ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ბენფიკა” : “იუვე” – პრევიუ

“ბენფიკასა” და “იუვენტუსს” შორის დაპირსიპირება უფრო და უფრო ახლოვდება. ტურინელებს საუკეთესო შანსი აქვთ 18 წლის შემდეგ ტურინში ევროპული თასი ჩამოიტანონ. პორტუგალიელებს კი 52 წელია ევროპული თასი ლისაბონში არ ჩაუტანიათ, ალბათ ძალიან დასანანია, მაგრამ წინა წელს მათ “ჩელსისთან” იგემეს მარცხი, როც ივანოვიჩმა 90+2 წუთზე თავური შეაგდო. ზოგიერთი ექსპერტის აზრით ეს ორი კლუბი ფინალისთვის იყვნენ მზად და სწორედ ამ დაპირისპირებას ვარაუდობდნენ ფინალში, მაგრამ კენჭისყრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ნახევარფინალამდე მოიყვანა. წინ 180 წუთია, ფინალი კი 14 მაისსა. მოდით ვნახოთ კლუბების მდგომარეობა.

ტურინული მიმოხილვა

“იუვენტუსი” “ლიონს” გაუმკლავდა ბოლო ევროპულ მატჩზე, გოლები კლაუდიო მარკიზიომ და ანდრეა პირლომ გაიტანეს ტურინელთა მხრიდან, ფრანგებისგან კი თავი ბრიანმა გამოიჩინა. სამწუხაროა, რომ კლაუდიო მარკიზიოს საკმაოდ ლამაზი გოლი ავტოგოლად ჩაითვალა UEFA-ს მიერ.

“ლიონთან” თამაში არ გამოდგა ადვილი, ჯანლუიჯი ბუფონს არა ერთხელ მოუწია გარჯა, გამოსარჩევია მისი სეივი სამუელ უმტიტის დარტყმულის შემდეგ.

ტურინელებმა ევროპული თასი ბოლოს 1995-96 წლებში იგემეს, მათ ამ ჩემპიონის ტიტულის მოგების შანსს ის უზრდის, რომ ფინალი ტურინის “იუვენტუს სტედიუმზე” ტარდება.

ანტონიო კონტე იტალიის ჩემპიონატში “რომას” 8 ქულით უსწრებს, უახლოესი მატჩები კი “სასუოლოსთან” და “ატალანტასთანაა”, 9 მაისს კი ჩემპიონობა “რომასთან” გადაწყდება.

ფაქტია, რომ “ბენფიკასთან” კონტე იძულებულია სასტარტო თერთმეტეულით გავიდეს, რადგან ლისაბონში პორტუგალიელები საოცრად თამაშობენ, მაგრამ ამასთან ერთად კონტეს აქვს რთული კალენდარი იტალიაში, ეს კი მიზეზია იმის, რომ კონტემ რამდენიმე ცვლილება მოახდინეს, ეს ყველაფერი ნამდვილად არაკომფორტულია.

“ბენფიკას”  მიმოხილვა

“ბენფიკა” ნამდვილად დასაფასებელი და ძლიერი კლუბია, მათი ფანები ნამდვილად უკეთესად გრძნობენ თავს, რადგან მათი კლუბი ნამდვილად გამოსწორდა ბოლო წლებისგან განსხვავებით.

ლისაბონელები მოქმედი ჩემპიონები არიან, ბოლო ფინალში ისინი “ჩელსის” უპირისპირდებოდნენ, ანგარიში 1:1 იყო, როცა ბრანისლავ ივანოვიჩმა თავურით “ჩელსის” ტიტული მოუტანა, 90+2 წუთზე, უფრო კონკრენტულად კი მატჩის დასრულებამდე 47 წამით ადრე.

ეროვნულ ჩემპიონათში “ბენფიკა” “სპორტინგს” 7 ქულით უსწრებს და საკმაოდ მარტივი კალენდარი აქვთ. მწვრთნელის განცხადებით ისინი “ევროპა ლიგისთვის” ბოლომდე იბრძოლებს. კლუბი მათემატიკურად ჩემპიონია, პორტუგალიაში “პორტუსთან” და “რიო ავესთანაა” დაპირისპირება, ამ ორი მატჩის წაგების შემთხვევაში 6 ქულას დაკარგავენ, მაგრამ მათ მარაგში 7 ქულა აქვთ.

“იუვენტუსის” “გასაღებები” ფინალისკენ

ანდრეა პირლო

ტურინული ნახევარდაცვის და მთლიანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში.

სწორედ მან გაიყვანა ტურინელები შემდეგ ეტაპზე, როცა “ფიორენტინას” უზუსტესი საჯარიმო დარტყმა შეუსრულა და ულამაზესი გოლით აიღო ნეტოს კარი. პირველი მატჩი ტურინში 1:1 მორჩა, მეორე კი 0:1 ფლორენციაში, სწორედ პირლოს დამსახურებით.

მისი გრძელი პასები, დრიბლინგები, დარყტმები და სხვადასხვა უძლიერესი მაჩვენებლები ფარავს მის სისუსტეს დაცვაში.

მისი ძალა ნამდვილად აძლიერებს პოლ პოგბას, არტურო ვიდალს და კლაუდიო მარკიზიოს, ასევე გრძელი პასები ფლანგებზე და წინ, პირლო ნამდვილად ტურინული ფინალის “გასაღებია”.

