ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” თუ გავეყრებით , მე სხვა პროექტებს გადავხედავ. დასვენება ? არა, დიდი მადლობა ”

ჩვენ შესანიშნავი კომპანია გავუწიეთ ერთმანეთს და ეს უნდა ავღნიშნოთ. დავამხეთ მანჩინის რეკორდი, ალბათ ამ რეკორდის გამეორება ნებისმიერი გუნდისთვის უკიდურესად ძნელი იქნება. ჩვენ დავამარცხეთ ” რომა ” გასვლაზე. დავამარცხეთ გუნდი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ფეხდაფეხ მოგვყვებოდა. მხოლოდ დიდებულ ” იუვენტუსს ” შეეძლო ამ ტემპის შენარჩუნება და ჩვენ ვამაყობთ ამით . პირველად, როდესაც ” ბიანკონერის ” სათადარიგოთა სკამზე დავჯექი , მწვრთნელის სახით, შოკში ვიყავი, რადგან უბრალოდ ჩემს დიდ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ამას. ვამაყობ, რომ დიადი გუნდის მწვრთნელი ვარ. გავმეორდები : ეს სამი წელიწადი იყო ფანტასტიური. ჩემი ფეხბურთელებისგან ძალიან ბევრს ვითხოვდი, ისე რომ დავუკვირდეთ თითქმის ყველაფერს ასრულებდნენ რასაც ვთხოვდი. ადამიანს უდგას პერიოდი, რომ რაღაც უნდა შეცვალოს და მე ვუთხარი ხელმძღვანელობას, რომ ვფიქრობ ამ საკთხზე. მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება. ყოველ წელს გუნდში მთლიანად ჩემს თავს ვდებდი – ეს ჩემს ფსიქოლოგიაში დევს. შეყვარებული ვარ ამ სპორტზე და მინდა ყოველ დღე გავიზარდო ამ სფეროში. მაქსიმალური მწვევალების დაპყრობა არათუ ჩვენთვის არც ერთი კლუბისთვის არ არის ადვილი. ჩემი აზრით ” ბებერმა ქალბატონმა ” ჩემპიონთა ლიგის რვა საუკეთესო გუნდში თამაში დაიმსახურა. არ მინდა ტიფოზები სხვადასხვა დაპირებებით ავავსო, რადგან რეალისტი ვარ და ვიცი, რომ საუკეთესოს მიღწევა უკიდურესად ძნელია. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ შეგვიძლია ამ რესურსით კიდევ უფრო მეტის მიღწევა ?  პირადად მე ეჭვი მაქვს , რომ არა . რამოდენიმე დღეში გაირკვევა ჩემი ” იუვეში ” დარჩენის საკითხი. თუ ჩვენ გადავწყვიტავთ, რომ თბილად დავშორდეთ, მე სხვა შემოთავაზებებს განვიხილავ, რადგან დასასვენებლად წასვლას არ ვლამობ. თუ საინტერესო არაფერი იქნება სახლში დავრჩები, მაგრამ ზუსტად 1 თვეში ოჯახს ჭკუიდან შევშლი. მე მიყვარს თქვენთან სტუდიაში მოსვლა, ეს შეიძლება მწვრთნელობის ალტერნატივაც კი იყოს. ჩემი შემცვლელი ზიდანი ? ეს კითხვა გენერალურ დირექტორს უნდა  დაუსვათ. ზიზუ ჩემთვის ისეა, როგორც ძმაა: მასთან ბევრი რამ მოვიგე და ბრწყინვალე ადამიანია. მიხარია, რომ ” რეალში ” იგი ანჩელოტის დამხმარეა. ფრანგს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ ” – განაცხადა ანტონიო კონტემ.

 

 

 

ყარო : Football-Italia, Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
10 years ago

კონტე იმიტომ მიდის, რომ ხელმძღვანელობას არ უნდა გუნდის განვითარება… აბა რა უნდა ელაპარაკო, როცა მიხაილოვიჩს და მონტელას მოიაზრებენ შემცვლელად?! ინატრეთ ლიგის საგზური აწი კონტეს მაგინებლებო :blin:

Gio Darja
10 years ago

თუ რესურსები არ გამოუყვეს, ის პოზიციები არ შეავსეს რაც გუნდს სჭირდება, მაქსიმუმ 10 მილიონით გავიდნენ სატრანსფერო ბაზარზე და მერე ლიგაზე წარმატება მოთხოვონ, წავა აბა რას იზამს ტო, უფულოდ კონტე კი არა ვერავინ ვერ მოიგებს ლიგას, დახარჯვა არ უნდათ ამათ და წარუმატებლობა გინდა არ გინდა მწვრთნელს ბრალდება ))

Di Francesco # 1
10 years ago

პირდაპირ ამბობს კაცი რო ამ ეტპაზე ჩემი განვითარებისთვის იუვედან წასვლა ჯობიაო, მემგონი დასაფასებელია ასეთი ხალხი, არც ჩვენ გვატყუებს და არც თავს იტყუებს, ურჩევნია მოგებული წავიდეს, როცა არ ხარ დარწმუნებული რო ამ კლუბში დარჩენა სწორი ნაბიჯია მაში უეჭველი წარუმაებელი სეზონი ექნება კონტეს მომავალ წელს და ამიტო დროულად მიდის

valeri tokhadze
10 years ago

აი ეს უკვე მომწონს რომ აჭიარა ამ რესურსით რომ ვერ წავა წინ ლიგაზე

ალეკო კოკაია

ეე ეს ისე ლაპარაკობს მემგონი წასვლა უფრო მოსალოდნელია ამისგან

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x