ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელები კოლაროვის აგენტს შეხვდნენ

“იუვენტუსის” წარმომადგენლები ქალაქ მილანში იმყოფებოდნენ. ყოველივე ეს სერხიო ბერტისთან, ალექსანდრ კოლაროვის აგენტთან შეხვედრამ გამოიწვია. სერბ მარცხენა მცველს ანტონიო კონტე შემადგენლობის გაძლიერებისთვის უმიზნებს. “ლაციოდან” “მანჩესტერ სიტიში” გადასული ფეხბურთელი, რომლის მიზანიც “ჩემპიონთა ლიგა” იყო, მაგრამ “სიტიში” ის გაელ კლიშიმ დაჯაბნა და სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ვხედავთ. “იუვენტუსის” დირექტორები ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პრატიჩი შეხვდნენ ფეხბურთელის აგენტს. Sky Sport Italia იტყობინება, რომ 28 წლის სერბს, რომელსაც კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს ბევრი შეთავაზება აქვს, “იუვენტუსთან” ერთად “მილანის”, “ინტერის” და “მონაკოს”. ასევე მოსალოდნელია “რომას” შეთავაზება ინგლისელებს.

წყარო : ForzaItalianFootball.Com, Sky Sports Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
10 years ago

მოვიდეს მინდა კოლაროვი ) მე მომოწნს ეს ფეხბურთელი ) იდეალური მარცხენა მცველია ) ჩაწოდება აქ საჯარიმოში მაგარი ) ლიორენტესაც უნდა უნდოდეს ამის მოსვლა :D:D ))

valeri tokhadze
10 years ago

ეს მაგრად გამოგვადგება რომ მოვიდეს კლასნი იგროკია უაზრო პადაჩებს არ აკეთებს

d a v i d
10 years ago

მაგრად მინდა ამის მოსვლა :love: ასამოა კი ალბად ძველ პოზიციას დაუბრუნდება და გარკვეულ ხანებში ამის ადგილსაც დაიკავებს ხოლმე როტაციისთვის :love:

Gio Darja
10 years ago

მარცხენა ფლანგელია რა მანგალა და ჰუმელსი ტო, რა ლიხტშტაინერს ადარებთ, ტიპიური მარცხენა ფლანგელია რომლისთვისაც 3-5-2 იდეალური სქემაა, მთლიან ფლანგს გადაფარავს )) ძალიან გამოგვადგება თუ მოიყვანენ

mishka berianidze
10 years ago

ეს როცა საჭირო იყო მაშინ არ მოიყვანეს ეხლა კი ჩემი აზრით აქცენტი უნდა გაკეთდეს კოენტრაო, მანგალა, ვერტონგენი, ჰუმელსი და ვან დერ ვილი ამ მოთამაშეებზე რომ გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდეს ამათგან 2 რომ მოვიყვანოთ დაცვის პრობლემა გადაიჭრება + ახალგაზრდა მოთამაშეებზეც გაკეთდება აქცენტი მაგალითად რომანიოლიზე და დრაგოვიჩზე რომლებიც ძალიან კარგად თამაშობენ თავიაანთ კლუბებში.

rexvo
10 years ago

რანაირაად დაჯაბნა კლიშიმ როცა ამ სეზონში 29 თამაში ითამაშა კოლაროვმა და 20 კლიშიმ. ისე კარგია თუ გადმოვა, გაასწორებს

irakli28
10 years ago

კაი პადაჩა აქ, შორეულ ჯარიმებს კარგად ასრულებს, ლიხტაზე სწრაფი არამგონია იყოს, მარა მაინც საჭირო კაცია :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x