ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჭორები : “იუვენტუსი” და ალექსის სანჩესი შეთანხმდნენ

ჭორების თანახმად კატალონიური “ბარსელონას” ვარსკვლავმა ალექსის სანჩესმა ტურინულ “იუვენტუსთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმა და ზაფხულში ის კლუბს შეუერთდება. 25 წლის ფეხბურთელს ტატა მარტინოს სქემაში ნამდვილად კარგი სეზონი აქვს, მაგრამ ის მომავალს ამ კლუბში ვერ ხედავს. Sky Sport Italia-ს მიხედვით ჩილელის იტალიაში დაბრუნება მხოლოდ კლუბებზეღაა დამოკიდებული. ალექსის სანჩესს კონკურენციის გაწევა ნეიმართან, პედრო როდრიგესთან, კრისტიან ტელოსთან, იბრაიმ აფელაისთან და ისააკ კუენკასთან უწევს კონკურენციის გაწევა, ამას ემატება ის, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დაუბრუნდება ხერარდ დეულოფეუ, რომელიც “ევერტონის” ღირსებას იჯარით იცავს. ჭორების თანახმად ტურინელებს მოთამაშის შეძენაში ალექსისის თანამემამულე და გუნდელი არტურო ვიდალი დაეხმარება, რომელიც ამჟამად ტურინული ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერია. ინფორმაციას ასევე ადასტურებს ჯანლუკა დი მარციო.

წყარო : ForzaItalianFootball.Com, Bleach Report, Sky Sport Italia, Gianluca Di Marzio

5 thoughts on “ჭორები : “იუვენტუსი” და ალექსის სანჩესი შეთანხმდნენ

  1. რა სანჰესი ამატ სჰიგ ხოარ აკვტ მირალასი ასჯერ ჯობს და სანჰესის ფასად მირალას უეჰველი იყიდიან სა აკვტ ამატ ტვალები გამაგებინა მეტი არაფერი მინდა

  2. მეც წავიკითხე ეგ სტატიაა ნანი თუ მოიყვანეს მაროტას და კონტეს მგინებელთა სიას მე დავემატები ამ ჩამქვრალი ფეხბურთელების მოყვანით… ვან პერსი მაგარია მარა მისი ტრამვისკენ მიდრეკილება პლიუს უკვე 30 გადააბიჯა და უკლებს თამაშს.. აი სანჩესის მოსვლით კრეატივი შეგვამეტება მაგარი მებრძოლი ბიჭია

  3. აქ ისე გეტყვით უბრალოდ, მსოფლიო სპორტზე ვნახე “იუვენტუსი” ნანის შეუთანხმდა და ვან პერსის არ ეშვებაო და ზუსტი წყაროს ლინკი ვერ ვნახე და არ დავდებ, უბრალოდ ნახეტ. :chuvak: :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.