ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : ” ფინალი რომელშიდაც ჩვენ უნდა გვეასპარეზა ”

” ვწუხვართ უკლებლივ ყველანი , რადგან მეტოქემ 180 წუთის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დაარტყა ჩვენი კარის მიმართულებით , როდესაც ჩვენ არა ერთი რეალური მომენტი შევქმენით . მაგრამ , მიუხედავად ამისა ფინალში სწორედ პორტუგალიელები იასპარეზებენ . სიმართლე გითხრათ ამაში კანონზომიერებას ნაკლებად ვხედავ და მივიჩნევ , რომ ტურინულ მატჩს უფრო მეტად ჩვენ ვიმსახურებდით . უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა უკანასკნელ 10 წუთში , მაგრამ გოლი უფრო ადრე გვქონდა დამსახურებული . დაშვებული შეცდომების გამო , ყოველთვის ისჯები . შესაძლოა აგრესია გვაკლდა როგორც თავდასხმაში , ისევე დაცვაში . ფაქტია , რომ ლისაბონში დაფიქსირებული შედეგი ფატალური აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის . მსურს შევაქო ” ბენფიკა ” მათი მტკიცე ხასიათის გამო , ისინი არაჩვეულებრივად იცავდნენ თავს მთელი 90 წუთი და ყველანაირად ცდილობდნენ დაებლოკათ ჩვენი შემტევი მანევრირებები . თუმცა , დიდი პატივისცემის და მიუხედავად ყველასთან , ფინალში სწორედ ჩვენ უნდა გვეასპარეზა “ – განაცხადა ჯორჯო კიელინიმ .

წყარო : Football-Italia

3 thoughts on “კიელინი : ” ფინალი რომელშიდაც ჩვენ უნდა გვეასპარეზა ”

  1. ჯორჯიტო შენ და კარლიტო მეცოდებით ყველაზე მეტად მართლა იმსახურებდით ფინალს მაგარი ხარ და ჯიგარი ხარ კაპიტანიც უნდა იყო მე თუ მკითხავენ :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.