პარატიჩი : ” ვიდალმა ერთი ნახვით შეგვაყვარა თავი ”
” ფეხბურთელისთვის უდიდეს როლს მისი ოჯახის მხარდაჭერა ასრულებს . მაგალითისთვის ანტონიო კონტეს სამწვრთნელო სესია შეგვიძლია მოვიყვანოთ , რომელიც იმდენად მძიმეა , რომ ყველა მას ვერ გაუძლებს . ის ვისაც სწორი ცხოვრების სტილი აქვს , შესძლებს საბოლოო ჯამში ადაპტირებას ყოველგვარი გართულებების გარეშე . როგორ სტილში მიმყავს მოლაპარაკებები ? პირველ რიგში უმჯობესია თუ მისი ოჯახის გარემოცვაში შევხვდები სადილზე . ისე ტურინში მუშაობა ფანტასტიურია , რადგან ” იუვენტუსი ” უპრესტიჟულესი კლუბია . პირლო ? აგენტთან კი ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს , თუმცა სიმართლე გითხრათ არ გვეჯერა რომ შევძლებდით ამ ტრანსფერის შესრულებას . ტევესი ? მძრაფრ სიუჟეტიან ტრილერს შევადარებდი . ვიდალი ? პირველად იგი ბაიერი – ვილიარეალის მატჩისას ვნახეთ , როდესაც ჯუზეპე როსიზეც ვაწარმოებდით დაკვირვებას . საბოლოო ჯამში მან პირველივე ნახვით შეგვაყვარა თავი . გუარინი – ვუჩინიჩი ? გარკვეული სირთულეები იყო და აქვე დავამატებ , რომ მირკოს მიმართ სინანულის გრძნობა გამაჩნდა , რადგან ის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ფიგურა ჩვენთვის . ჩემპიონთა ლიგა ? ფეხბურთში ნამდვილად არ მიდის საქმე ისე , როგორც გეგმავ . ევროპაში ვითარების განსამუხტად , შეიძლება ერთი შეხვედრა გქონდეს თადარიგში , ხოლო შიდა პირველობაზე მათი რიცხვი 38 – ს შეადგენს . დელ პიერო ? ის ყოველთვის იქნება ბიანკონერის ისტორია ! ალექსი ძალზედ ძვირფასია ჩვენთვის , რადგან მისთვის ” იუვენტუსი ” ფაქტიურად ყველაფერია “ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ბებერი ქალბატონის სპორტულამ დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ .
წყარო : Tuttojuve
ეხლა მე დაგაკვირდებით რას იზამთ იმობილეზე და ერთი არ მოგიყვანიათ შემდეგ სეზონში ანბანის მიხედვით გავიხსენებ შენი და მაროტას წინაპრებს

მაშინ გეყიდათ როსი თქვე კლოუნებო და ახლა თავდასხმის პრობლემა აღარ გვექნებოდა ფუი… შეიძლება ტრამვაც არ მიეღო და მსოფლიოზეც გამოგვადგებოდა რა.