუსტო როსის საკმაოდ კარგი შანსი აქვს დაბრუნებისთვის.

ლუკა მარონე 

24 წლის ლუკა მარონე “იუვენტუსიდან” “სასუოლოში” 2014 წლის სეზონის დასაწყისში გადავიდა.

დაცვითი მაჩვენებლები
: საშუალოდ 1.8 ბრძოლა თამაშში, საშუალოდ 1.2 დარღვევა თამაშში, საშუალოდ 1.4 გაწმენდა თამაშში და საშუალოდ 0.5 დაბლოკილი დარტყმა თამაშში.

შემტევი მაჩვენებლები : 3 ასისტი, საშუალოდ 0.3 დარტყმა თამაშში, საშუალოდ 1 გამხსნელი პასი თამაშში, საშუალოდ 0.7 დრიბლინგი თამაშში, საშუალოდ 1.3 დარღვევა.

მარონეს შეუძლია ცენტრალურ მცველად და საყრდენ ნახევარმცველად თამაში, რაც მის კარიერას უფრო ძლიერს ხდის.

დეკემბერში მის ყოფილ გუნდთან თამაში იყო დასტური იმის, რომ ლუკამ დიდი პროგრესი განვლო, ჰქონდა 86 ზუსტი პასი, 3 მოგებული ბრძოლა და 2 გამხსნელი პასი.

მისი “იუვენტუსში” დაბრუნება პოზიციების მიხედვით ნამდვილად მოსალოდნელია, ლუკა მარონე ხომ “ორში ერთშია”.

ოუსამა ბუი

ოუსამა ბუი “აიაქსის” სკოლის “მოსწავლეა”, “ბრეშიაში” არენდის დროს მან 5 ასისტი გააკეთა 17 მატჩში, ნახევარი სეზონი კი ტრამვის გამო გამოტოვა, სწორედ ამ კლუბში დაიწყო პირლოს კარიერაც.

ის ოფიციალურად შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ ასევე შეუძლია ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში, სასაცილოა, მაგრამ 2001 წლამდე ანდრეა პირლოც შემტევ ნახევარმცველად ითვლებოდა.

პოგბა-ვიდალი-მარკიზიო, სამი ნახევარმცველი პირლოს გამოტოვებით, მოუხდება თუ არა ბუი ამ სამეულს? ეს საკითხავია, მაგრამ მოთამაშეს ტალანტი ნამდვილად არ აკლია.

ბუისთვის პირლოს “ვაკანსიია” საუკეთესოა, რადგან ის სულაც სათადარიგოზე საუკეთესო იტალიის გუნდის თერთმეტეულისგან ისწავლის, მაგრამ სწავლასთან ერთად ნამდვილად საჭიროა სათამაშო დროც. მას ნამდვილად გააჩნია პასების უნარჩვევები.

წყარო : Bleach Report

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
10 years ago

ესენი პირლოს კი არა პადოინს თუ შეცვლიან მაქსიმუმ )))))) მარონე იყო იუვეში და ბოლოს საზიზღარ თამაშს აჩვენებდა )

davit zivzivadze
10 years ago

აქ ჩამოთვლილები ჯუვეს საკუთრებაში მყოფი ხალხია… თუმცა გინდა პირლოს შეცვლა მოიყვანე ვერატი და მორჩა

10 years ago

შეიძლება თითოეული მათგანი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ პირლოს შემცვლელი არ არსებობს დედამიწის ზურგზე…
რა მარონე, ბუი, ან როსი?
იუვე თუ რომელიმე მათგანით აპირებს პირლოს ჩანაცვლებას როდესმე, მართლაც რომ დიდი მიზანი აღარ უნდა ჰქონდეს ამ გუნდს…
პირლო მათ ასაკში უკვე პირლო იყო!

irakli maisuradze
10 years ago
Reply to 

გეთანხმები.. პირლო არის ის უიშვიათესი ფეხბურთელი რომელსაც არ ჰყავს დედამიწაზე ანალოგი.. შეიძლება დაიბადოს 10 წლის მერე ისეთი ვისაც ექნება საუკეთესო ხედვა, არაჩვეულებრივი პასი, დარტყმა, და ასე შემდეგ მაგრამ ვერავინ ვერასდროს შეცვლის პირლოს. როგორც ვერავინ ვერ შეცვლის დელ-პიეროს, ასევე ბუფონს.. დგეს მიუხედავად იმისა რო უსახურ თამაშს ვთამაშობთ, 1 გოლს ძლივს ვუტანთ კიევოებს კატანიებს ჯენოებს, მიუხედავად იმისა რო გალათასარაიმ ჯგუფში ჩაგვტოვა და შეიძლება ბენფიკას ორი მატჩის განმავლობაში სულ 1 გოლი გავუტანოთ, ამ გუნდში თამაშობს ცოცხალი ლეგენდა ნუმერო უნო , ბუფონი, მსოფლიო მოვლენა დელ-პიერო, მარტო ამისთვის შეიძლება გიყვარდეს იუვენტუსი და თვალს ვხუჭავ ყველაფერზე იმიტო რო იუვენტინო ვარ.. მარტო ამ ორი ადამიანის ყურება საუცხოოაა… Read more »

irakli maisuradze
10 years ago

დელ-პიერო კიარა პირლო უნდა დამეწერა მე მაპატიეთ))))))

jjj jjj
10 years ago

არის ატალანტაში ახალგაზრდა ბაზელი და საინტერესო ბიჭია ნამდვილად

Di Francesco # 1
10 years ago

მარონე არ იყო გასაშვები, სასუელოსაც ვერ მოერგო თან ტრამვა მიიღო, არადა იუვეში როცა ითამაშა დაცვაშიც კაი იყო და ნახევარდაცვაშიც
24 წლისაა ჯერ კიდე შეუძლია კარგი კარიერის აწყობა, უბრალოდ მომავალ ელს უკვე მისი სიტყვა უნდა თქვას და 2 წელიწადში იუვეშიც დაბრუნდება

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x