თუ პორტუგალიელები პირლოს ჩაკეტვას შეძლებენ ტურინულ ათეულს საქმეს გაურთულებს, მაგრამ თუ პირლომ სივრცე მიიღო ის თავის ჰალსტუხს მოირგებს.

 

ლეონარდო ბონუჩი

 

“ბენფიკას” საქმეს ასევე გაურთულებს ტურინული დაცვის უცვლელი წევრი ლეონარდო ბონუჩი, რომელიც საკმაოდ კარგ პასებს აკეთებს.

მას პასებით შეუძლია შეტევის მომარაგება, ამასთან ერთად ნახევარდაცვის. ამ ყველაფრით ამ სეზონში უკვე 3 ასისტი აქვს.

“ლიონთან” დაპირისპირებაში ლეონარდო ბონუჩი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 2010-11 წლიდან მოთამაშე ტურინში გამოდის, მაშინ კი ის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მოთამაშედ ითვლებოდა, ახლა კი უცვლელი წევრია.

ტურინელებს გუნდში პირლოს მოსწავლე ჰყავთ, საჭიროების შემთხვევაში მათ მისი როლის მორგება შეუძლიათ.

 

კარლოს ტევესი

გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ 2008-09 წლების შემდეგ მას ევროპაში გოლი არ გაუტანია, მაგრამ თამაშით არავის ჩამორჩება. სწორედ მისი დამსახურებაა პირლოს საჯარიმო გოლი “ლიონთან”, ეს საუკეთესო პოზიცია “აპაჩემ” მოიპოვა.

ნამდვილად მშვენიერი იქნება თუ კარლეტე თავის ნავსს გატეხს. ნამდვილად შესაძლებელია ეს ყველაფერი და თუ ის სასტარტოში იქნება ლისაბონურ დაცვას დიდი გარჯა მოუწევს.

ტევესს ისეთი ნახევარდაცვა დაეხმარება, როგორიცაა მარკიზიო-პირლო-ვიდალი, ხოლო საკმაოდ კარგი ფორვარდი ფერნანდო ლორენტე, რომელსაც კარგი პასების ალღო აქვს.

 

“ბენფიკას” “გასაღებები” ფინალისკენ

როდრიგო

ესპანელი ფორვარდი გუნდში 2011 წლიდან ირიცხება და მისი მიმდინარე სეზონი ნამდვილად საუკეთესოა, მან გოლი 15 გოლი გაიტანა და მისი გუნდიდან “ევროპა ლიგის” საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

როდრიგო 4-4-2 სქემაში ცენტრ-ფორვარდია, ხოლო 4-3-3-ში შემტევი გარემბარი. ის ნამდვილად სახიფათოა ტურინული 3-5-2-ის წინააღმდეგ, მაგრამ შესაძლებელია კონტემ 4-3-3 დააყენოს, როგორც “ჩემპიონთა ლიგაზე” “რეალის” წინააღმდეგ რონალდოს ამოსაკეტად.

ხორგე ხესუსის მთავარი ფეხბურთელი ჯანლუიჯი ბუფონის კარის დაშალაშქრად როდრიგო იქნება.

ნიკოლას გაიტანი

“ბენფიკას” მეორე ფეხბურთელი საუკეთესოებიდან “ევროპა ლიგაზე”, ის გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურაა.

ნემანია მატიჩის “ჩელსიში” დაბრუნების შემდეგ (21 მლნ.) ნიკოლას გაიტანს უფრო მეტი გასაქანი მიეცა ფლეიმეიქერობის მიზნით. მისი საკმაოდ კარგი გადაცემები როდრიგოს და ლიმას ხელს შეუწყობს გოლის გასატანად.

მას “ევროპა ლიგის” მიმდინარე სეზონში 3 გოლი აქვს და პორტუგალიური ნახევარდაცვის საუკეთესო წევრია.

არტური

ბრაზილიელი მეკარისთვის ეს ჩემპიონატი ცუდ მახსოვრობასთან ასოცირდება, სწორედ მას გაუვიდა ივანოვიჩის თავური. მასზე მხოლოდ და მხოლოდ ის ითქმის, რომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოს ტურინელებთან.

 

ურთიერთშეხვედრები

“იუვენტუსს” “ბენფიკასთან” 4 მატჩი აქვს ნათამაშები და ნამდვილად ძალიან ცუდი შედეგები აქვს, 3 მატჩი პორტუგალიელებმა მოიგეს 1 კი იტალიელებმა, ისიც 1 ბურთიანი სხვაობით.

ყველაფრის სტატისტიკის მიხედვით დადგენა შეცდომა იქნება, რადგან კლუბების ბოლო შეხვედრა 21 წლის წინ იყო და ამის შემდეგ ორივე კლუბი რადიკალურად შეიცვალა.

პირველი შეხვედრა 1968 ევროპული თასის ნახევარფინალში იყო, ორი მატჩის ჯამში პორტუგალიელებმა 3-0 მოიგეს. 1993-ში კი ტურინელებმა 2-1 იმარჯვეს, ამის შემდეგ კი 3-0 დამარცხდნენ.

წყარო : Bleach Report

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit chitukashvili
10 years ago

:forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x