ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტეს წინასამატჩო პრესსკონფერენცია

” პრესკონფერენციის დაწყებამდე მსურს გავიხსენო ტიტო ვილანოვა , რომელიც არა მარტო დიდი სპეციალისტი იყო , არამედ გამორჩეული პიროვნებაც . იგი ბოლომდე ებძროდა ამ საშინელ დაავადებას . მსურს მის ოჯახს ყველაზე თბილი ემოციები გავუზიარო და კიდევ ერთხელ გავიხსენო ეს დიდი ადამიანი . რაც შეეხება მოახლოებულ დაპირისპირებას , მასში გამარჯვების მოპოვება უმნიშვნელოვანესი მიზანია , რადგან ასე კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდებით სკუდეტოს . გვესმის ბუნებრივია , რომ ამის მიღწევა რთული იქნება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით , რომელთაგან გამოსარჩევი უდაოდ მათი სატურნირო მდგომარეობაა – სასუოლო ხომ გადარჩენისთვის იბრძვის ” …

” ვიდალი ? მას მენისკის ტრავმა აწუხებს . ” ლიონთან ” დაპირისპირების წინ ყველაფერი თითქოს ისე ჩანდა , რომ დაზიანება წარსულში დარჩა , მაგრამ რეციდივი სახეზე იყო . დღეისათვის ის უკვე მთლიან ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა სასუოლოსთან დაპირისპირებაში მოედანზეც კი ვიხილოთ ცოტახნით , მაგრამ უფრო მოსალოდნელი ნახევარმცველის ასპარეზობა ევროპა ლიგის ტურნირზეა . ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა იუვესთვის , რის შემდგომაც უკვე ჩილეს ნაკრების ღირსებას დაიცავს მუნდიალზე . ბუნებრივია სამხრეთ ამერიკელები აფორიქებულნი არიან არტუროს ჯანმრთელობის მდგომარეობით , მაგრამ ვფიქრობ ყველაზე მეტად ამას სწორედ ჩვენ უნდა განვიცდიდეთ . ჩილეს სამედიცინო შტაბი მუდმივ ხაზზე არიან ჩვენთან . ანალოგიური მდგომარეობა იყო მაშინ როდესაც ვიდალი სამშობლოში იშუშებდა ტრავმას და მასზე ყურადღებას ტურინელი ექიმები ახდენდნენ ” .

” გარსიას სიტყვები ? სიმართლე გითხრათ მისი საუბარი ძალზედ წააგავდა სადმე პაბში მეგობრების დიალოგს ლუდთან ერთად . ვფიქრობ სერია ა-ში მეტოქეებს რაიმე განსაკუთრებული მოტივირება ” იუვენტუსის ” წინააღმდეგ არ ესაჭიროებათ . არ დაგვავიწყდეს , რომ ბიანკონერის წინააღმდეგ ყოველი მეტოქე ისე ასპარეზობს , თითქოს მათვის ეს სიცოცხლის უკანასკნელი წამები იყოს . უფრო მეტს გეტყვით , გარსიას სიტყვები არის უპატივმცემლობა იმ გულშემატკივრების , ფეხბურთელების და მწვრთნელის მიმართ , რომლებიც იუვე არენაზე ბოლომდე იხარჯებიან თითოეულ დაპირისპირებაში ” .

” იმ შემთხვევაში თუ შემადგენლობაში გარკვეული სახის კორექტივები შეგვაქვს , ეს აუცილებელია და ამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვღებულობ . ბარძალის ჯერ კიდევ აწუხებს ტრავმა . გუშინ მან საერთოდ ვერ შესძლო ვარჯიში , თუმცა დღეს თავს უკეთ გრძნობს . ფიზიკური მომზადების კუთხით ეს სეზონი მისთვის რთული გამოდგა . სამაგიეროდ წელს სრულად გაიხსნა მარტინ კასერესი . რაც შეეხება ტევეს ის მოედანზე მოტეხილი ფეხითაც კი იასპარეზებს ! სიტუაცია ამ წამისთვის რთულდება და ვითარებიდან გამომდინარე მისი დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება ” .

” ხმები მანჩესტერ იუნაიტედთან დაკავშირებით ? უმჯობესია ასეთ ჭორებს ყურადღებას თუ არ მიაქცევთ . მთავარი აზრი ყოველი ჩვენთაგანის არის , იმ მიზნების მიღწევა რომელიც სეზონის წინ დავისახეთ ” .

 

წყარო : Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10 years ago

მაგარი კაცია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x