კასერესი ურუგვაის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა
ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ტაბარესმა იმ 25 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელთგან 23 მუნდიალზე ითამაშებს.გაფართოებულ განაცხადში მოხვდა ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, მარტინ კასერესი, რომლის კარიერაშიც მიმდინარე სეზონი ერთ-ერთი საუკეთესოა და სავარაუდოდ, ბრაზილიაში იგი ძირითადი შემადგენლობის წევრად უნდა მოვიაზროთ.გარდა კასერესისა, იტალიიდან სამხრეთ ამერიკულ გრანდში “პარმას” ნახევარმცველი ვალტერ გარგანო, “ბოლონიას” კაპიტანი დიეგო პერესი, “ლაციოს” შუახაზელი ალვარო გონსალესი და “პალერმოს” შემტევი აბელ ერნანდეში იასპარეზებენ.შეგახსენეთ, რომ ურუგვაი D ჯგუფშია იტალიის, ინგლისისა და კოსტა რიკის ნაკრებებთან ერთად.
კი ბატონო, მაგრამ ეგრე თუ ყველას ცალკე თემა უხსენით რა გამოვა. ახლა ისლასაც გაუხსენით ცალკე თემა. ,მერე ლიხტშტაინერსაც, პოგბასაც და ა.შ
ისე რაც ყველაზე მეტად მაინტერებს, ვიდალი ჩილეს ნაკრებში ითამაშებს??? ჯანმრთელობის პონტში ვამბობ, ეგ იყო ეგ იოლი ოპერიაცა
თემა სადღა იყოს და პოსტი